Insider: უკრაინის თავდაცვის სამინისტროდან “გაჟონილი” დოკუმენტი Metabiota-ს შესახებ, ყალბია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

189
VIEWS

17 ივნისს სოციალური ქსელის მომხმარებლებმა (ფანტინა ფანტინა, ლაშა მენთეშაშვილი) უკრაინული დოკუმენტი გამოაქვეყნეს და აღნიშნეს, რომ დოკუმენტებმა რუსულ მედიაში გაჟონა. პოსტების თანახმად, ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის სამსახურის წევრების, საჯარო მოხელეების, სახელმწიფო პერსონალის და ჰანტერ ბაიდენის METABIOTA-ს ბიოლოგიურ ლაბორატორიასთან კავშირის შესახებ არსებული ჩანაწერების განადგურება ბრძანა. 

მსგავსი ინფორმაცია 14 ივნისს რუსულმა გამოცემამ  Известия, ფეისბუკ გვერდმა The Kremlin of Moscow და ინდივიდუალურმა ანგარიშებმა (Marinaki Kana, Звукимы Бортничукаи)  გაავრცელეს. გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინული საწარმოების ყველა ამ თანამშრომლის მონაცემების განადგურების შესახებ, რომლებიც მეტაბიოტას აშშ-ს სამხედრო ბიოლოგიურ ლაბორატორიებთან და ბატელის მემორიალურ ინსტიტუტთან თანამშრომლობდნენ.

Screenshot 34 1 Insider: უკრაინის თავდაცვის სამინისტროდან “გაჟონილი” დოკუმენტი Metabiota-ს შესახებ, ყალბია Screenshot 35 1 Insider: უკრაინის თავდაცვის სამინისტროდან “გაჟონილი” დოკუმენტი Metabiota-ს შესახებ, ყალბია

რუსული პროპაგანდისტული მედიისა და სოციალური ქსელის მომხმარებლების მიერ გავრცელებული “საიდუმლო დოკუმენტი”, რომელიც, თითქოს ზელენსკის განკარგულებას წარმოადგენს, ყალბია. დოკუმენტის  არაავთენტიკურობას გამოცემა The Insider ტექსტში უკრაინული სიტყვების არასწორად გამოყენებით ადასტურებს.

რუსული პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებული დოკუმენტის ავთენტიკური გამოცემა The Insider-მა გადაამოწმა. Insider-ის ცნობით, დოკუმენტში არაერთი შეცდომაა დაშვებული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ტექსტი უკრაინულ ენაზე არაა შედგენილი და რუსულიდან არის ნათარგმნი.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში “პირადი საქმის” (личное дело) მნიშვნელობით გამოყენებულია გამოთქმა “Особиста справа”. “Особиста” მართლაც ნიშნავს პირადს, მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, სწორი იქნებოდა “Особова справа” და უკრაინული ენის მცოდნე ადამიანი Особиста-ს ნაცვლად Особова-ს გამოიყენებდა.   
უკრაინული ენის საქმისწარმოების სახელმძღვანელოში ამ ორ სიტყვას შორის განსხვავება ასეა ახსნილი:

Особистий (პირადული) –  არის ინდივიდის საკუთრება, უშუალოდ მას ეკუთვნის, პირადი; პირდაპირ დაკავშირებულია კონკრეტულ ადამიანთან: პირადი ნივთები, პირადი დაცვა, პირადი პრეფერენციები.

Особовий (პირადი) პირთან დაკავშირებული; ღიაა ფიზიკური პირისთვის: პირადი მოწმობა, პერსონალი, პირადი საქმე, პირადი ანგარიში.

გამოდის, რომ ამ დოკუმენტში მართლაც ნათქვამია „პირად(ულ)ი საქმე“, მაგრამ დაახლოებით იგივე მნიშვნელობით, რაც ფრაზაში „ეს შენ არ გეხება, ეს ჩემი პირადი საქმეა“. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ტექსტი რუსულიდან იყო ნათარგმნი.

Screenshot 36 1 Insider: უკრაინის თავდაცვის სამინისტროდან “გაჟონილი” დოკუმენტი Metabiota-ს შესახებ, ყალბია
გარდა ამისა, დოკუმენტის ზედა მარჯვენა ნაწილში არის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ჩანაწერების მართვის სისტემაში შეკვეთის რეგისტრაციის დადასტურება, სადაც შემდეგი მისამართია მითითებული:

«Служба Безпеки України
ул. Володимирська, 33,
г. Київ, 01601»

უკრაინულად ქუჩა არის вулиця, ქალაქი – мicто. ამიტომ მისამართში «вул. Володимирська, м. Київ». უნდა ყოფილიყო მითითებული. სწორედ ამიტომ რუსულ წყაროებში გაჟონილ დოკუმენტში შემოკლებები რუსულიდან წარუმატებელი თარგმანის მტკიცებულებაა.

Screenshot 37 1 Insider: უკრაინის თავდაცვის სამინისტროდან “გაჟონილი” დოკუმენტი Metabiota-ს შესახებ, ყალბია
ამასთან ერთად,  The Insider-ს უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების წარმოამადგენელმა განუცხადა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სრულ სახელწოდებაში სიტყვა „безпеки“ პატარა ასოებით იწერება და განთავსებული უნდა იყოს დოკუმენტის არა ბოლო, არამედ ზედა ნაწილში.

Screenshot 38 1 Insider: უკრაინის თავდაცვის სამინისტროდან “გაჟონილი” დოკუმენტი Metabiota-ს შესახებ, ყალბია
ასევე, დოკუმენტის ზედა მარჯვენა კუთხეში არის სტრიქონი “პუნქტი 1.13ВДТ 2020”. ეს არის მითითება უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის ბრძანებით 2020 წელს მიღებულ პუნქტზე „სახელმწიფო საიდუმლოების შემადგენელი ინფორმაციის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ (აბრევიატურა ЗВДТ ნიშნავს „ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოს” (Звод відомостей, що становлять державну таємницю). მაგრამ ამ წესრიგში არ არის 1.13 პუნქტი. არსებობს პუნქტი 1.1.3 – “ინფორმაცია ჯარების (ძალების) ბრძანებისა და კონტროლის შესახებ დოკუმენტების შინაარსის თაობაზე, რომელიც ინდივიდუალური მაჩვენებლებით ავლენს წვრთნის, ორგანიზების, საომარი მოქმედებების წარმართვის, ჯარების (ძალების) განლაგების საკითხებს.” რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ასეთ ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლების პირადი საქმეების განადგურებასთან, გაუგებარია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist