ვინ ამტკიცებს, თითქოს უკრაინაში მებრძოლი ქართველები აფხაზეთზე თავდასხმას გეგმავენ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

125
VIEWS

21 სექტემბერს პორტალის “საქართვლო უპირველეს ყოვლისა” (Geo-first.com) ფეისბუკ-გვერდზე Georgia First NEWS უკრაინაში მებრძოლი ქართული ეროვნული ლეგიონის შესახებ გაავრცელდა ინფორმაცია. გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, “ქართული ეროვნული ლეგიონის” მეთაურები ლობირებენ პროექტს,  რომლის ფარგლებშიც აფხაზეთის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური თავდასხმები იგეგმება. პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ-არხზე Легитимный დაყრდნობით Donbass Today-ის კორესპონდენტი იუწყება. იდენტური ინფორმაცია სტატიის სახით “საქართველო უპირველეს ყოვლისას” ვებ-საიტზეც არის გამოქვეყნებული. სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთი აფხაზეთში აეროპორტის აშენებას გეგმავს, რომელივ სარეზერვო ობიექტად ითვლება და ქართველ მებროლებს სწორედ ამ ობიექტებზე თავდასხმა სურთ, რათა მისი აშენება არ დაუშვან.

ინფორმაცია უკრაინაში მებრძოლი ქართველების აფხაზეთზე თავდასხმის წინადადებით გამოსვლის შესახებ რუსულენოვანმა საინფორმაციო სააგენტოებმაც (1,2) გაავრცელეს.

aphkhazethze thavdaskhma ვინ ამტკიცებს, თითქოს უკრაინაში მებრძოლი ქართველები აფხაზეთზე თავდასხმას გეგმავენ?

aphkhazethze thavdaskhma1 ვინ ამტკიცებს, თითქოს უკრაინაში მებრძოლი ქართველები აფხაზეთზე თავდასხმას გეგმავენ?

გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უკრაინაში მებრძოლი ქართველები აფხაზეთზე თავდასხმას გეგმავენ, მტკიცებულების გარეშეა და არასანდო წყაროებს ეყრდნობა. ინფორმაციის პირველწყაროს უკრაინული ტელეგრამ-არხი Легитимный წარმოადგენს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით რუსეთიდან იმართება და მის მიზანს მოსახლეობაში პანიკის დათესვა, ქვეყანაში სიტუაციის გამწვავება და დესტაბილიზაცია წარმოადგენს.  აფხაზეთზე თავდასხმის წინადადებით გამოსვლა უარყო უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმაც.

ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უკრაინაში მებრძოლი “ქართული ეროვნული ლეგიონის” წევრები აფხაზეთზე თავდასხმის წინადადებით გამოდიან, თავდაპირველად ტელეგრამ-არხმა Легитимный გაავრცელა.  აღწერის თანახმად, ეს ტელეგრამ-არხი ინსაიდერულ ამბებს, ჭორებს, ანალიტიკურ ინფორმაციას, ასევე მსჯელობებსა და პროგნოზებს ავრცელებს, თავად პოსტს კი ჰაშთაგი #слухи (ჭორები) აქვს მითითებული. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივნისში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ არ წაიკითხონ და არ ენდონ რუსეთიდან კოორდინირებული ტელეგრამის არხები, რომელთა შორის არის “Легитимный”.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: „იმ პირობებში, როდესაც უკრაინა წარმატებით ეწინააღმდეგება რუსეთის თავდასხმას, ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხი უკიდურესად აქტუალურია. ბოლოს და ბოლოს, ბრძოლის ველზე გამარჯვების გარეშე, მტერი ცდილობს „ზიანი“ დათესოს და ძირი გამოუთხაროს უკრაინულ საზოგადოებას. კერძოდ, ამაზე რამდენიმე ვითომ დამოუკიდებელი ტელეგრამ-არხი მუშაობს და მათ, რეალურად, კოორდინაციას უწევს კრემლი“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ტელეგრამ არხები ავრცელებენ დეზინფორმაციებსა და მანიპულაციებს უკრაინის წინააღმდეგ, რაც საინფორმაციო ომის ნაწილს წარმოადგენს.

ამავე ტელეგრამ-არხის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე, 2021 წლის თებერვალშიც გააკეთა. СБУ-მ აღმოაჩინა რუსეთის სამსახურების დიდი სადაზვერვო ქსელი, რომელიც ანონიმური ტელეგრამ-არხებით უკრაინაში რუსეთის ფედერაციისთვის ხელსაყრელ ნარატივებს ავრცელებდა. ამ არხებს შორისაა Легитимный და Резидент, რომელთა მომხმარებლების საერთო რაოდენობა იმ დროისთვის ნახევარ მილიონამდე იყო.   სპეცოპერაციის დროს, რომელიც 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა,  უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ  სადაზვერვო ქსელი შეიქმნა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი დირექტორატის სპეციალური სამსახურის 85-ე მთავარი ცენტრის მიერ. ბაზა არაღიარებული დნესტრისპირეთის ქალაქ ტირასპოლში მდებარეობდა  და ქსელში შედიოდნენ „რუსული გაზაფხულის აქტივისტები“ ხარკივიდან და ოდესიდან. ტელეგრამ-არხების საშუალებით გავრცელებულ მასალებს მოსახლეობაში პანიკა, ქვეყანაში სიტუაციის გამწვავება და დესტაბილიზაცია უნდა გამოეწვია, ასევე შეექმნა სოციალური დაძაბულობა და საპროტესტო განწყობა. 

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურს, მამუკა მამულაშვილსაც დაუკავშირდა. მამულაშვილის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია აფხაზეთზე შესაძლო თავდასხმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება და რუსული პროპაგანდის ნაწილს წამოადგენს.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან უკრაინაში მებრძოლი ქართველებისა და ქართული ლეგიონის წევრების დისკრედიტაციის მიზნით ყალბი ცნობები “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია, ვრცლად იხილეთ სტატიები:

წყაროს შესახებ

საინფორმაციო პორტალი “საქართველო უპირველეს ყოვლისას” ვებ-საიტი 2022 წლის ნოემბერში შეიქმნა. ახალი პორტალის პრეზენტაცია 7 ნოემბერს დამფუძნებელმა ვატო შაქარაშვილმა გამართა, პრეზენტაციაზე სტუმრებსა და სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ ორგანიზაცია “აი იას” დამფუძნებელი გია გაჩეჩილაძე, სამთავრობო ექსპერტი და რეჟისორი გოგა ხაინდრავა და მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრები, რომლებიც ანტიამერიკული განცხადებებით გამოირჩევიან.

პორტალის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ კონსერვატიული, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალია, რომლის დამფუძნებლებიც ვატო შაქარიშვილი, ირმა სანაძე, ნუცა ლომაძე და კოტო გაჩეჩილაძე არიან. რაც შეეხება პორტალის მიზნებს, პოსტის მიხედვით “დეკლარირებულ ღირებულებებთან შესაბამისი” კონტენტის გავრცელებით მიმდინარე საინფორმაციო-პროპაგანდისტულ ომში პოლიტკორექტულობასა და ნეოლიბერალიზმის გაბატონებულ იდეოლოგიასთან უპირატესობის მოპოვებაა. 

პორტალი ხშირად აქვეყნებს ანტიდასავლური შინაარსის კონტენტს, რომლებიც ევროკავშირის ინსტიტუტების, ნატოს და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკისკენ არის მიმართული. ‘საქართველო უპირველეს ყოვლისამ” 2022 წლის დეკემბერში გაავრცელა ინფორმაცია თითქოს ანგელა მერკელმა DER SPIEGEL-თან და ZEIT-თან ინტერვიუებში გაიხსენა, თუ როგორ გეგმავდა დასავლეთი უკრაინაში ომს რუსეთის წინააღმდეგ. პორტალზე ასევე გამოქვეყნდა ამერიკელი კონგრესმენი ჯეიმი რასკინის გაყალბებული ციტატა, რომლის მიხედვითაც რუსეთი უნდა განადგურდეს, რადგან ის მართლმადიდებელი ქვეყანაა. ვრცლად ამის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები: 

“საქართველო უპირველეს ყოვლისა” პოსტის არქივის ბმული

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist