უკრაინაში მებრძოლი ქართველი ქალების დატყვევებაზე მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

142
VIEWS

21 ივლისს ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უკრაინაში 17 ქართველი დაქირავებული ქალი ტყვედ ჩავარდა.  იგივე ინფორმაცია კრემლისტური პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” მარტვილის ფილიალის ფეისბუკ-პროფილზეც გავრცელდა.

Screenshot 15 3 უკრაინაში მებრძოლი ქართველი ქალების დატყვევებაზე მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ქალების ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებში არ იძებნება. აღნიშნული ცნობები “მითების დეტექტორთან” ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა და საერთაშორისო ლეგიონის ქართველმა წევრმა ქეთი ლეშკაშელმა უარყვეს.

“მითების დეტექტორი” უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურს, მამუკა მამულაშვილსა და საერთაშორიო ლეგიონის ქართველ წევრს –  ქეთი ლეშკაშელს დაუკავშირდა. გავცელებული ინფორმაცია ორივე მათგანმა უარყო და განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლი ქალები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, ტყვედ არ ჩავარდნილან.

ინფორმაცია ქართველი მებრძოლების ტყვედ აყვანის შესახებ ოფიციალურ წყაროებში არ იძებნება და მსგავსი შინაარსის ცნობა არც ქართული ლეგიონის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულა. 

აღსანიშნავია, რომ ყალბი ცნობები უკრაინაში მებრძოლი ქართველებისა და ქართული ლეგიონის წევრების ტყვედ ჩავარდნის შესახებ წარსულშიც გავრცელდა.  ვრცლად, იხილეთ მითების დეტექტორის სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist