საიდან იღებს სათავეს უკრაინის გერბი და რასთან აკავშირებენ მას კონსპიროლოგები?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

17.6k
VIEWS

21 აპრილს ფეისბუქ მომხმარებელმა ჯერად ნიუმანმა უკრაინის გერბის შესახებ ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე, უკრაინის გერბის გარდა, მოლოხისა და ხაზარების სიმბოლოები ჩანს. ფოტო ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს სამი სიმბოლო ერთმანეთთანაა დაკავშირებული და მათ საერთო წარმომავლობა აქვთ. 

Screenshot 10 15 საიდან იღებს სათავეს უკრაინის გერბი და რასთან აკავშირებენ მას კონსპიროლოგები?

გავრცელებული პოსტი კონსპირაციულია. რეალურად, უკრაინის ეროვნული გერბს, ხაზარების სიმბოლოსა და ბიბლიური ფიგურა მოლოხს შორის კავშირი არ დასტუდება. უკრაინის გერბი სათავეს მეათე საუკუნიდან იღებს და ეს სიმბოლო კიევის რუსეთის მთავრის ვოლოდიმირ დიდისა და მისი დინასტიის ემბლემას წარმოადგენდა. 

1992 წლის 19 თებერვალს უკრაინის რადამ  ოქროსფერი სამკაპი ლურჯ ფარზე დამოუკიდებელი უკრაინის სახელმწიფო სიმბოლოდ  დაამტკიცა. აღნიშნული სიმბოლო, უკრაინის კონსტიტუაციის მიხედვით,  ვოლოდიმირ დიდის სამეფოს ემბლემას წარმოადგენდა. 

Screenshot 11 16 საიდან იღებს სათავეს უკრაინის გერბი და რასთან აკავშირებენ მას კონსპიროლოგები?

სამკაპი მთავარ ვოლოდიმირ დიდის ოჯახის სიმბოლო იყო. ვოლოდიმირ დიდი კიევის რუსეთს მეათე საუკუნეში მართავდა. უკრაინის ამჟამინდელი ემბლემა ამ პერიოდში შექმნილ მონეტებზეც გვხვდება. 

Screenshot 12 16 საიდან იღებს სათავეს უკრაინის გერბი და რასთან აკავშირებენ მას კონსპიროლოგები?

ვოლოდიმირ დიდი რიურიკების დინასტიას წარმოადგენდა, ამ დინასტიის შეცვლის შემდეგ სამკაპის სიმბოლო აქტიურად აღარ გამოიყენებოდა. თუმცა 1918 წლის 22 მარტს დამოუკიდებელი უკრაინის რადამ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის გერბად სწორედ ვოლოდიმირ დიდის უძველესი სიმბოლო დაამტკიცა. ამასთან დაკავშირებით უკრაინის ცენტრალური რადას თავჯდომარე მიხეილ გრუშევსკიმ განაცხადა, რომ ვინაიდან უკრაინამ დაკარგული დამოუკიდებლობა დაიბრუნა, მისი სიმბოლო ის ნიშანი უნდა ყოფილიყო, რაც უკრაინაში დამოუკიდებლობის დაკარგვამდე გამოიყენებოდა, ხოლო ასეთ უძველეს ეროვნულ სიმბოლოს სწორედ ვოლოდიმირ დიდის სამკაპის მსგავსი გერბი წარმოადგენდა. 

აღსანიშნავია, რომ სამკაპის ზუსტი მნიშვნელობის შესახებ ცალსახა განმარტება არ არსებობს. თუმცა მისი, როგორც ეროვნული სიმბოლოს ღირებულებას ჯერ კიდევ 1918 წლის თებერვალში კვლავ მიხეილ გრუშევსკიმ გაუსვა ხაზი. მის მიხედვით, ეს დეკორაცია არავისგან ნასესხები არ იყო და უკრაინის სახელმწიფოებრიობის ათასწლოვან ისტორიასთან ასოცირდებოდა. 

საინტერესოა ისიც, რომ სამკაპის სიმბოლოს გაშარჟებასა და დისკრედიტაციას საბჭოთა ანტი-უკრაინული შინაარსის მქონე პოსტერებზეც ვხვდებით.

Screenshot 13 16 საიდან იღებს სათავეს უკრაინის გერბი და რასთან აკავშირებენ მას კონსპიროლოგები?

მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობს იმის არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება, რომ რიურიკების დინასტიამ საკუთარი სიმბოლო აღმოასვლეთ ევროპის ტერიტორიაზე დასახლებული ხაზარებისგან აიღეს. მართალია, ხაზარები სამკაპის მსგავს სიმბოლოებს ჭურჭელზე იტანდნენ, თუმცა ამ სიმბოლოს სამკაულებზე ან სხვა მნიშვნელოვან ნივთებზე არ გამოსახვადნენ, შესაბამისად, არ დასტურდება არც ის, რომ ხაზარი დიდებულები სამკაპს საკუთარ ოფიციალურ სიმბოლოდ სისტემატიურად იყენებდნენ.

რაც შეეხება მოლოხს, ეს სახელი ებრაულ ბიბლიაში რამდენჯერმე გვხვდება. ბიბლიის მიხედვით, მოლოხი ბავშვების მსხვერპლშეწირვასთან ასოცირდებოდა. შუა საუკუნეების პერიოდიდან მოლოხს ხარის თავის მქონე ფიგურად გამოსახავდნენ. 

Screenshot 14 15 საიდან იღებს სათავეს უკრაინის გერბი და რასთან აკავშირებენ მას კონსპიროლოგები?

რაც შეეხება პოსტში გამოყენებულ მოლოხის სიმბოლოს, მოლოხის გამოსასახად აღნიშნული სიმბოლო სანდრო ღია წყაროებში  არ იძებნება.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ეროვნული სიმბოლოებისა და უკრაინისა და ხაზარების კავშირის შესახებ დეზინფორმაციული და კონსპირაციული მტკიცებები ადრეც გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist