სატანური ღვთაება თუ ბრანდენბურგის კარიბჭე? – რისი ასლია რუსთაველის ქუჩაზე განთავსებული განათება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

სატანური ღვთაება თუ ბრანდენბურგის კარიბჭე? – რისი ასლია რუსთაველის ქუჩაზე განთავსებული განათება
5
VIEWS

12 დეკემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Koba Jakobia გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე განთავსებული საახალწლო განათებაა ასახული და თან დართული აქვს წარწერა “საახალწლო სატანული განათება ბავშვებს!”. ფოტოს კომენტარებში Koba Jakobia-ს მოყვანილი აქვს კიდევ ერთო ფოტო და ამტკიცებს, რომ საახალწლო განათება სწორედ ამ ქანდაკების ასლია.

""
მტკიცება, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე განთავსებული საახალწლო განათება სატანური ქანდაკების ასლია, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, გამზირზე სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობების ასლებია განთავსებული, ფოტოზე ასახული განათება კი ბრანდენბურგის კარიბჭის ასლია.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საახალწლო დეკორაციები სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე ღირსშესანიშნაობების ასლებია. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ასახული დეკორაცია გერმანიის დედაქალაქის, ბერლინის სიმბოლოა.

დეკორაციის სრულ ფოტოზე კარგად ჩანს სვეტები, ხოლო განათება, რომელიც პოსტში სატანურად არის მოხსენიებული, იმეორებს კარიბჭის თავზე მდებარე ქანდაკებას.

"

""
გარდა ამისა, რუსთაველის გამზირზე სხვა ქვეყნების ღირსეშანიშნაობებიც გვხვდება, მათ შორის ნიუ-იორკში მდებარე თავისუფლების ქანდაკების ასლი, რიო-დე-ჟანეიროში მდებარე იესო ქრისტეს ქანდაკების ასლი და სიდნეიში მდებარე ოპერის ასლი თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრის წინ.
""
რაც შეეხება ქანდაკებას, რომელიც Koba Jakobia-ს მიხედვით რუსთაველის ქუჩის დეკორაციის ორიგინალია, ის ბაფომეტს, სატანურ ღვთაებას განასახიერებს და თავად ამ ქანდაკების შესახებ სოციალურ ქსელებში დეზინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა. მტკიცება, რომ აშშ-ში სატანას ძეგლი დაუდგეს,  ბრაზილიურმა ფაქტების ანალიტიკურმა სააგენტო Lupa-მ გადაამოწმა. მათი ინფორმაციით, აღნიშნული ფოტო 2018 წლის 16 აგვისტოს გამოცმა Arkansas Times-მა გადაიღო, როდესაც შტატის დედაქალაქში, ლითლ-როკის კაპიტოლიუმის შენობის წინ პროტესტის ნიშნად სატანური ტაძრის წევრებმა 2.5 მეტრი სიმაღლის ქანდაკება დადგეს. ისინი საჯარო სივრცეში რელიგიური მონუმენტების აღმართვას აპროტესტებდნენ, კონკრეტულად კი 2017 წელს 10 მცნებისათვის აღმართულ მონუმენტს. კრიტიკოსებს მიაჩნდათ, რომ საჯარო სივრცეში რელიგიური შინაარსის მატარებელი მონუმენტები არ უნდა აღმართულიყო. ბაფომეტის ქანდაკება იმავე დღეს აიღეს. ქანდაკება 2015 წელს შეიქმნა, როდესაც ოკლაჰომას შტატში 10 მცნებისათვის აღმართული მონუმენტის გაპროტესტება იგეგმებოდა, თუმცა მაშინ ის არ გამოუყენებიათ, ვინაიდან შტატის უზენაესმა სასამართლომ მონუმენტის აღების გადაწყვეტილება მიიღო.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist