დეზინფორმაცია, თითქოს ოლენა ზელენსკამ Cartier-ში $1 100 000 ღირებულების სამკაულები იყიდა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

12.3k
VIEWS

4-5 ოქტომბერს ქართულმა და რუსულმა ფეისბუქ-ანგარიშებმა და კრემლის კონტროლირებადმა მედიამ (1;2;3;4), მათ შორის, Russia Today-მ, Gazeta.ru-მ, Московский комсомолец-მა, pravda.ru-მ და Lenta.ru-მ ნიგერიულ მედია The Nation-ზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ნიუ-იორკში ვიზიტის დროს Cartier-ის მაღაზიაში $1 100 000-ის ღირებულების სამკაულები იყიდა, თანამშრომელს უხეშად მიმართა და სამსახურიდან გაათავისუფლებინა.

olena zelenska დეზინფორმაცია, თითქოს ოლენა ზელენსკამ Cartier-ში $1 100 000 ღირებულების სამკაულები იყიდა

olena zelenska1 დეზინფორმაცია, თითქოს ოლენა ზელენსკამ Cartier-ში $1 100 000 ღირებულების სამკაულები იყიდა

olena zelenska23 დეზინფორმაცია, თითქოს ოლენა ზელენსკამ Cartier-ში $1 100 000 ღირებულების სამკაულები იყიდა

 

ოლენა ზელენსკაზე დეზინფორმაცია ვრცელდება. უკრაინის სამთავრობო უწყება უარყოფს, რომ პირველმა ლედიმ სექტემბერში ნიუ-იორკში ვიზიტის დროს Cartier-ის მაღაზიაში $1 100 000 -ის ღირებულების სამკაულები იყიდა. 22 სექტემბერს, რაც შენაძენის ჩეკზეა მითითებული, ოლენა ზელენსკა ოფიციალური ვიზიტით კანადაში იმყოფებოდა, შესაბამისად, ის Cartier-ის ნიუ-იორკის მაღაზიაში ვერ მივიდოდა. 

 ზელენსკაზე გავრცელებული პოსტებისა და სტატიების ავტორები ნიგერიულ გამოცემა The Nation-ს ეყრდნობიან. ონლაინ გაზეთი წერს, რომ მაშინ, როდესაც ზელენსკი ვაშინგტონისგან დამატებით დახმარებას ითხოვდა, მისი ცოლი Cartier-ის მაღაზიაში შენიშნეს. მასალას თან აქვს დართული Instagram Story, რომელშიც, როგორც მედია ამტკიცებს, მაღაზიის ყოფილი თანამშრომელი უკრაინის პირველ ლედისთან შეხვედრას იხსენებს. როგორც ის ყვება, დახმარების შეთავაზების შემდეგ ზელენსკამ მას უხეშად მიმართა, შემდეგ მენეჯერთან გასაუბრება მოითხოვა, მეორე დღეს კი გაათავისუფლეს. ქალი ყვება, რომ მაღაზიიდან საკუთარ ნივთებთან ერთად წამოიღო ჩეკი, რომლის მიხედვითაც ოლენა ზელენსკამ Cartier-ში $1 100 000 -ის ღირებულების სამკაულები იყიდა. 

olena zelenska4 დეზინფორმაცია, თითქოს ოლენა ზელენსკამ Cartier-ში $1 100 000 ღირებულების სამკაულები იყიდა

უკრაინის სამთავრობო უწყების, დეზინფორმაციის საწინააღმდეგო ცენტრის განცხადებით, ნიგერიულმა მედია The Nation-მა ოლენა ზელენსკას ნიუ-იორკში ვიზიტზე დეზინფორმაცია გაავრცელა. როგორც მათ ოფიციალურ ტელეგრამ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ინფორმაცია პრეზიდენტის ოფისში გადაამოწმეს.  

Cartier-ის ჩეკზე მითითებულია თარიღი – 2023 წლის 22 სექტემბერი, რა დროსაც ოლენა ზელენსკა და ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით კანადაში იმყოფებოდნენ. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ამ დღეს ზელენსკას ნიუ-იორკში, Cartier-ის მაღაზიაში სამკაულები პირადად შეეძინა.

jastin trudo დეზინფორმაცია, თითქოს ოლენა ზელენსკამ Cartier-ში $1 100 000 ღირებულების სამკაულები იყიდა
ვოლოდიმირ ზელენსკი და ოლენა ზელენსკა 22 სექტებერს კანადაში. ფოტო: ჯასტინ ტრუდო/Facebook

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩეკში იმ პირის გრაფაში, რომელმაც სამკაულები გაყიდა, ლიზა იანგია მითითებული, მაშინ, როდესაც ინსტაგრამ-ანგარიშის მიხედვით, მაღაზიის თითქოსდა ყოფილ თანამშრომელს ჯანეტი ერქვა.  

olena zelenska5 დეზინფორმაცია, თითქოს ოლენა ზელენსკამ Cartier-ში $1 100 000 ღირებულების სამკაულები იყიდა

რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პირველ ლედი ოლენა ზელენსკაზე დეზინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა. 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში კრემლის მედიამ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის ვილაში ოლენა ზელენსკას რუსული პასპორტი იპოვეს. ამავე წლის იანვარში კი გავრცელდა პროგრამულად დამუშავებული ფოტო – ავტორები ამტკიცებდნენ, რომ მასზე უკრაინის პირველი ლედი ძვირადღირებული აქსესუარებითა და სამოსით იყო გამოსახული.  2022 წლის დეკემბერში “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა ყალბი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ვოლოდიმირ ზელენსკი მაიამიში $35 მილიონიან ვილას ფლობს. ასევე, დისკრედიტაციის კამპანია ზელენსკის ქონებას რამდენიმე ასეულ მილიონამდე და მილიარდამდე აზვიადებდა და ამტკიცებდა, რომ ეს ქონება მან პრეზიდენტად გახდომის შემდეგ კორუფციული გზებით დააგროვა.  

 წყაროს შესახებ 

ფეისბუქ ანგარიში “Eduard Jishkariani” ანტიდასავლური და ანტიუკრაინული ინფორმაციის შემცველ პოსტებს ხშირად აზიარებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა (1, 2, 3.). 

  არქივის ბმულები (1;2;3;4)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist