ჩამოახრჩვეს თუ არა ბილ გეითსი და რა ვიცით globalresearch.ca-ს შესახებ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.3k
VIEWS

2 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ლაშა მენთეშაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ ბილ გეითსი სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით დათქმულ დროზე, 5 ოქტომბერზე ადრე ჩამოახრჩვეს. პოსტში ნახსენებია ისიც, რომ ფაიზერის ახალი კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატი “ივერმექტინის” იდენტურია, ხოლო 5G-სა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით “ციფრული დიქტატურის” დამყარება მიმდინარეობს. ლაშა მენთეშაშვილი ამ მტკიცებების წყაროდ ორ ამერიკულ გამოცემას Real Raw News-სა და Globalresearch.ca-ს უთითებს.

 

"
ლაშა მენთეშაშვილის პოსტი სატირულ, ყალბ და კონსპირაციულ მტკიცებებს შეიცავს.  1) ბილ გეითსის ჩამოხრჩობის შესახებ ინფორმაციის გამავრცელებელი  Real Raw News-ი სატირული  გამოცემაა და შესაბამისად აღნიშნული ცნობა, გამოგონილია. 2) ივერმექტინი და Pfizer-ის ახალი მედიკამენტი განსხვავებულად მოქმედებენ.  3) 5G ტექნელოგიის “ციფრულ დიქტატურასთან” დაკავშირება კი კონსპირაციული მტკიცებაა, ამ ტექნელოგიის საშუალებით რეალურად ინტერნეტ კავშირი უმჯობესდება.

ლაშა მენთეშაშვილის მიერ ბილ გეითსის დათქმულ დროზე, 5 ოქტომბერზე ადრე ჩამოხრჩობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ონლაინ გამოცემა Real Raw News ეკუთვნის. გამოცემამ ბილ გეითსის დაკავებასა და სასამართლო პროცესს 2021 წლის აგვისტოდან დღემდე რამდენიმე მასალა მიუძღვნა. თითოელი მათგანი გამოგონილი ფაქტებისა და დიალოგებისგან შედგება.  ამერიკელი ბიზნესმენის სიკვდილით დასჯის შესახებ გავრცელებული ცნობა ამ დროისთვის სერიის ბოლო ნაწილია.

"
თავად გამოცემის მისიის განაცხადში მითითებულია, რომ საიტი საგანმანათლებლო და გასართობი მიზნით შეიქმნა და მასზე გამოქვეყნებული მასალები იუმორს, პაროდიასა და სატირას შეიცავს.  ანტივაქსერული და ულტრანაციონალისტური ჯგუფები ბილ გეითსის დაკავებისა და გასამართლების შესახებ Real Raw News-ის გამოქვეყნებულ მასალებს რეალური ფაქტების სახით მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ავრცელებდნენ. ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მასალები:

საიტზე გამოქვეყნებული გამოგონილი  მასალების კიდევ ერთი სერია ბილ კლინტონს ეხება. მასალების მიხედვით, გუანტანამოს ციხეში მყოფი, აშშ-ს გასამართლებული ექსპრეზიდენტი კლინტონი ქალიშვილმა სასიკვდილოდ მოწამლა.

"
უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში როგორც ბილ გეითსის, ისე ბილ კლინტონის თვითერის ანგარიშების აქტიურობა, ადასტურებს, რომ არც ბიზნესმენი ჩამოუხრჩვიათ და არც ექსპრეზიდენტი მოუწამლავთ.

"

  • Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტი და ივერმექტინი ერთი და იგივე არ არის

ბილ გეითსის ჩამოხრჩობის გარდა, ლაშა მენთეშაშვილის პოსტში მოყვანილია კიდევ ორი მტკიცება. ერთ-ერთი ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტსა და პრეპარატ “ივერმეტქტინს” იდენტურობას ეხება, მეორე კი 5G-ისა და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით დედამიწაზე “ციფრული დიქტატურის” დამყარებას. ორივე მტკიცების წყაროდ ვებ-საიტი Globalresearch.ca არის მითითებული.

ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტისა (PF-07321332) და Ivermectin-ს იდენტურობის შესახებ ინფორმაცია Pfizer-ის მიერ მედიკამენტის გამოცდის მეორე ფაზის დაწყებისთანავე გავრცელდა და ფაქტების ანალიტიკოსმა რამდენიმე ორგანიზაციამ უკვე გადაამოწმა. Reuters-თან კომენტარში ჰალის უნივერსიტეტის ვირუსულოგიის პროფესორმა შერილ ვოლტერმა თქვა, რომ ის ფაქტი, რომ ორ მედიკამენტს პროტეაზას ინჰიბიტორული მსგავსი აქტივობა აქვთ, არ ნიშნავს, რომ ისინი ერთნაირად მოქმედებენ, რადგან ეს ორი მედიკამენტი სხვადასხვა დანიშნულებისთვისაა შექმნილი. AP Fact-თან საუბარში ფარმაცევტული და ანალიტიკური ქიმიის სპეციალისტმა ჯოზეფ გლაიჩმა ხაზი გაუსვა, რომ ორი მედიკამენტი სხეულში მოხევედრისას სრულიად განსხვავებულ გზას გადის და სხვადასხვა რეცეპტორს ააქტიურებს.

ხოლო 5G კავშირითა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით “ციფრული დიქტატურის” დამყარება კონსპირაციული მტკიცებაა, რეალურად, 5G ტექნელოგია  ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოა და მისი ანტენების საშუალებით ინტერნეტკავშირი უმჯობესდება, პრეპარატ ივერმეტქინისა და 5G ტექნოლოგიის შესახებ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც შეისწავლა. ამ თემებზე იხილეთ მასალები:

რაც შეეხება თავად წყაროს globalreseach.ca-ს, მონაცემთა ბაზა Statista-ს მიხედვით, Globalresearch.ca მეორეა იმ მთავარ დეზინფორმაციულ ვებ-გვერდებს შორის, რომლებიც 2019 წლის მაისიდან 2020 წლის მაისამდე პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ დამაზიანებელ ინფორმაციას ავრცელებდნენ. Statista-ს მონაცემები დეზინფორმაციის გამავრცელებელ საიტებზე მნახველთა რაოდენობას ეყრდობა.

"

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით, აღნიშნული ვებ-საიტი კრემლთანაა დაკავშირებული და მისი გამოყენებით რუსეთი აშშ-ს 2016 წლის არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა. სტენფორდის უნივერსიტეტის 2019 წლის კვლევამ globalresearch.ca-ს რამდენიმე ავტორსა და რუსეთის სადაზვერვო სამსახურ GRU-სთან კავშირები დაადგინა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist