დეზინფორმაცია, თითქოს “პრაიდ ფესტივალზე” სატანური ღვთაება “მოლოქის” ინსტალაცია იყო განთავსებული

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2k
VIEWS

8 ივლისს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პრორუსული და ანტილიბერალური  “ალტ-ინფოს” მიერ ორგანიზებულმა ჯგუფმა “Tbilisi Pride-ის” მიერ დაგეგმილი ფესტივალი ჩაშალა და ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ფესტივალისთვის განკუთვნილი კონსტრუქციები გაანადგურა. 

ღონისძიების ჩაშლის შემდეგ, კრემლისტური არხის “ალტ-ინფოსა” და სხვა ანტილიბერალური ჯგუფების წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა სოციალურ ქსელებში ლისის მიმდებარე ტერიტორიის ამსახველი არაერთი ფოტო და ვიდეო გაავრცელეს. მაგალითად, “ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუა, ასევე ფეისბუქ-გვერდები ქართული იდეა – qartuliidea.ge, მართლმადიდებლური გვერდი და არაერთი ფეისბუქ-ანგარიში (1, 2, 3, 4) ავრცელებენ კადრებს, რომლებშიც თეთრი ფერის კონსტრუქციაა ნაჩვენებია. მათი მტკიცებით, ეს სატანისტური კერპის, სახელად “მოლოქის” ფიგურაა და კერპი ბავშვების მსხვერპლშეწირვასთანაა დაკავშირებული.

ezinphormatsia thithqos praid phestivalze დეზინფორმაცია, თითქოს "პრაიდ ფესტივალზე" სატანური ღვთაება "მოლოქის" ინსტალაცია იყო განთავსებული

ezinphormatsia thithqos praid phestivalze1 დეზინფორმაცია, თითქოს "პრაიდ ფესტივალზე" სატანური ღვთაება "მოლოქის" ინსტალაცია იყო განთავსებული

დეზინფორმაციაა, თითქოს “Tbilisi Pride-მა” “პრაიდ ფესტივალზე” სატანისტური კერპის – მოლოქის ინსტალაცია განათავსა, რომელიც ბავშვების მსხვერპლშეწირვას უკავშირდება. რეალურად, აღნიშნული ინსტალაცია “Tbilisi Open Air-ს” ეკუთვნის, ის ირაკლი კეიდიას წიგნის შთაგონებითაა შექმნილი, ფესტივალის დეკორაციის ნაწილია და მოლოქთან ან სხვა ღვთაებასთან კავშირი არ აქვს. 

  • ინსტალაცია “Tbilisi Open Air-ის” ფესტივალის დეკორაციის ნაწილია და სატანურ ღვთაებებთან კავშირი არ აქვს

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, “მითების დეტექტორი” “”Tbilisi Pride-ისა” და “Tbilisi Open Air-ის” წარმომადგენლებს დაუკავშირდა. “Tbilisi Pride-ის” თანადირექტორის, მარიამ კვარაცხელიას თქმით, კონსტრუქცია მათ არ ეკუთვნით. “”Tbilisi Pride-ს” ლისის მიმდებარე ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილი ჰქონდა ნაქირავები, აღნიშნული კონსტრუქცია კი უკვე რამდენიმე წელია “Tbilisi Open Air-ის” საფესტივალო ტერიტორიაზეა განთავსებული.

“Tbilisi Open Air-ის” ერთ-ერთი სცენის, Eye Stage-ის თანადამფუძნებელმა ქეთა დონაძემ “მითების დეტექტორთან” სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ინსტალაცია Eye Stage-ის საკუთრებაა, ის ფესტივალის დეკორაციის ნაწილი იყო და დაბნელების შემდეგ 3-განზომილების ვიზუალებით ნათდებოდა. დონაძე აღნიშნავს, რომ ინსტალაცია ქართველი მწერლის, ირაკლი კეიდიას წიგნის “ანუნაკების” შთაგონებით და თვითონ კეიდიას თანამონაწილეობით შეიქმნა.

ezinphormatsia thithqos praid phestivalze2 დეზინფორმაცია, თითქოს "პრაიდ ფესტივალზე" სატანური ღვთაება "მოლოქის" ინსტალაცია იყო განთავსებული
წყარო: ბიბლუსი

რაც შეეხება მოლოქს, რომელსაც გავრცელებული პოსტების ავტორები ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ინსტალაციას უკავშირებენ, ის ქანაანური ღვთაებაა, რომელიც ბიბლიურ წყაროებში ბავშვების მსხვერპლშეწირვის პრაქტიკასთანაა დაკავშირებული. შუა საუკუნეების პერიოდიდან მოლოქს ხარის თავის მქონე ფიგურად გამოსახავდნენ.

ezinphormatsia thithqos praid phestivalze3 დეზინფორმაცია, თითქოს "პრაიდ ფესტივალზე" სატანური ღვთაება "მოლოქის" ინსტალაცია იყო განთავსებული
წყარო: digi.ub.uni-heidelberg.de

მოლოქისა და ბაფომეტის ღვთაებებზე აქამდე გავრცელებული კონსპირაციებისა და დეზინფორმაციების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:

8 ივლისს დაგეგმილი “პრაიდ ფესტივალის” ჩასაშლელად “ალტ-ინფოს” მიერ ორგანიზებული ჯგუფები დილიდან ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებოდნენ. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლის შემდეგ, ძალადობრივმა ჯგუფებმა “პრაიდ ფესტივალისთვის” განკუთვნილი სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს. ორგანიზატორები ფესტივალის ტერიტორიიდან  საევაკუაციო მიკროავტობუსებით პოლიციამ გაიყვანა. ტერიტორიის დარბევის შემდეგ სავარაუდო ზარალი 10 ათასი ლარს აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ჩაშლა ანტილიბერალური ჯგუფების მიერ ჯერ კიდევ ივნისის თვეში იგეგმებოდა, ისინი რეგიონებიდან ხალხის მობილიზაციის მიზნით თანხასაც აგროვებდნენ.

პრაიდ ფესტივალის დარბევის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ezinphormatsia thithqos praid phestivalze4 დეზინფორმაცია, თითქოს "პრაიდ ფესტივალზე" სატანური ღვთაება "მოლოქის" ინსტალაცია იყო განთავსებული

წყაროების შესახებ:

ფეისბუქ-ანგარიშებს, რომლებმაც ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სატანური ინსტალაციის განთავსებაზე დეზინფორმაცია გაავრცელეს, მცდარი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გამოუქვეყნებიათ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:

ლევან ჩაჩუა:

კონსერვატიული მოძრაობა რუსთავი:

სტრიჟაკი ლია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist