აღიარა თუ არა ზელენსკიმ, რომ უკრაინა რუსეთის უპირატესობას ვერ შეცვლის?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

476
VIEWS

3 აგვისტოს ხელისუფლების მხარდამჭერმა ფეისბუკ-მომხმარებელმა გაბი კამაევმა და ახალ შექმნილმა ფეისბუკ-გვერდმა მსფ პოლიტიკა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენკის ვიდეომიმართვა გამოაქვეყნეს. ვიდეოს თან ერთვის ქართული ტიტრები. პოსტის აღწერისა და ვიდეოს ტიტრების მიხედვით, ზელენსკიმ “აღიარა”, რომ უკრაინა რუსული არმიის უპირატესობას არტილერიითა და ცოცხალი ძალით ვერ შეცვლის.

უკრაინის პრეზიდენტის ვიდეომიმართვის გავრცელებული მონაკვეთი მანიპულაციურად არის თარგმნილი და ქმნის არასწორ შთაბეჭდილებას, თითქოს უკრაინის პრეზიდენტმა აღიარა, რომ უკრაინას რუსეთის დამარცხება არ შეუძლია. სინამდვილეში ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას ჯერ არ შეუძლია რუსეთის უპირატესობის გადატეხა, თუმცა სახელმწიფოს წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ საჭირო იარაღის მისაღებად, რაც უკრაინას რუსეთის შეჩერებაში დაეხმარება. 

ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა პრეზიდენტის ოფიციალურ სოციალური ქსელის გვერდებზე 2 აგვისტოს გამოქვეყნდა. (1,2) მიმართვის პირველ ნაწილში ზელენსკი უკრაინაში სასოფოლო-სამეურნეო საქმიანობის განახლებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ 2 აგვისტოს ბოსფორში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი ჩავიდა. ვიდეოს მეორე ნაწილში ზელენსკი ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემების HIMARS-ების ეფექტიანობაზე, რუსეთის უპირატესობასა და საჭირო იარაღის მიღებისთვის უკრაინის ძალისხმევაზე საუბრობს. ფეისბუკზე გავრცელებული ვიდეო სწორედ მიმართვის მეორე ნაწილიდან არის ამოჭრილი.

ვიდეომიმართვის ამონარიდის ფეისბუკზე გავრცელებული თარგმანი ვიდეომიმართვის მეორე ნაწილის სრული თარგმანი
ჩვენ რუსული არმიის უპირატესობას არტილერიითა და ცოცხალი ძალით ვერ შევცვლით და ეს ძალიან იგრძნობა ბრძოლებში, განსაკუთრებით დონბასში, პისკში, ავდეევკასა და სხვა ადგილებში. ეს უბრალოდ ჯოჯოხეთია. სიტყვებითაც კი არ შეიძლება აღწერა. 

ყველა უკრაინელი მადლიერი უნდა იყოს ჩვენი ჯარისკაცების, რომლებიც უკრაინულ პოზიციებს იცავენ.

სიტყვა HIMARS ჩვენი ქვეყნისთვის თითქმის სიტყვა “სამართლიანობის” სინონიმად იქცა და უკრაინის დამცველები ყველაფერს გააკეთებენ, რათა, ამ ძალიან ეფექტიანი სისტემის წყალობით, ოკუპანტებმა ყოველდღიურად სულ უფრო მტკივნეული დანაკარგები განიცადონ.

დიახ, ნამდვილად, ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია, არტილერიასა და ცოცხალ ძალაში რუსეთის არმიის უპირატესობა ბოლომდე გადავტეხოთ და ეს ძალიან იგრძნობა ბრძოლებში, განსაკუთრებით დონბასში – პესკის, ავდეევკას და სხვა მიმართულებებით, იქ უბრალოდ ჯოჯოხეთია, სიტყვებითაც რთული აღსაწერია.

და თითოეული უკრაინელი ყოველთვის უნდა იყოს მადლიერი ჩვენი მებრძოლებისა, რომლებიც იქ, მიუხედავად ტერორისტების საგრძნობი უპირატესობისა, უკრაინულ პოზიციებს იცავენ, მაგრამ ყოველ დღე ჩვენი დიპლომატები და ჩვენი სახელმწიფოს ყველა სხვა წარმომადგენელი ყველაფერს, შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც, აკეთებენ, რათა უკრაინისთვის მიიღონ ის იარაღი, რომელიც საბოლოო ჯამში ამ ურდოს შეჩერებაში დაგვეხმარება და ყველას, ვისაც შემთხვევით ეჭვი ეპარება [იარაღის] მიწოდებაში, [საპირისპიროში] დაარწმუნებს

ვიდეო მიმართვის მეორე ნაწილის სრული თარგმანიდან ჩანს, რომ ზელენსკი არ აღიარებს, თითქოს უკრაინა რუსეთის უპირატესობას ვერ შეცვლის, არამედ ამბობს, რომ უკრაინას ოკუპანტების შესაჩერებლად მეტი იარაღი სჭირდება.

წყაროების შესახებ

გაბი კამაევი

გაბი კამაევი ხელისუფლების მხარდამჭერი ფეისბუკ ანგარიშია. თავის გვერდზე ის ხშირად აზიარების ქართული ოცნების მხარდამჭერ და ოპოზიციის მადისკრედიტირებელ პოსტებს. გაბრიელ კამაევის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა:

მსფ პოლიტიკა

გვერდი მსფ პოლიტიკა 22 ივლისს შეიქმნა და თავდაპირველად მსოფლიო პოლიტიკა ერქვა. ფეისბუქზე იძებნება კიდევ ერთი გვერდი სახელწოდებით მსოფლიო პოლიტიკა, რომელიც 26 მაისს შეიქმნა, ამ გვერდს თავდაპირველად “სიმართლით მებრძოლი” ერქვა. ორივე გვერდმა სახელი 1 აგვისტოს შეიცვალა.

ორივე გვერდს ერთი და იგივე პროფილის ფოტო აქვს და აღწერაში ერთი და იგივე ტელეგრამ-არხის მისამართი აქვთ მითითებული.  ტელეგრამ-არხი მსოფლიო პოლიტიკა 22 მარტს შეიქმნა და დიდი რაოდენობით ანტიდასავლურ და ანტიუკრაინულ პოსტებს აზიარებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist