2021 წელს კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ თუ 2014 წელს მთავრობის წინააღმდეგ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

19
VIEWS

2 დეკემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ლაშა მენთეშაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერს, რომ უკრაინაში ახალი მსოფლიო წესრიგის და კოვიდ ტერორის წინააღმდეგ გამოვიდნენ და მანიფესტანტები მთავრობის სასახლეში შეიჭრნენ. პოსტს თან ერთვის ვიდეო, რომელშიც სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება ჩანს და  3 დეკემბერის მდგომარეობით 1 600-მდე გაზიარება აქვს.
"

პოსტი დეზინფორმაციულია. რეალურად, ვიდეო 2014 წლის მაიდნის მოვლენებს ასახავს და კოვიდ-19-თან და ვირუსთან საბრძოლველად შემოღებულ შეზღუდვებთან კავშირი არ აქვს.

ლაშა მენთეშაშვილის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო რეალურად არა კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო მთავრობის სასახლეში შეჭრილ დემონსტრანტებს, არამედ 2014 წელს უკრაინაში გამართული ანტისამთავრობო აქციის დროს ქალაქ ვინიცას სამთავრობო შენობაში მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ დაპირისპირებას ასახავს. იდენტური ვიდეო 2014 წლის 25 იანვარს კრემლის პროპაგანდისტული მედიის, Russia Today-ს ოფიციალურ იუთუბ გვერდზე გამოქვეყნდა აღწერით “ძალადობის შემცველი ვიდეო: უკრაინის მეამბოხეებმა პოლიციას სცემეს, ადგილობრივ ადმინისტრაციულ შენობაში შეიჭრნენ”.

"
2014 წელს უკრაინაში ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შეჩერების, ასევე კორუფციის და სოციალური უსამართლობის გამო მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო, რომელიც ევრომაიდნის სახელითაა ცნობილი. დედაქალაქ კიევში მიმდინარე აქციების პარალელურად უკრაინის რამდენიმე ქალაქში დემონსტრანტებმა დაიკავეს სამთავრობო შენობები, ზოგიერთ შემთხვევაში პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობის გარეშე და პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ დანიშნულ გუბერნატორებს გადადგომა აიძულეს. მათ შორის იყო ქალაქი ვინიცაც დასავლეთ უკრაინაში, სადაც მომიტინგეებმა ადგილობრივი პარლამენტის და ადმინისტრაციის შენობები აიღეს და ბარიკადებით გაამაგრეს. მოვლენების ამსახველი კადრები განსხვავებული რაკურსით ადგილობრივი მედიის იუთუბ გვერდზეც გამოქვეყნდა.

გასულ თვეს უკრაინაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვები მართლაც გააპროტესტეს. 3 ნოემბერს კიევში 1 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა, აქცია გაიმართა 24 ნოემბერსაც. მომიტინგეებმა ქუჩები გადაკეტეს, მათი ნაწილი პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა ლოზუნგებით “არა ვაქცინაციას”, “არა კოვიდ-პასპორტს”, “არა გენოციდს”. აღსანიშნავია, რომ აქციების დროს პოლიციასთან დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად მთავრობამ გასულ თვეს შეზღუდვების გამკაცრება დაიწყო. ვაქცინაცია სავალდებულო გახდა ზოგიერთი საჯარო მოხელისათვის. ვაქცინაციის, ვირუსის გადატანის ან უარყოფითი ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნა დაიწყო მატარებლებში და გრძელ დისტანციაზე მიმავალ ავტობუსებშიც. წითელ ზონად გამოცხადებულ რეგიონებში, სადაც ინფიცირების დონე განსაკუთრებით მაღალია, ტესტის უარყოფითი პასუხი, ვაქცინაციის ან ვირუსის გადატანის მოწმობა საჭირო გახდა რესტორნებში, კაფეებში, სპორტდარბაზებში, გასართობ და სავაჭრო ცენტრებში შესასვლელად. ამ დაწესებულებების პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა.

უკანასკნელ 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 13,777 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 509 ადამიანი. პანდემიის დაწყებიდან ინფიცირებულთა რიცხვმა 3,477,649-ს მიაღწია, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 87,566-ს. ამჟამად უკრაინაში მოსახლეობის 25.8% სრულად არის აცრილი, 30.5% კი სულ მცირე ერთი დოზით.

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist