ფეისბუქზე “მთავარი არხის” ჟურნალისტის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.2k
VIEWS

21 აპრილს ფეისბუქ-ჯგუფში “ქვეყნის მტრების არქივი” ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჟურნალისტის, დეა მამისეიშვილის, ფოტო გავრცელდა. ფოტოზე მამისეიშვილს თეთრი მაისური აცვია, რომელზეც წარწერა “ლიფი მიჭერს” იკითხება. იგივე ფოტო ერთ-ერთმა ფეისბუქ-მომხმარებელმა 26 აპრილსაც გაავრცელა.

liphi ფეისბუქზე “მთავარი არხის” ჟურნალისტის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

ფეისბუქზე გავრცელებული ფოტო პროგრამულად არის დამუშავებული. ფოტოს ორიგინალზე ჩანს, რომ დეა მამისეიშვილს მაისურზე “ირაკლი! ნიკა კრიმინალი არ არის!” აწერია.

დეა მამისეიშვილის ფოტოს ორიგინალი 2022 წლის 23 მაისს “მთავარი არხის” ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა. ფოტოზე ჩანს, რომ მამისეიშვილს თეთრ მაისურზე “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას მხარდამჭერი სლოგანი აწერია.

liphi1 ფეისბუქზე “მთავარი არხის” ჟურნალისტის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

დეა მამისეიშვილის მაისური ნიკა გვარამიასთვის პატიმრობის მისჯით გამოწვეულ პროტესტთან არის დაკავშირებული. “მთავარი არხის” დირექტორი სასამართლომ უფლებამოსილებს გადამეტების ორ ეპიზოდში – ტელეკომპანიისთვის ფინანსური ზიანის მიყენებასა და ძვირადღირებული ავტომობილის მიღებაში – დამნაშავედ ცნო. გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებას მედიის წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა.

გვარამიასთვის განაჩენის გამოტანიდან მეორე დღეს 36-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა. განცხადების მიხედვით მთავარი არხის დირექტორის დაპატიმრება დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ მუქარად და გაფრთხილებად აღიქმება და შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის კიდევ ერთი მაგალითია.

ჟურნალისტების დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია:

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-მომხმარებელი Dato Nacvlishvili (Faika) ჯგუფის “ქვეყნის მტრების არქივის” ერთ-ერთი ადმინისტრატორია.

liphi2 ფეისბუქზე “მთავარი არხის” ჟურნალისტის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

ჯგუფი 17 აპრილს შეიქმნა და ამ დროისთვის 300-მდე მომხმარებელია გაწევრიანებული. ჯგუფში ხშირად ზიარდება ანტიოპოზიციური, ანტიდასავლური და ანტი-ლგბტ შინაარსის პოსტები და კრემლისტური მედიის “ალტ-ინფოს” გადაცემები. ჯგუფის აღწერის მიხედვით, მისი მიზანი “ქვეყნის ეროვნული, სარწმუნოების, ტრადიციების, ეკლესიის, განათლების, ტერიტორიული მთლიანობის, ეკონომიკური მდგომარეობის მტრების” გამოაშკარავებაა.

liphi3 ფეისბუქზე “მთავარი არხის” ჟურნალისტის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის მსგავსად Dato Nacvlishvili-ის ფეისბუქ-პროფილიც ახალია და 2023 წლის მარტში შეიქმნა. თავის პროფილზე ის ჯგუფის თემატიკის მსგავს პოსტებს აზიარებს. Dato Nacvlishvili-ს ალტერნატიული ფეისბუქ-პროფილიც აქვს, სახელით Faika Nacvlishvili.

liphi4 ფეისბუქზე “მთავარი არხის” ჟურნალისტის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

liphi5 ფეისბუქზე “მთავარი არხის” ჟურნალისტის პროგრამულად დამუშავებული ფოტო ვრცელდება

2022 წლის აპრილში ანგარიში Faika Nacvlishvili ჩართული იყო მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციის კამპანიაში. ამ პროფილის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია:

არქივის ბმული (1,2)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

თემატიკა: იდენტობა, მედია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist