ალტ-ინფოს მხარდამჭერები ბაიდენისა და ზელენსკის კოცნის პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს ავრცელებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.1k
VIEWS

9 აპრილს ფეისბუქ-პროფილებმა ამირანი ფრუიძე და Faika Nacvlishvili გამოაქვეყნეს ფოტო, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს კოცნიან. პოსტის ტექსტში ავტორები წერენ, რომ 2008 წელს უკრაინის რადამ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ჩააგდო, ასევე 2008 წელს უკრაინის ხელისუფლებამ იმ დროს მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ყირიმიდან რუსული სამხედრო საზღვაო ხომალდების პორტებიდან გამოსვლა და მომარაგება არ შეაფერხა.

Screenshot 5 11 ალტ-ინფოს მხარდამჭერები ბაიდენისა და ზელენსკის კოცნის პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს ავრცელებენ

ფოტო, რომელზეც თითქოს ბაიდენი და ზელენსკი ერთმანეთს კოცნიან, პროგრამულად დამუშავებულია. ორიგინალი ფოტო 2016 წელსაა გადაღებული და ბაიდენი საკოცნელად აშშ-ის კონგრესის ყოფილი წევრის, გაბრიელ გიფორდსისკენ იხრება. ზელენსკის ფოტო კი 2019 წელსაა გადაღებული და ის მის მეუღლეს, ოლენა ზელენსკას კოცნის. რაც შეეხება ყირიმს, დეზინფორმაციაა, თითქოს 2008 წელს უკრაინის მთავრობა ყირიმის სევასტოპოლის პორტს აკონტროლებდა, 1997 წლიდან მასზე რუსეთის კონტროლი ვრცელდებოდა.

ჯო ბაიდენისა და გაბრიელ გიფორდსის ფოტო 2016 წლის 12 იანვარს აშშ-ის იმდროინდელი პრეზიდენტის ბარაკ ობამას ბოლო ყოველწლიური მიმართვის გაკეთების ღონისძიებაზეა გადაღებული. ორიგინალი ფოტო gettyimages-ზეა განთავსებული.

ფოტოზე ჩანს, თითქოს ბაიდენი და გიფორდსი ერთმანეთს ტუჩებში კოცნიან, თუმცა უშუალოდ კოცნის ფოტო ან ვიდეო არ იძებნება, ღონისძიებაზე სხვა რაკურსით გადაღებული ვიდეოშიც (2:18) მხოლოდ ის ჩანს, რომ ბაიდენი და გიფორდსი ერთმანეთის გადაკოცნას აპირებენ.

Screenshot 6 10 ალტ-ინფოს მხარდამჭერები ბაიდენისა და ზელენსკის კოცნის პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს ავრცელებენ Screenshot 7 8 ალტ-ინფოს მხარდამჭერები ბაიდენისა და ზელენსკის კოცნის პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს ავრცელებენ

რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოს, რომელიც ბაიდენის გვერდით პროპგრამულადაა ჩასმული, ის 2019 წლის 19 აპრილს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ზელენსკისა და პოროშენკოს შორის გამართული საპრეზიდენტო დებატების დროსაა გადაღებული და მასზე ზელენსკი მის მეუღლეს ოლენა ზელენსკის კოცნის.

Screenshot 8 8 ალტ-ინფოს მხარდამჭერები ბაიდენისა და ზელენსკის კოცნის პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს ავრცელებენ

გარდა ამისა, პოსტების ავტორები წერენ, რომ 2008 წელს უკრაინის ხელისუფლებამ იმ დროს მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ყირიმიდან რუსული სამხედრო საზღვაო ხომალდების პორტებიდან გამოსვლა არ შეაჩერა. რეალურად, 1997 წლის რუსეთ-უკრაინის შეთანხმების საფუძველზე, ყირიმის სევასტოპოლის პორტს რუსეთის მთავრობა აკონტროლებდა, შესაბამისად, სევასტოპოლის პორტზე უკრაინის მთავრობის კონტროლი არ ვრცელდებოდა და მათ რუსული ხომალდების შეკავება არ შეეძლოთ.

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიაში:

პოსტების ავტორები ასევე წერენ, რომ 2008 წელს უკრაინის პარლამენტში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია ჩავარდა, რაც სიმართლეა. 2008 წლის სექტემბერში, როცა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო იყო, რეზოლუციამ, რომელიც საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის დაგმობას ეხებოდა, საკმარისი ხმები ვერ მიიღო.

წყაროების შესახებ

ბაიდენისა და ზელენსკის პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს ამირანი ფრუიძე და Faika Nacvlishvili ავრცელებენ. ორივე მათგანს ალტ-ინფოსა და კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერი ფეისბუქ-გვერდები აქვს მოწონებული.

Screenshot 9 10 ალტ-ინფოს მხარდამჭერები ბაიდენისა და ზელენსკის კოცნის პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს ავრცელებენ

ამირანი ფრუიძეს გარეკნის ფოტოდ კონსერვატიული მოძრაობის ლოგო აქვს განთავსებული. ის ხშირად პრორუსული ტელევიზია ალტ-ინფოს გადაცემების ჩანაწერებს აზიარებს, მხარს უჭერს კონსერვატიულ მოძრაობას და აქტიურად ითხოვს 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეზე დაკავებულების გათავისუფლებას.

Screenshot 10 9 ალტ-ინფოს მხარდამჭერები ბაიდენისა და ზელენსკის კოცნის პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს ავრცელებენ Screenshot 11 9 ალტ-ინფოს მხარდამჭერები ბაიდენისა და ზელენსკის კოცნის პროგრამულად დამუშავებულ ფოტოს ავრცელებენ


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist