აიკრძალა თუ არა კიევში სააღდგომო ღვთისმსახურება?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

270
VIEWS

11 აპრილს ფეისბუკის რუსულენოვან ( 1, 2, 3, 4, 5 ) და  ქართულენოვან ანგარიშებზე, ასევე “კონსერვატიული მოძრაობა რუსთავის” ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ კიევის ხელისუფლებამ აღდგომაზე ღვთისმსახურება დედაქალაქის ეკლესიებში აკრძალა. იგივე ინფორმაცია ტელეგრამ-არხზე კრემლის პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა, ოლგა სკაბეევამაც გაავრცელა.

saaghdgomo liturghia kievshi აიკრძალა თუ არა კიევში სააღდგომო ღვთისმსახურება?

saaghdgomo liturghia kievshi1 აიკრძალა თუ არა კიევში სააღდგომო ღვთისმსახურება?

ინფორმაცია სააღდგომო ღვთისმსახურების აკრძალვაზე მანიპულაციურად, კონტექსტის გარეშე ვრცელდება. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ კომენდანტის საათის მოქმედების გამო კიევის ტაძრებში ღვთისმსახურება 00:00 დან 05:00 -მდე შეიზღუდება და ამ პერიოდში ლიტურგია ონლაინ ჩატარდება. 

კიევის საქალაქო ადმინისტრაციამ განცხადება სააღდგომო ღვთისმსახურების შეზღუდვაზე 11 აპრილს გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღამის 00:00 დან დილის 05:00 საათამდე კიევში კომენდანტის საათი მოქმედებს, ამიტომ დროის ამ მონაკვეთში ტაძრებში ღვთისმსახურება შეიზღუდება. ქალაქის ხელისუფლებამ კიევის მოსახლეობას მოუწოდა უპირატესობა რელიგიური მსახურების ონლაინ გადაცემას მიანიჭონ, რადგან აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა საომარი მდგომარეობის პირობებში ხდება. 

”უკრაინა აგრძელებს საომარ მდგომარეობაში ცხოვრებას, ამიტომ შეგნებული მოქალაქეებად უნდ დავრჩეთ და სამხედროების რეკომენდაციების შესაბამისად ვიმოქმედოთ, თავიდან ავიცილოთ მასობრივი შეკრებები ერთმანეთის დასაცავად”, – აღნიშნა ჰანა სტაროსტენკომ, KMDA-ს ხელმძღვანელის მოადგილემ.

ქალაქის ხელისფლებამ თხოვნით რელიგიური თემების ლიდერებსაც მიმართა და მასობრივი რელიგიური მსახურების ჩატარების შეზღუდვისკენ მოუწოდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღვთისმსახურება მაქსიმალურად უნდა გადაეწყოს ონლაინ მაუწყებლობაზე უკრაინულ ტელეარხებისა და ინტერნეტის საშუალებით.

კომენდანტის საათი უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში ომის დაწყების დღიდან მოქმედებს. 2023 წლის 26 მარტიდან კი გადაადგილება კიევში 00:00 დან 05:00 საათამდე იზღუდება. შესაბამისად, მრევლს ეკლესიაში მისვლა და ლოცვა დღის ამ მონაკვეთის გარდა სხვა დროს შეუძლია. 2023 წლის 16 აპრილს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ. 

აღსანიშნავია, რომ აღდგომის წირვის აკრძალვის შესახებ ინფორმაციას ძირითადად ის ფეისბუქ ანგარიშები ავრცელებენ, რომლებიც ხშირად აზიარებენ პროპაგანდისტულ გზავნილებს, რომ უკრაინის ხელისუფლება მართლმადიდებლობას ებრძვის.

წყაროების შესახებ:

ფეისბუკ-ანგარიშებს Рената Райская, Проскурин Виталий,Sergio Guerbilsky -ის,ასევე ქართველი ქართველი -ის დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებიათ.

saaghdgomo liturghia kievshi2 აიკრძალა თუ არა კიევში სააღდგომო ღვთისმსახურება?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist