უკრაინაში მებრძოლი ქართველი ქალების დატყვევების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.3k
VIEWS

განახლება: ინფორმაცია უკრაინაში მებრძოლი ქართველი ქალების ტყვედ ჩავარდნის შესახებ 11 აგვისტოსაც გავრცელდა. ჯგუფში ANTIFA -GE გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, ქართული ლეგონის წევრი გოგონები, რომლებიც დონეცკში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ, ალყაში მოაქციეს და ტყვედ აიყვანეს, საქართველო კი  მათ გამოსახსნელად მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს.


7 ივლისს ფეისბუკ-ანგარიშმა Gurami Xafava უკრაინაში მებრძოლი ქართველი ქალების ტყვედ აყვანის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტს თან ახლავს რუსული ტელეგრამ-არხის “Я в курсе” სქრინი, რომლშიც ნათქვამია, რომ ქართული ლეგიონის წევრი ქალები, რომლებიც სევეროდონეცკში უკრაინის მხარეს იბრძოდნენ და დონეცკში მშვიდობიან მოსახლეობაზე  თავდასხმაში მონაწილეობდნენ, 6 ივლისს ალყაში მოაქციეს და ტყვედ აიყვანეს. ინფორმაციასთან ერთად გავრცელდა ფოტოც, რომელზეც  სამხედრო სამოსში ჩაცმული სამი ქალი ჩანს.  ტექსტებში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ტყვე გოგონების მათთვის გადაცემაზე მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს. იდენტური ინფორმაცია რუსულენოვანმა ფეისბუკ-მომხმარებელმა  და ონლაინ გამოცემებმაც გაავრცელეს (1,2,3,4).

Screenshot 16 უკრაინაში მებრძოლი ქართველი ქალების დატყვევების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება Screenshot 17 უკრაინაში მებრძოლი ქართველი ქალების დატყვევების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

ინფორმაცია ქართველი მებრძოლების ტყვედ აყვანის შესახებ დეზინფორმაციაა.  გავრცელებული  ცნობები უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა სამხედრომ და ფოტოზე გამოსახულმა ერთ-ერთმა მებრძოლმა ქეთი ლეშკაშელმა უარყო. ინფორმაცია ქართველი მებრძოლების ტყვედ აყვანის შესახებ არც უკრაინული მხარის ოფიციალურ წყაროებში იძებნება და არც ქართული ლეგიონის ტვიტერის ან ფეისბუკის ოფიციალურ ანგარიშებზე გავრცელებულა.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით “მითების დეტექტორი”  უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედროს ქეთი ლეშკაშელს დაუკავშირდა. ლეშკაშელი ერთ-ერთია იმ სამი სამხედროდან, რომელთა ფოტოც მათი ტყვედ აყვანის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან ერთად გავრცელდა. 

Screenshot 18 უკრაინაში მებრძოლი ქართველი ქალების დატყვევების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

ლეშკაშელის თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მათი დატყვევების შესახებ ყალბი ცნობები ადრეც არაერთხელ გავრცელდა.

ქეთი ლეშკაშელი:უამრავჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტყვედ ვიყავით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს სრული დეზინფორმაცია იყო და ახლაც – ანალოგიურად. რაც შეეხება გოგოებს, ისინიც უსაფრთხოდ არიან, სანერვიულო არაფერია. უამრავჯერ ჩაგვდეს კუბოში და ამოგვიყვანეს. ესე იგი, რაღაცას კარგად ვაკეთებთ. ასე რომ, ვანერვიულებთ ორკებს.”

ქეთი ლეშკაშელმა “მითების დეტექტორთან” საუბარში აღნიშნა, რომ  ის ამჟამად არა ქართული, არამედ საერთაშორისო ლეგიონის წევრია, მასთან ერთად ფოტოზე მყოფი გოგონებიდან ერთ-ერთი ამ ეტაპზე უკრაინაში აღარ იმყოფება, მეორე კი ქართული ლეგიონის წევრია.

აღსანიშნავია, რომ ქართველი გოგონების დატყვევების შესახებ ინფორმაცია რუსულ ტელეგრამ-არხებზე აპრილშიც ვრცელდებოდა, რასაც ქეთი ლეშკაშელი ფეისბუკის პირად ანგარიშზე გამოქვეყნებული პოსტით 12 აპრილს გამოეხმაურა. პოსტში ქართველმა მებრძოლმა აღნიშნა,  რომ ისინი არ დაუტყვევებიათ და ბრძოლას ცოცხლები და უვნებლები აგრძელებდნენ.

Screenshot 19 უკრაინაში მებრძოლი ქართველი ქალების დატყვევების შესახებ დეზინფორმაცია ვრცელდება

ინფორმაცია ქართველი მებრძოლების ტყვედ აყვანის შესახებ არც უკრაინული მხარის ოფიციალურ წყაროებში იძებნება და მსგავსი შინაარსის ცნობა არც ქართული ლეგიონის ტვიტერის ან ფეისბუკის ოფიციალურ ანგარიშებზე გამოქვეყნებულა. 

აღსანიშნავია, რომ რუსულმა მედიამ უკრაინაში ქართული ლეგიონის წევრების შესახებ ყალბი ინფორმაცია მარტსა და ივნისშიც გაავრცელა.

ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საქართველო, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist