ვაქცინაციის თუ ნეოფაშიზმის წინააღმდეგ? – სოციალურ ქსელში ფოტომანიპულაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

282
VIEWS

2021 წლის 19 დეკემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ლაშა მენთეშაშვილმა ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების პატიმრების ზოლიან ფორმაში ჩაცმული ადამიანების ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოს ახლავს აღწერა, რომლის თანახმადაც, სურათები 2021 წლის 18 დეკემბერს პოლონეთში ვაქცინაციის მოწინააღმდეგეების მიერ “ნეოლიბერალური ფაშიზმის” გაპროტესტებას ასახავს. პოსტში ჰოლანდიური მემარჯვენე პოპულისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ტიერი ბოდეს შემდეგი ციტატა გვხვდება: “არავაქცინირებული ადამიანები ახალი ებრაელები არიან”.
"
საკონცენტრაციო ბანაკების პატიმრის ფორმაში ჩაცმული ადამიანების სურათები სოციალურ ქსელში მანიპულაციურად ვრცელდება. რეალურად, ფოტოები არა  2021 წელს გამართულ ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქციას, არამედ 2010 წლის 11 ნოემბერს პოლონელი ხელოვანების მიერ ნეონაცისტური ჯგუფების წინააღმდეგ ვარშავაში გამართულ პერფორმანსს – “აჩრდილთა მარშს” ასახავს. 

“აჩრდილთა მარშის” ამსახველი ფოტოები, რომლებსაც ლაშა მენთეშაშვილი ვაქცინაციის საწინააღმდეგო პროტესტს უკავშირებს, რეალურად 2010 წლის 11 ნოემბერსაა გადაღებული. ერთ-ერთი სურათი პოლონური გამოცემის PAP.pl-ის ფოტოგრაფმა იაცეკ ტურჩიკმა გადაიღო, ხოლო მეორე ფოტოზე საავტორო უფლებები კულტურის თემატიკაზე მომუშავე პოლონურ პლატფორმა “Wojciech Artyniew / Forum”-ს ეკუთვნის.
"

"“აჩრდილთა მარში” პოლონელმა ხელოვანებმა პაველ ალთამერმა და რაფალ ცურეკმა 2010 წლის 11 ნოემბერს საბჭოთა კავშირისგან პოლონეთის გათავისუფლების და ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს გამართეს. როგორც წესი, პოლონეთში 11 ნოემბრის დღესასწაული ათასობით ადამიანის საზეიმო მარშით აღინიშნება, რომელშიც როგორც ნეონაცისტური, კონსერვატორული და რელიგიური ჯგუფები, ისე მემარცხენე და ანტიფაშისტური მოძრაობებიც მონაწილეობენ, რაც ხშირად დაპირისპირების მიზეზიც ხდება. 2010 წელს ხელოვანებმა “აჩრდილთა მარშში” მონაწილეობის მსურველებს ნაცისტური საკონცენტრაციო და სიკვდილის ბანაკის, აუშვიცის პატიმრების ფორმები ჩააცვეს, რის შემდეგაც მარშის მონაწილეებმა ვარშავის რამდენიმე ცენტრალური ქუჩა დაიკავეს, რათა ნეონაცისტურ დაჯგუფებებს დაანონსებული გამოსვლები არ ჩაეტარებინათ.

როგორც “აჩრდილთა მარშის” ერთ-ერთმა ავტორმა რაფალ ცურეკმა განმარტა, პერფორმანსის მიზანი ნეონაცისტებთან შესახვედრად “წარსულის აჩრდილების გამოძახება” იყო. 2010 წლის პერფორმანსის ამსახველი სხვა ფოტოები, რომლებიც თავად იდეის ავტორმა პაველ ალთამერმა გადაიღო, ინტერნეტ სივრცეში არაერთ ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.

"
წყარო: horizontedacena.com

"
წყარო: labirynt.com 

2021 წლის დეკემბერში პოლონეთში ვაქცინაციის და პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო გამოსვლები მართლაც გაიმართა. აღსანიშნავია, რომ 15 დეკემბერს ჩატარებულ ერთ-ერთ ანტივაქსერულ აქციაზე, რომელიც პოლონეთში “სანიტარული პასპორტის” გაუქმების მოთხოვნით გაიმართა, ულტრამემარჯვენე პარტია “კონფედერაციის” რამდენიმე წარმომადგენელი პოლონეთის სეიმის წინ ბანერით გამოჩნდა, რომელზეც აუშვიცის სიკვდილის ბანაკის ცნობილი სლოგანი “შრომა ათავისუფლებს” (“Arbeit Macht Frei”) შემდეგი სიტყვებით იყო შეცვლილი: “ვაქცინაცია ათავისუფლებს”.

აუშვიცის სლოგანის ამგვარ გამოყენებას პოლონეთის სეიმის წევრების პროტესტი მოჰყვა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ მომხდართან დაკავშირებით განაცხადა, რომ ანტივაქსერული რიტორიკისთვის აუშვიცის სლოგანის გამოყენება დაუფიქრებელი ნაბიჯია და სიკვდილის ბანაკის მსხვერპლთა ხსოვნას შეურაცხყოფს. მოგვიანებით, როგორც “კონფედერაციის” პარტია, ისე აქციის ორგანიზატორები აღნიშნულ ბანერს გაემიჯნნენ და განაცხადეს, რომ მათ აქციაზე აღნიშნული ბანერი სპონტანურად და მათთან შეუთანხმებლად აღმოჩნდა.

"
პარტია “კონფედერაციის” წევრები “ვაქცინცაცია ათავისუფლებს” ბანერის ფონზე. ფოტო: Andrzej Hulimka / Forum


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: პოლონეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist