მანიპულაცია, თითქოს ამერიკის თავდაცვის მდივანი კონგრესმენებს ომში გაგზავნით დაემუქრა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

148
VIEWS

8 დეკემბერს ფეისბუქ გვერდმა publicist.ge, ასევე საინფორმაციო პორტალმა “საქართველო უპირველეს ყოვლისა” აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის კონგრესმენებთან გამართული შეხვედრის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. მათი მტკიცებით, უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოსტინი ამერიკელ კანონმდებლებს მათი ოჯახის წევრების ომში გაგზავნით დაემუქრა. “მათ ნათესავებს რუსებთან საბრძოლველად გაგზავნიან, თუ ისინი უკრაინას არ დაუჭერენ მხარს” – წერს publicist.ge. 

publicist.ge და “საქართველო უპირველეს ყოვლისა” Fox News-ის ყოფილ წამყვანს, ტაკერ კარლსონს ეყრდნობიან, რომელმაც მსგავსი შინაარსის ცნობა  X-ზე (ყოფილი ტვიტერი) გაავრცელა. კარლსონის ციტატა რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ, Russia Today-მაც გააშუქა. 

იგივე ინფორმაცია რუსულ ენაზე ფეისბუქ ანგარიშებმა (1, 2, 3) და რუსულმა (მათ შორის Комсомольская правда) და ბელარუსულმა მედიამაც გაავრცელა.

loid gangster ostini მანიპულაცია, თითქოს ამერიკის თავდაცვის მდივანი კონგრესმენებს ომში გაგზავნით დაემუქრა

loid gangster ostini1 მანიპულაცია, თითქოს ამერიკის თავდაცვის მდივანი კონგრესმენებს ომში გაგზავნით დაემუქრა

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინისთვის დახმარებაზე უარის თქმის შემთხვევაში აშშ-ის თავდაცვის მდივანი კონგრესმენებს მათი ოჯახის წევრების ომში წაყვანით დაემუქრა, მანიპულაციურია და არასწორად არის ინტერპრეტირებული. შეხვედრაზე, რომელიც კონგრესში დახურულ კარს მიღმა გაიმართა, თავად კონგრესმენების ცნობით, ლოიდ ოსტინმა ისინი გააფრთხილა, რომ თუ შეერთებული შტატები ვერ მოახერხებს უკრაინისთვის დამატებითი დახმარების აღმოჩენას, რუსეთის სამომავლო სამიზნე შესაძლოა NATO-ს რომელიმე მოკავშირე აღმოჩნდეს, რაც აშშ-ს იძულებულს გახდის ევროპის დასაცავად თავად ჩაერთოს სამხედრო მოქმედებებში. 

თავდაცვის მდივანი კონგრესის წინაშე მოხსენებით გასულ სამშაბათს წარსდგა. შეხვედრის მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცების საკითხი იყო. შეხვედრის დეტალებზე კონგრესმენების განცხადებებზე დაყრდნობით The Messenger წერს. რესპუბლიკელი კონგრესმენის, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ მაკკოლის განცხადებით, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა,  რომ “თუ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ის მოლდოვის და საქართველოს ხელში ჩაგდებასაც შეეცდება და შესაძლოა ბალტიის ქვეყნებზეც გაუჩნდეს პრეტენზია.” მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში, დიდია ალბათობა რომ, ამერიკის შეერთებულ შტატებს “ევროპის ტერიტორიაზე “ამერიკელი ჯარისკაცების განთავსების საჭიროება გაუჩნდეს – ეს არის ის, რის თავიდან აცილებასაც ვცდილობთ,” ციტირებს მაკკოლი. 

ლოიდ ოსტინის მისამართით ტაკერ კარლსონის ბრალდებებს Fox News-ის კორესპონდენტი, ჯენიფერ გრიფინიც გამოეხმაურა. “ოსტინის განცხადების ასეთი ინტერპრეტირება რეალობას 100 პროცენტითაა აცდენილი” – წერს გრიფინი ორ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, რომლებიც მოხსენებას პირადად ესწრებოდნენ. “ოსტინმა გააფრთხილა [კონგრესმენები], რომ სულაც არაა საკითხის გაზვიადება, იმის თქმა რომ პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება. თუ ის ნატოს ტერიტორიაზე შევა, აშშ-ის ჯარებს შესაძლოა მის შესაკავებლად ბრძოლა მოუწიოს. ახლა უკრაინის დაფინანსება გაცილებით იაფია” – დაწერა Fox News-ის კორესპონდენტმა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს. 

loid gangster ostini2 მანიპულაცია, თითქოს ამერიკის თავდაცვის მდივანი კონგრესმენებს ომში გაგზავნით დაემუქრა

წყაროს შესახებ: 

გვერდი publicist.ge 2020 წლის 11 ნოემბერს პარტია “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერმა ირაკლი ჯანყარაშვილმა შექმნა. გვერდს თავდაპირველად “პოლიტიკო”, შემდეგ კი “ირაკლი ჯანყარაშვილი / irakli jankarashvili” ერქვა. ამჟამად გვერდი ანტიდასავლური და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი შინაარსის პოსტებს რეგულარულად აქვეყნებს. რაც შეეხება ამავე სახელწოდების საიტს, ის ირაკლი ჯანყარაშვილმა 2023 წლის ივნისის დასაწყისში შექმნა. 15 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ჯანყარაშვილი ადასტურებს, რომ საიტი მისი შექმნილია და მკითხველებს პლატფორმის ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდებს. 

Georgia First NEWS პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი წევრის, ვატო შაქარიშვილის დაფუძნებული პორტალის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ფეისბუქ-გვერდია. პორტალი ხშირად აქვეყნებს ანტიდასავლური შინაარსის კონტენტს, რომლებიც ევროკავშირის ინსტიტუტების, ნატოს და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკისკენ არის მიმართული. პორტალს “საქართველო უპირველეს ყოვლისა” წარსულში მცდარი და მანიპულაციური მტკიცებებიც გაუვრცელებია

არქივის ბმულები (1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 )


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist