უკრაინაში მებრძოლ ქართულ ლეგიონზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

384
VIEWS

6 მაისს რუსულენოვან მედიაში (pravda.ru, rambler.ru ) გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სამი ნიღბიანი პირი “რუს ღორებს” მიმართავს და მათ საფლავებზე ცეკვას ჰპირდება. ნიღბიანი პირები, რომლებსაც უკრაინაში მებრძოლი ქართვული ლეგიონის შევრონები აქვთ მიმაგრებული,  აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას ძალადობით, ქალებსა და ბავშვებს კი გაუპატიურებით ემუქრებიან.

ვიდეო  ასევე გავრცელდა ინსტაგრამ გვერდზე golos_abkhazii.

Screenshot 1 2  უკრაინაში მებრძოლ ქართულ ლეგიონზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

ვიდეოს, რომელიც რუსულენოვან მედიაში ვრცელდება, უკრაინაში მებრძოლ ქართულ ლეგიონთან კავშირი არ აქვს. აღნიშნული პირების ქართულ ლეგიონთან კავშირი უარყო  უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმაც.

7 მაისს გავრცელებულ ვიდეოში მონაწილე პირების იდენტიფიცირება შესაძლებელი არ არის, რადგან მათ ნიღბები უკეთიათ და მხოლოდ თვალები უჩანთ. მათ უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის შევრონები მკერდზე აქვთ მიმაგრებული, თუმცა ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, აღნიშნულ პირებს უკრაინაში მებრძოლ ქართულ ლეგიონთან საერთო არაფერი აქვთ და ვიდეოს გავრცელება რუსეთის მხრიდან “ქართული ლეგიონის” დისკრედიტაციის მორიგ მცდელობას წარმოადგენს.

Screenshot 2 2  უკრაინაში მებრძოლ ქართულ ლეგიონზე ვიდეომანიპულაცია ვრცელდება

აღსანიშნავია, ისიც, რომ პირი, რომელიც ვიდეოში საუბრობს, ქართულად გამართულად ვერ  მეტყველებს და ცხადია, რომ მისთვის “ქართული”  მშობლიური ენა არ არის. გარდა ამისა, ნიღბიანი პირი არღვევს ქართული გრამატიკის მორფოლოგიას და წოდებითი ბრუნვის ნიშანს არ იყენებს:  ნაცვლად სიტყვათშეთანხმებისა “რუსო ღორებო”, ნიღბიანი პირი “რუსი ღორებო” ამბობს, ხოლო “უკრაინული შეტევის” ნაცვლად ვიდეოში ისმის “უკრაინსკული შეტევა”.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან უკრაინაში მებრძოლი ქართველებისა და ქართული ლეგიონის წევრების დისკრედიტაციის მიზნით ყალბი ცნობები “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია, ვრცლად იხილეთ სტატიები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist