რა ვიცით ვიტამინი B-17-სა და კიბოსთან მის კავშირზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2.2k
VIEWS

ფეისბუქზე ვირუსულად ვრცელდება (1, 2) 2023 წელს გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც საუბარია კიბოს გამომწვევ მიზეზსა და მკურნალობის საშუალებებზე. ვიდეოს თანახმად, კიბო მხოლოდ ვიტამინ B-17-ს ნაკლებობაა და მასთან ბრძოლა კვებითი რაციონით არის შესაძლებელი, მათ შორის გარგრის კურკით და ხორბლის ამონაზარდით. 

kibo რა ვიცით ვიტამინი B-17-სა და კიბოსთან მის კავშირზე?

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კიბო მხოლოდ ვიტამინ ბ-17-ს ნაკლებობაა,  სიმართლეს არ შეესაბამება. კიბოსთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებში არ გვხვდება ვიტამინი ბ-17, ასევე, ამ ნივთიერების (ვიტამინი ბ-17/ლაეტრილი/ამიგდალინი), როგორც კიბოსთან ბრძოლის საშუალების, საგებლიანობა ვერ საბუთდება სამეცნიერო მტკიცებულებით. 

კიბოს გამომწვევი მიზეზები

სტენფორდის უნივერსიტეტის საავადმყოფოს ვებგვერდზე შეგვიძლია ვნახოთ სტატია კიბოზე და მის გამომწვევ მიზეზებზე. მასალაში ვკითხულობთ, რომ არ არსებობს დაავადების გამომწვევი ერთი მიზეზი, ვინაიდან ეს შეიძლება იყოს მრავალი ფაქტორის ურთიერთქმედება – გარემო, გენეტიკა, და ა.შ. არსებობენ რისკ-ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ დაავადების განვითარების შანსი. რისკ-ფაქტორი სულაც არ იწვევს დაავადებას, მაგრამ შესაძლოა ორგანიზმი მის მიმართ ნაკლებად მდგრადი გახადოს. ასეთი ფაქტორებია: 

  • ცხოვრების სტილი – მაგალითად, სიგარეტის მოწევა
  • ოჯახის სამედიცინო ისტორია და გენეტიკური მემკვიდრეობა
  • ზოგიერთი გენეტიკური დარღვევა – მაგალითად, ვისკოტ-ოლდრიჩისა და ბეკვიტ-ვიდემანის სინდრომი
  • გარკვეული ვირუსები – მაგალითად, ეპშტეინ-ბარის და აივ, შიდსის გამომწვევი ვირუსი, დაკავშირებულია კიბოს განვითარების რისკთან ბავშვებში
  • გარემო – მაგალითად, პესტიციდები 

კიბოსთან დაკავშირებულ რისკ-ფაქტორებში არ არის ნახსენები ვიტამინი ბ-17. მეტიც, ამ ნივთიერების, როგორც კიბოსთან ბრძოლის საშუალების, სარგებლიანობა  ვერ საბუთდება სამეცნიერო მტკიცებულებით. 

Რა არის ვიტამინი B-17?

ბ-17-ს, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ლაეტრილი და ამიგდალინი, ამერიკის ვიტამინების ინსტიტუტი არ აღიარებს როგორც ვიტამინს. საწყის ეტაპზე, ამიგდალინი არის მწარე ნივთიერება, რომელიც ბუნებაში გვხვდება სხვადასხვა პროდუქტებში როგორიცაა ხილის, მაგალითად, გარგლის კურკა, თხილი, ლობიო, სამყურა და ა.შ. იგი წარმოქმნის წყალბადის ციანიდს, რომელიც ორგანიზმში შეყვანისას გარდაიქმნება ციანიდად. ეს არის ის ნივთიერება, რომელზეც ამბობენ, რომ კლავს კიბოს უჯრედებს. ლაეტრილსა და ამიგდალინს შორის მთავარი განსხვავება არის ის, რომ ამიგდალინი წარმოადგენს ნივთიერებას, რომელიც ბუნებაში გვხვდება, ხოლო ლაეტრილს უწოდებენ მის ნაწილობრივ ხელოვნურ (სინთეზური) ფორმას. 

ლაეტრილს, როგორც კიბოს საწინააღმდეგო საშუალებას, იყენებენ 1800-იანი წლებიდან, თუმცა არ არსებობს რაიმე სამეცნიერო მტკიცებულება იმისა, რომ ლაეტრილით მკურნალობა ეფექტურია. 2015 წელს კოკრეინის ბიბლიოთეკამ გამოაქვეყნა ლაეტრილის სისტემური კვლევის შედეგები, სადაც ნახსენებია, რომ კლინიკურმა კვლევებმა ვერ დაასაბუთეს ლაეტრილის სავარაუდო სარგებელი. პირიქით, დაფიქსირდა სერიოზული გვერდითი მოვლენების რისკი, რომელიც უკავშირდებოდა ციანიდით მოწამვლას. აღსანიშნავია, რომ ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტოს არ აქვს გაცემული ავტორიზაცია ლაეტრილზე, როგორც კიბოს ან სხვა სამედიცინო მდგომარეობის სამკურნალო საშუალებაზე. ბრიტანული კიბოს კვლევითი ცენტრის თანახმად, ნივთიერების გაყიდვა არც ევროპაში არ არის ნებადართული. 

2017 წელს ფაქტების გადამოწმების პლატფორმამ სნუპმა, ასევე, გამოაქვეყნა ვერდიქტი კითხვაზე “იწვევს თუ არა კიბოს ვიტამინ ბ-17-ს ნაკლებობა” და შეაფასა როგორც ტყუილი.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მცდარი ინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist