Რუსული მედიების მორიგი დეზინფორმაცია “ქართული ლეგიონის” წევრების განადგურების შესახებ

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

193
VIEWS

20 ივნისს რუსულმა მედიებმა regnum.ru, tsargrad.tvlenta.ru, gazeta.ru, rossaprimavera.ru  და ფეისბუკ-გვერდებმა СМЕРШ, Война и мир, უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის წევრების განადგურების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. გამოცემები წერდნენ, რომ 19 ივნისს “ქართული ლეგიონის” დაჯგუფებამ, რომელიც ლისიჩანსკის მიმართულებით სოფელ მირნაია დოლინას ჩრდილო-დასავლეთით მოქმედებდა, საარტილერიო დაბომბვის შედეგად მძიმე დანაკარგები განიცადა და დემორალიზებული იყო.

უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის განადგურების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურ უკრაინულ წყაროებში არ იძებნება. ეს ცნობები “მითების დეტექტორთან” ლეგიონის მეთაურმა,  მამუკა მამულაშვილმაც უარყო.

მითების დეტექტორი” უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურს, მამუკა მამულაშვილს დაუკავშიდა, რომელმაც რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია   უარყო.

მსგავსი შინაარსის ცნობა არც ლეგიონის ტვიტერის ან ფეისბუკის ოფიციალურ ანგარიშებზე გამოქვეყნებულა. ინფორმაცია ქართველი მებრძოლების განადგურების შესახებ არც უკრაინული მხარის ოფიციალურ წყაროებში იძებნება.

19 ივნისს რუსულმა ძალებმა ლისიჩანსკი და მის მახლობლად დასახლებული პუნქტები დაბომბეს. ლუჰანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერხი გაიდაის თქმით, რუსულმა არტილერიამ  ბელაია გორას, მირნაია დოლინას,  ლისიჩანსკის და სევეროდონეცკის დამაკავშირებელ ერთ-ერთი ხიდის მიდამოებს სამჯერ შეუტია. 

სერხი გადაი: “სამი საჰაერო დარტყმა განხორციელდა ლისიჩანსკის ირგვლივ, ბრძოლები მოხდა სევეროდონეცკში. გორსკოეში 19 ივნისს რუსებმა ერთდროულად 13  სახლი დააზიანეს, ვრუბოვკაში – 7, რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა დაიბომბა ლისიჩანსკში” 

აღსანიშნავია, რომ რუსულმა მედიამ უკრაინაში ქართული ლეგიონის წევრების განადგურების შესახებ ყალბი ინფორმაცია მარტშიც გაავრცელა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist