ვიდეომანიპულაცია, თითქოს ეგვიპტიდან მანქანების კოლონა ღაზისკენ მიემართება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

123
VIEWS

13 ოქტომბერს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა “ქართველი ქართველი” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, ვიდეოს ქართულენოვანი აღწერის თანახმად, ეგვიპტიდან ღაზას მიმართულებით, “ჯიჰადთან” შესაერთებლად ავტომობილების კოლონას ასახავს. ვიდეოს თან ახლავს წარწერა არაბულ ენაზე, რომელზეც ვკითხულობთ – “გახსენით საზღვრები და მოემზადეთ პალესტინელი ძმების მხარდასაჭერად.” 

იგივე ვიდეო მსგავსი აღწერით, თითქოს ეგვიპტიდან ადამიანები პალესტინის საზღვრისკენ მიემართებიან, ფეისბუქ-მომხმარებელმა Dato Faika Nacvlishvili გამოაქვეყნა. ვიდეოს სხვადასხვა სოციალურ ქსელში აქტიურად ავრცელებენ რუსულენოვანი (1, 2, 3, 4, 5) და არაბულენოვანი (1, 2, 3, 4) ანგარიშები. ვიდეო ჩინურ სოციალურ ქსელშიც განთავსდა

Screenshot 2023 10 19 094901 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ეგვიპტიდან მანქანების კოლონა ღაზისკენ მიემართება

გავრცელებული ინფორმაცია ვიდეომანიპულაციის ნიშნებს შეიცავს და მას ისრაელ-ჰამასის ომთან საერთო არაფერი აქვს. 

ვიდეო ორი ნაწილისგან შედგება. ვიდეოს ის ნაწილი, რომელზეც მანქანების კოლონის გადაადგილება ჩანს, იუთუბ პლატფორმაზე 2021 წლის 3 აგვისტოს განთავსდა. ხოლო ვიდეოს მეორე ნაწილი, რომელზეც უდაბნოში მანქანების მოძრაობაა აღბეჭდილი, ტიკტოკ პლატფორმაზე 2022 წლიდან იძებნება. 

42 წამიანი ვიდეო, რომელიც, თითქოს ეგვიპტიდან ღაზას მიმართულებით პალესტინელების მხარდასაჭერად მიმავალი კოლონა ჩანს, ვიდეომონტაჟია. ვიდეოს ერთი ნაწილი (00:00-00:05 და 00:25-00:42 მონაკვეთები) იუთუბზე 2023 წლამდე ბევრად ადრე, 2021 წელს გამოქვეყნდა. ვიდეოს აღწერა გვარწმუნებს, რომ ვიდეო ეგვიპტელი ბედუინების ლიბიის საზღვრის მიმართულებით გადაადგილებას ასახავს. 

განსხვავებული წარწერით გამოქვეყნდა იდენტური ვიდეო 2021 წელს სხვა ანგარიშზე – “ეგვიპტელი ბედუინები ალის შვილები არიან”.  

Screenshot 2023 10 19 094909 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ეგვიპტიდან მანქანების კოლონა ღაზისკენ მიემართება

რაც შეეხება მეორე ვიდეოს (00:05-00:25 მონაკვეთი), რომელშიც ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან მანქანები უდაბნოში, ვიდეო სოციალურ ქსელში 2022 წლიდან იძებნება და ის ისრაელსა და ღაზაში მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება.

Screenshot 2023 10 19 094916 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ეგვიპტიდან მანქანების კოლონა ღაზისკენ მიემართება

რეალურად, ვიდეო აქლემების რბოლას ასახავს, რომელიც სინაის ნახევარკუნძულზე ყოველწლიურად იმართება. რბოლა ბედუინების ორ ყველაზე დიდ ტომს – ტარაბინსა და მაზინას შორის იმართება და აქლემების  ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ რბოლადაა მიჩნეული. ამას ვიდეოზე დართული არაბულენოვანი წარწერაც ადასტურებს, რომელზეც ვკითხულობთ: “უთვალავი მილოცვა რაბი ალ-მუზაინას ვადი ზალკაში, 2022 წელს”. 

Screenshot 2023 10 19 094923 ვიდეომანიპულაცია, თითქოს ეგვიპტიდან მანქანების კოლონა ღაზისკენ მიემართება

ამასთანავე, მიუხედავად ვიდეოს დაბალი რეზოლუციისა, თუ კონკრეტულ კადრებს კარგად დავაკვირდებით, მანქანებს შორის მორბენალი აქლემების გარჩევაც შესაძლებელია. ფაქტს, რომ ვიდეოზე აქლემების რბოლაში მონაწილე ბედუინები არიან ასახული, იგივე შეჯიბრის ამსახველი სხვა ვიდეოებიც ადასტურებს. 

გავრცელებული ვიდეო ფაქტების გადამოწმების პოლონურმა ორგანიზაცია Demagog-მაც გადაამოწმა. 

ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ სოციალურ მედიაში არაერთი მცდარი ინფორმაცია, ფოტო და ვიდეომანიპულაცია გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:

წყაროს შესახებ:

ფეისბუკ-მომხმარებელი  Dato Nacvlishvili (Faika) კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერი და ჯგუფის “ქვეყნის მტრების არქივის” ერთ-ერთი ადმინისტრატორია. მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია (1, 2, 3).


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ეგვიპტე, ისრაელი, პალესტინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist