განაცხადა თუ არა ამერიკელმა კონგრესმენმა, რომ რუსეთი მართლმადიდებლობის გამო უნდა განადგურდეს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

6.4k
VIEWS

31 ოქტომბერს კრემლისტური მედიის “ალტინფოს” გადაცემაში “ალტ-ანალიტიკა” ამერიკელი ტელეწამყვანის ტაკერ კარლსონის მონოლოგი გავიდა. კარლსონის მონოლოგის ქართული თარგმანის მიხედვით, ამერიკელმა სენატრომა ჯეიმი რასკინმა თქვა, რომ რუსეთი არის მართლმადიდებელი სახელმწიფო, ტრადიციული ღირებულებებით და არ აქვს მნიშვნელობა, რა დაუჯდება აშშ-ის მისი განადგურება. გადაცემის ეს მონაკვეთი “ალტ-ინფოს” ფეისბუქ გვერდზე მოჭრილი სახით და პოსტის აღწერაში სენატორის ციტირებით გამოქვეყნდა.

ეს ფრაზა ჯეიმი რასკინის ციტირებით ქართულმა კრემლისტურმა მედიამ “საქართველო და მსოფლიო” და რუსულენოვანმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა, (1,2,3) მათ შორის Russia Today-მ, Ura.ru-მ, Московский комсомолец-მა და Взгляд-მაც გაავრცელეს.

იგივე ციტატა ქართულმა და რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1,2,3,4,5,6) და ფეისბუქ გვერდებმა, ასევე ოპოზიციის მადისკრედიტირებელმა და პრო-სახელისუფლებო გვერდმა არ აგარევინებთ გაავრცელეს.

ციტატა, რომელსაც ალტ-ინფო და კრემლის მედია უშუალოდ ჯეიმი რასკინს მიაწერენ, რეალურად ტაკერ კარლსონს ეკუთვნის და ეს რასკინის მიერ გაკეთებული უკრაინის მხარდამჭერი განცხადების შეფასებაა. განცხადებაში კონგრესმენმა რუსეთი გააკრიტიკა, მაგრამ არ უთქვამს, რომ ის ქრისტიანული ფასეულობების გამო ნებისმიერ ფასად უნდა განადგურდეს.

ტაკერ კარლსონის მონოლოგი ტელეკომპანია Fox News-ის ეთერში 27 ოქტომბერს კარლსონის გადაცემიდან Тucker Carlson Tonight არის ამოჭრილი. თავის მონოლოგში კარლსონი აღნიშნავს, რომ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა ევროპისა და აშშ-სთვის სავალალო შედეგები გამოიღო. რის შემდეგაც თავად ხსნის, რა მოტივებით არის განპირობებული რუსეთის მიმართ დასავლეთის ხისტი პოზიცია.

ტაკერ კარლსონის მოლოგის მონაკვეთის თარგმანი ტაკერ კარლსონის მონოლოგის მონაკვეთის თარგმანი ალტ-ინფოს ეთერში
რა შეიძლება იყოს ამის [სანქციების დაწესების] გამართლება? ჩვენ ამაზე ვფიქრობთ. ყველა, ვინც ყურადღებას აქცევს მოვლენებს, ამაზე ფიქრობს.

ამ კვირას ბეთესდას, მერილენდის კონგრესმენმა ჯეიმი რასკინმა ამ შეკითხვას უპასუხა. რუსეთი მართლმადიდებელი ქვეყანაა, ტრადიციული ღირებულებებით და ამის გამო ის უნდა განადგურდეს. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ ეს რა დაგვიჯდება.

ეს არ არის კონვენციური ომი. ეს არის ჯიჰადი. ჯეიმი რასკინმა ეს ხმამაღლა თქვა, მაგრამ ვაშინგტონში ორივე პარტიაში მას ბევრი ეთანხმება. მათ დაუყოვნებლივ უნდათ მსოფლიო ტრანს ომის (World War Trans) ხილვა. 

რას ნისნავს ჯიჰადი თქვენთვის? დეტალები გასაოცარია…

…როგორ შეიძლება ეს სიგიჟე აიხსნას? 

სენატორმა ჯეიმი რასკინმა მერილენდიდან უპასუხა ამ შეკითხვას. მან თქვა, რომ რუსეთი არის მართმადიდებელი სახელმწიფო ტრადიციული ღირებულებებით და ამის გამო ის უნდა იქნეს განადგურებული. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ რა დაგვიჯდება მისი განადგურება.

ასე რომ ეს არ არის კონვენციური ომი, ეს არის ჯიჰადი. ჯეიმი რასკინმა ეს ხმამაღლა თქვა, მაგრამ ვაშინგტონში ორივე პარტიაში ბევრი ეთანხმება მას.

რას ნიშნავს ჯიჰადი ამერიკელებისთვის?…

კარლსონის განცხადება გარკვეულწილად შეცდომაში შემყვანია და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ის რასკინს ციტირებს, თუმცა რეალურად, ეს სიტყვები რასკინის განცხადების შეფასებაა. კარლსონის გადაცემის ეთერში გასვლამდე 2 დღით ადრე, 25 ოქტომბერს კონგრესმენა ჯეიმი რასკინმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა. 

განცხადებაში რასკინი აღნიშნავს, რომ უკრაინა მსოფლიოს იმპერიალიზმის წინააღმდეგ სამართლიან, თავდაცვით ომში ბრძოლის მაგალითს აძლევს. კონგრესმენი უკრაინის მხარდაჭერის და ისტორიის სწორ მხარეს ყოფნის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ დემოკრატიის მხარდამჭერებმა მიუხედავად იმისა, რას უწუდებენ თავს, პროგრესულებს, კონსერვატორებს თუ ლიბერალებს, ყველაფერი უნდა გააკეთონ უკრაინის გამარჯვების უზუნველსაყოფად. რასკინი აღნიშნავს, რომ ომის დიპლომატიური გზის დასრულებისთვის, პირველ რიგში, უკრაინამ ჯერ უნდა გაიმარჯვოს. კონგრესმენის განცხადებაში რუსეთი აგრესორ და გენოციდის ინიციატორ ქვეყანად არის შეფასებული და მკაცრად გაკრიტიკებული, თუმცა არსად არ არის ნახსენები, რომ რუსეთი თავისი ქრისტიანული ღირებულებების გამო უნდა განადგურდეს. კონგრესმენი აღნიშნავს, რომ რუსეთი ავტორიტარული ქვეყნაა, ანტილიბერალური ღირებულებებით.

ჯეიმი რასკინი: …მოსკოვი ახლა ტირანიის, ცენზურის, ავტორიტარული რეპრესიების, პოლიტიკური ძალადობის, პროპაგანდის, სახელმწიფოს სიცრუისა და დეზინფორმაციის ჰაბია, რომელიც სამხედრო დანაშაულებს გეგმავს. ის ანტიფემინისტური, ანტიგეი, ანტიტრანს სიძულვილის მსოფლიო ცენტრია და “დიდი ჩანაცვლების” თეორიის (უკიდურესად მემარჯვენე კონსპირაციული თეორია) ექსპორტის სამშობლოა. უკრაინის მხარდაჭერით ჩვენ ამ ფაშისტურ ხედვას ვეწინააღმდეგებით და მხარს ვუჭერთ დემოკრატიული პლურალიზმის მნიშვნელოვან პრინციპებს. რა თქმა უნდა, უკრაინა იდეალური არ არის, მაგრამ მისი საზოგადოება რადიკალურად განსხვავებულ, დემოკრატიულ და თავისუფლების პრინციპებზეა დაფუძნებული – ამ საზოგადოების განადგურებას ცდილობენ რუსი ოლიგარქიული ლიდერები…

ტაკერ კარლსონის შესახებ

ტაკერ კარლსონი ამერიკელი პოლიტიკური ჟურნალისტი და ტელეწამყვანია, რომელსაც Fox News-ზე საავტორო გადაცემა “Tucker Carlson Tonight” მიჰყავს. კარლსონსი კონსერვატორი და დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. ის ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და თავის გადაცემაში სხვადასხვა კონსპირაციულ თეორიას, მათ შორის “დიდი ჩანაცვლების” თეორიას აჟღერებს. ამერიკელი ტელეწამყვანი კორონავირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასაც ავრცელებდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ კარლსონი გადაცემაში ხშირად იმეორებს რუსულ პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციულ ნარატივებს, რის გამოც შემდეგ რუსული მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა. 2022 წლის მარტში ამერიკულმა მედიასაშუალებამ Mother Jones-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, კრემლი სამთავრობო მედიას კარლსონის გადაცემის აქტიურად გაშუქებას ავალებს. კარლსონის სხვადასხვა მცდარი განცხადება ამერიკულმა ფაქტების გადამოწმების პლატფორმა PolitFact-მა არაერთხელ გადაამოწმა. 


“სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზერომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.”  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist