გიორგი მაისურაძის სახელით მართლმადიდებლობის შესახებ ყალბი განცხადება ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

3.9k
VIEWS

4 მარტს ულტრამემარჯვენე პარტია “ქართული იდეის”, ასევე მისი დამფუძნებლის ლევან ჩაჩუას პირად გვერდებზე მართლმადიდებლობის შესახებ განცხადება გავრცელდა, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ გიორგი მაისურაძეს მიეწერებოდა. პოსტებში ვკითხულობთ, რომ მაისურაძის განცხადების თანახმად, მართლმადიდებლობას, რომელიც შავბნელი, რუსული და იმპერიალისტური იდეოლოგიაა, იერიში მიაქვს თავისუფალ სიტყვაზე, ასევე, მართლმადიდებლობა საქართველოში დასავლური ფასეულობების საბოლოოდ დამკვირდებისა და მისი ყველა მიმდევარის მტერია და რომ ლიბერალები ყველა კანონიერი საშუალებით ბოლომდე იბრძოლებენ სიბნელის, აგრესიის და უძრაობის საყრდენის – მართლმადიდებლობის დასასრულებლად. 

4 მარტიდან იდენტური შინაარსის პოსტები გვერდმა – “საქართველო უპირველეს ყოვლისა”, რომელიც ლევან ჩაჩუას მიერ გავრცელებულ ნარატივებს ხშირად აზიარებს, და სხვა ფეისბუქ ანგარიშებმა (1,2,3,4,5,6,7), მათ შორის, სასულიერო პირმა იაკობ მესტვირიშვილმა გაავრცელეს. 

გიორგი მაისურაძის სახელით გავრცელებული ციტატა მართლმადიდებლობის შესახებ გაყალბებულია. ციტატა გაყალბებულ სქრინშოტთან ერთად პირველად 2016 წელს გავრცელდა და მაისურაძემ ციტატის ნამდვილობა მალევე უარყო. 

ციტატა მართლმადიდებლობის დასრულების შესახებ გიორგი მაისურაძის სახელით პირველად 2016 წლის თებერვალში გავრცელდა (1,2). 

4 თებერვალს მაისურაძემ პირად ფეისბუქ გვერდზე პორტალი Regnews.ge-ს სტატია გააზიარა და მისი ნამდვილობა უარყო. მაისურაძის მიხედვით, მიუხედავად მისი მკაცრად კრიტიკული პოზიციისა ეკლესიის მიმართ, ციტატა მას არ ეკუთვნის. სტატიის შიგთავსი ამჟამად მიუწვდომელია, თუმცა მის სათაურში ჩანს, რომ ის სწორედ მართლმადიდებლობის შესახებ ციტატას ეხებოდა. 

აღნიშნული ყალბი ციტატა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ინიცირებული ცვლილებების განხილვის პარალელურად გავრცელდა, რომელიც პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ეხებოდა

გიორგი მაისურაძემ ცვლილებების მიმართ კრიტიკული პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა, მათ შორის, 2016 წლის 4 თებერვალს “რადიო თავისუფლებაზე” გამოქვეყნებულ სტატიაში, რაც აჩენს ეჭვს, რომ ყალბი ციტატის გავრცელება მისი, როგორც კანონში შესატანი ცვლილებების მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. 

წყაროების შესახებ: 

ფეისბუქ მომხმარებელი მაია დვალიძე საკუთარი ორი ანგარიშით – მაია დვალიძე და მაია დ. სათადარიგო ანტიდასავლური შინაარსის ყალბ ინფორმაციას, ასევე შეთქმულების თეორიებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ რეგულარულად ავრცელებს. “მითების დეტექტორმა” დვალიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა

რაც შეეხება მღვდელ იაკობ მესტვირიშვილს, ის ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს (1,2,3) ხშირად ავრცელებს, მისი ზოგიერთი პოსტი კი (1,2,3) კონსპირაციულ მტკიცებებსაც შეიცავს.  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

წყარო

qart
ქართული იდეა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist