მიესალმა თუ არა ბორის ჯონსონი ლვივში სტუდენტებს ნაცისტური ჟესტით?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

670
VIEWS

11 სექტემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა ედუარდ ჯიშკარიანმა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ლვივში ყოფნის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის თანახმად, ბორის ჯონსონს ლვივის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა, ცერემონიის დროს კი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს ფაშისტური წესით მიესალმნენ. ასევე, თანდართულ ფოტოზე ნაჩვენებია ბორის ჯონსონი პროფესორებთან ერთად, რომელთაც მარჯვენა ხელი დაახლოებით 45 გრადუსიანი კუთხით აქვთ აწეული. იდენტური ფოტო რუსულენოვანმა ფეისბუკ მომხმარებელმა (1) და საინფორმაციო სააგენტოებმაც (1, 2) გაავრცელეს.
Screenshot 2023 09 13 110414 მიესალმა თუ არა ბორის ჯონსონი ლვივში სტუდენტებს ნაცისტური ჟესტით? Screenshot 2023 09 13 110421 მიესალმა თუ არა ბორის ჯონსონი ლვივში სტუდენტებს ნაცისტური ჟესტით?

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული და ის უკრაინულმა იუმორისტულმა ტელეგრამ-არხმა გაავრცელა. 2023 წლის 9 სექტემბერს ლვივის ივან ფრაკოს ეროვნულ უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე ჯონსონსა და მის გვერდით მდგარ რექტორსა და პროფესორებს სტუდენტებთან მისალმებისას ნაცისტური ჟესტი არ გამოუყენებით.

2023 წლის 9 სექტემბერს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ივან ფრანკოს სახელობის ლვივის ეროვნული უნივერსიტეტის  აკადემიური საზოგადოების ნაწილი გახდა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის საზეიმო მიღება და დაჯილდოება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე გაიმართა, სადაც მას ივან ფრანკოს სახელობის ლვივის ეროვნული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი მიენიჭა. ზეიმების დაწყებამდე ბორის ჯონსონმა და უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ვოლოდიმირ მელნიკმა უკრაინელი და ბრიტანელი ხალხების შემდგომი დაახლოების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს, ასევე განიხილეს ღირებულებები, რომლებიც უკრაინას, დიდ ბრიტანეთს და მთელ ცივილიზებულ სამყაროს აერთიანებს და  ბარბაროსობასა და აგრესიას უპირისპირდება. ღონისძიება არაერთმა მედიამ (1, 2)  გააშუქა და ცერემონიის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა გაავრცელა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო, რომელზედაც ჯონსონი ლვივის უნივერსიტეტის რექტორის მარჯვნივ დგას და ხელი 45 გრადუსიანი კუთხით აქვს აწეული, ტელეგრამ არხის  ZAHIDWTF 24/7-ის მიერ გავრცელებული ფოტოს პროგრამულად დამუშავებულ ვერსიას წარმოადგენს.

Screenshot 2023 09 13 110427 მიესალმა თუ არა ბორის ჯონსონი ლვივში სტუდენტებს ნაცისტური ჟესტით?
ფოტო: ZAHIDWTF 24/7

9 სექტემბერს ტელეგრამ-არხმა Smak ცერემონიის ამსახველი ფოტოს დამუშავებული ვერსია შემდეგი ტექსტით გაავრცელა:
“დღის ფოტო: ბორის ჯონსონი ლვივის ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყებას ტრადიციული გალიციური ჟესტით ულოცავს და აჩვენებს, რომ ცოდნის კიბეზე მოძრაობა მხოლოდ მაღლა უნდა მიდიოდეს. “

Screenshot 2023 09 13 110432 მიესალმა თუ არა ბორის ჯონსონი ლვივში სტუდენტებს ნაცისტური ჟესტით?

ტელეგრამ არხებისა და ჩატების კატალოგში (uk.tgstat.com) ტელეგრამ-არხი Smak იუმორისა და გართობის კატეგორიას არის მიკუთვნებული. თავად არხი კი საკუთარ აღწერაში უთითებს: “ექსკლუზიურად (არა)მართალი, არავითარი საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება (ზოგჯერ მიმები). და რაც მთავარია, გემრიელი და საშინელი.”

Screenshot 2023 09 13 110438 მიესალმა თუ არა ბორის ჯონსონი ლვივში სტუდენტებს ნაცისტური ჟესტით?

აღსანიშნავია, რომ ამავე არხმა ფოტოს პირვანდელი ვერსიაც გამოაქვეყნა, თუმცა ფოტოს აღწერა კვლავ იუმორისტული იყო: „უმჯობესი იქნებოდა პოლიტექნიკურში ან უკრაინის კათოლიკურ უნივერსიტეტში ჩამებარებინა“, – კომენტარს აკეთებს ყოფილი პრემიერი.

Screenshot 2023 09 13 110443 მიესალმა თუ არა ბორის ჯონსონი ლვივში სტუდენტებს ნაცისტური ჟესტით?

წყაროს შესახებ: 

ფეისბუკ მომხმარებელი ედუარდ ჯიშკარიანი ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის ცნობებს, მათ შორის, დეზინფორმაციას, ხშირად ავრცელებს. ჯიშკარიანის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist