Springfield Underground-ის საწყობი თუ გვირაბი, რომელშიც  “ელიტის” მიერ გადამალული საკვები ინახება? 

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

161
VIEWS

21 ივნისს ფეისბუკ-ანგარიშმა ჯერალდ ნიუმანი, სამხედროების მიერ, “დამპალი ელიტის” დამალული საკვების აღმოჩენის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში აღნიშნულია, რომ  საკვების აღმოჩენა DUMBS-ის გვირაბებში მოხდა. ნიუმანი ამტკიცებს, რომ გვირაბებში ნაპოვნი საკვებით მსოფლიოს მოსახლეობის გამოკვება მომდევნო 150 წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. პოსტს თან ახლავს ფოტოკოლაჟი, რომელიც, აღწერის მიხედვით, სამხედრო გვირაბებში “ელიტების მიერ გადამალულ” საკვებს ასახავს.

Screenshot 1 5 Springfield Underground-ის საწყობი თუ გვირაბი, რომელშიც  “ელიტის” მიერ გადამალული საკვები ინახება? 

ინფორმაცია ელიტების მიერ საკვების გადანახვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ფოტო, რომელიც აღმოჩენილი საკვების მარაგს ასახავს, ინტერნეტში 2011 წლიდან იძებნება და კომპანია Springfield Underground-ის ტერიტორიაზეა გადაღებული. კომპანია მიწისქვეშა ფართებს სხვადასხვა ბიზნესისთვის აქირავებს. გარდა ამისა, D.U.M.B.S-ის ღრმა მიწისქვეშა სამხედრო ბაზის არსებობა, რომელშიც ელიტები ცხოვრობენ,  კონპირაციული თეორიის ნაწილია.

ჯერალდ ნიუმანის მიერ გამოქვეყნებული ფოტო, რომელზედაც თაროებზე დალაგებული პროდუქტი ჩანს, ინტერნეტში 2011 წლის იანვრიდან იძებნება.  ფოტოს საძიებო ხელსაწყო TinEyeს მიხედვით, ფოტო ყველაზე ადრე, 2011 წელს, ბლოგზე hackinglogistics.blogspot.com გამოქვეყნდა.

Screenshot 3 10 Springfield Underground-ის საწყობი თუ გვირაბი, რომელშიც  “ელიტის” მიერ გადამალული საკვები ინახება? 

ბლოგში სივრცეების მნიშვნელობის შესახებ, მათ შორის მიწისქვეშა სივრცეებზე არის საუბარი და კომპანია Springfield Underground-ის ფოტოები ერთვის თან.  

Screenshot 4 10 Springfield Underground-ის საწყობი თუ გვირაბი, რომელშიც  “ელიტის” მიერ გადამალული საკვები ინახება? 

ფოტოები: hackinglogistics.blogspot.com

Springfield Underground კომერციული ინდუსტრიული პარკია, რომელიც მიწისქვეშა საწყობებს აერთიანებს.  მიწისქვეშა საწყობი კომპანიებს სთავაზობს შეინახოს ისეთი პროდუქტი, რომელსაც სამაცივრე პირობები სჭირდება. კომპანიის მთავარ გვერდზე “ჩვენ შესახებ” განყოფილებაში ვკითხულობთ, რომ Springfield Underground  არ წამოადგენს სამთავრობო დაწესებულებას და ის მრავალი თაობის საოჯახო ბიზნესია, რომელიც მიწის სხვადასხვა  პროდუქტს  ინახავს.

Screenshot 5 11 Springfield Underground-ის საწყობი თუ გვირაბი, რომელშიც  “ელიტის” მიერ გადამალული საკვები ინახება? 
ფოტო: Springfield Underground

აღსანიშნავია, რომ კომპანიაში პირველი სამაცივრე  სივრცე  1962 წელს Kraft Foods-ისთვის შეიქმნა. Springfield Underground 3.2 მილიონ კვადრატულ ფუტს გასაქირავებელ სივრცეს მოიცავს, რომელიც გარე ელემენტების ზემოქმედებისგან სრულიად არის დაცული. მასში გარემოს მუდმივი ტემპერატურა 62 ფარენჰეიტია, სამაცივრე შენობებში კი ტემპერატურა -20F-დან 55F-მდე მერყეობს. დაწესებულებაში გრილი კლიმატის არსებობა კომპანიებს კომუნალური გადასახადების დაზოგვის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა,  Springfield Underground დაცულია სხვადასხვა სტიქიური უბედურებისა და გაუთვალისწინებელი მოვლენებისგან,  ქარიშხლების, ელვისა და ტორნადოებისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში ელექტრომომარაგების პრობლემა არასოდეს იქმნება. 

D.U.M.B.S (Deep Underground Military Bases) –  ღრმა მიწისქვეშა სამხედრო ბაზა

“ელიტების მიერ გადამალული საკვების” ფოტოს გარდა, ჯერალდ ნიუმანი კიდევ ოთხ ფოტოს აქვეყნებს, რომლებზეც მიწისქვეშა გვირაბია გამოსახული. კადრების აღწერის მიხედვით ჩანს, რომ ფოტოკოლაჟი იუთუბ-არხი  I0WNY0UTUBE – დან არის აღებული. აღნიშნული ვიდეო კონსპირაციულია. ფოტოკოლაჟს წარწერები ახლავს თან, რომელშიც აღნიშნულია,რომ ხალხის გადასახადებიდან მიღებული ფულით საიდუმლო გვირაბები (D.U.M.B.S) შენდება, რომლებიც რეალურად ელიტისთვის არის განკუთვნილი. “ელიტებს” კი მოსახლეობის შემცირება და ადამიანების FEMA ბანაკში განწესება სურთ.

Screenshot 6 11 Springfield Underground-ის საწყობი თუ გვირაბი, რომელშიც  “ელიტის” მიერ გადამალული საკვები ინახება? 

FEMA Camp შეთქმულების თეორიაა, რომლის მიხედვით შეერთებული შტატების საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს (FEMA)  მიერ, აშშ-ში დიდი კატასტროფის ან კრიზისის შემდეგ, საომარი მდგომარეობა  დაწესდება და აშშ-ის მოქალაქეებს დააპატიმრებენ ან საკონცენტრაციო ბანაკებში განამწესებენ. ამავე თეორიის უფრო ექსტრემისტული ვერსიის  მიხედვით, ახალი მსოფლიო წესრიგი დამყარდება და მოსახლეობის დიდი ნაწილი განადგურდება. კოსპირაციის თეორია 1970 წლიდან არსებობს. FEMA ბანაკების შესახებ ინფორმაცია აშშ-იც ვრცელდებოდა. აღნიშნული ფაქტების გადამოწმების პლატფორმა politifact-მა გადაამოწმა. ორგანიზაციასთან ინტერვიუში FEMA -ს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ბანაკების არსებობა მოგონილია. 

კონსპიროლოგებს მიაჩნიათ, რომ D.U.M.B.S (Deep Underground Military Bases) – ახალი მსოფლიო წესრიგის დასამყარებლად არის შექმნილი. რაიმე სახის მტკიცება საიდუმლო სამხედრო ბანაკების შესახებ, სადაც “ელიტები” ცხოვრებენ ღია წყაროებში არ გვხვდება. აღსანიშნავია, რომ ამავე სახელწოდებით დეივიდ სლომას სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის წიგნიც არსებობს,  რომლის მიხედვით, პერსონაჟი ლეონ ვერდატი სამუშაოდ საიდუმლო სამხედრო გვირაბში ჩადის, სადაც “ჩრდილოვანი მთავრობის წარმომადგენლებსა”  და ულტრა-მდიდარ ადამიანებს გაიცნობს. 

წყაროს შესახებ 

ფეისბუკ ანგარიში ჯერალდ ნიუმანი ანტივაქსერი ფეისბუკ მომხმარებლის, ლაშა მენთეშაშვილის მეორე ანგარიშია. 

Screenshot 7 12 Springfield Underground-ის საწყობი თუ გვირაბი, რომელშიც  “ელიტის” მიერ გადამალული საკვები ინახება? 
ამ ანგარიშებს მცდარი და კონსპირციული ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებიათ.ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist