ლისიჩანსკთან ქართველი მებრძოლების განადგურების შესახებ მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

242
VIEWS

27 ივნისს “კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერმა ფეისბუქ ანგარიშმა უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის წევრების განადგურების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. პოსტს თან ახლავს სქრინი რუსული ტელეგრამ არხიდან “ПУТИН в Telegram”, რომელშიც ნათქვამია, რომ 26 ივნისს ლისიჩანსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან 14 ქართველი დაქირავებული მებრძოლისგან შემდგარი ჯგუფი გაანადგურეს. იდენტური ინფორმაცია რუსულმა პროპაგანდისტულმა გამოცემებმა  regnum.rustolica-s.su, vz.ru, m24.ru, rbc.ru რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელეს. 

უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის განადგურების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. რუსული მედიის მიერ გავრცელებული  ცნობები ლეგიონის მეთაურმა,  მამუკა მამულაშვილმა და უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა სამხედრომ, ლევან ფიფიამ უარყვეს.

უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის წევრი ლევან ფიფია რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას 27 ივნისის საღამოსვე გამოეხმაურა. ქართველმა მებრძოლმა ფეისბუკის პირად ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ქართული ლეგიონის ყველა წევრი ცოცხალი და უვნებელია, ხოლო რუსული სპეცსამსახურები მათი განადგურების შესახებ  დეზინფორმაციას ავრცელებენ.

legioni 1 ლისიჩანსკთან ქართველი მებრძოლების განადგურების შესახებ მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება
ფოტო: ლევან ფიფიას ფეისბუკ-პროფილი

28 ივნისს რუსული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ქართველი მებრძოლების განადგურების შესახებ “ქართული ლეგიონის” მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში  სიცრუე და დეზინფორმაცია უწოდა.

მამუკა მამულაშვილი, “ქართული ლეგიონის” მეთაური: “დანაკარგი არ გვქონია. მით უმეტეს, ბოლო ხანებში. ეს ყველაფერი არის რუსული პროპაგანდა, რომელიც საკმაოდ ინტენსიურად არის მომართული „ქართული ლეგიონის“ წინააღმდეგ. არაერთი დოკუმენტური ფილმი აქვთ გადაღებული და, რა თქმა უნდა, არც დღეს არ მიკვირს, როდესაც… ფაქტობრივად, ამ ერთი კვირის განმავლობაში აცხადებენ „ქართული ლეგიონის“ ერთ-ერთი დანაყოფის განადგურებას, ეს არის სიცრუე, ეს არის რუსული პროპაგანდა.”

ინფორმაცია ქართველი მებრძოლების განადგურების შესახებ არც უკრაინული მხარის ოფიციალურ წყაროებში იძებნება.

27 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც,  ლისიჩანსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან სამ კილომეტრში ლიკვიდირებული იყო ორი დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი, რომელიც სულ 14 უცხოელისგან შედგებოდა. იგორ კონაშენკოვმა დააზუსტა, რომ პირველი ჯგუფი „საერთაშორისო“ იყო და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მოქალაქეებისგან შედგებოდა,  მეორეში კი  “ქართული ლეგიონის” წევრები იყვნენ. 

აღსანიშნავია, რომ რუსულმა მედიამ უკრაინაში ქართული ლეგიონის წევრების განადგურების შესახებ ყალბი ინფორმაცია მარტსა და ივნისშიც გაავრცელა.
ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist