ფლობს თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი მაიამიში $35 მილიონიან ვილას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

29k
VIEWS

29 ნოემბერს ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1,2) გამოაქვეყნეს პოსტი, რომლის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში, მაიამიში, 35 მილიონი დოლარის ღირებულების “სასახლეს” და ასევე უკრაინის საზღვრებს გარეთ “მილიარდობით ქონებას” ფლობს. ინფორმაციის წყაროდ პოსტის ავტორები კრემლის პროპაგანდისტს სკოტ რიტერს უთითებენ.

ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ზელენსკი მაიამიში დაახლოებით 35 მილიონი დოლარის ღირებულების ვილას ფლობს რუსულ მედიასაშუალებებში ჯერ კიდევ 23 თებერვალს გავრცელდა. რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები, მათ შორის Риа Новости, Газета.ру, Россиская Газета უკრაინელ, პრორუს ოპოზიციონერს ილია კივას ეყრდნობოდნენ, რომელმაც შესაბამისი ინფორმაცია ტელეგრამზე გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ Газета.ру ზელენსკის ქონებასთან დაკავშირებით კივას განცხადებას გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) მიერ პოლიტიკოსებისა და მათი გარემოცვის ოფშორული ანგარიშების მასალებთან Pandora Papers-თან აკავშირებდა. ერთ-ერთი გამოცემა ინფორმაციის წყაროდ არა ილია კივას, არამედ კრემლისტურ ტელეგრამ არხს Незыгарь-ს ასახელებდა.

phantina ფლობს თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი მაიამიში $35 მილიონიან ვილას?

rusuli media ფლობს თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკი მაიამიში $35 მილიონიან ვილას?

ინფორმაცია, რომ ზელენსკი რამდენიმე ათეული მილიონის ღირებულების უძრავ ქონებას ფლობს, მტკიცებულებების გარეშეა. უკრაინის პრეზიდენტის ქონება მთლიანობაში 20-30 მილიონი დოლარით არის შეფასებული, ხოლო მისი ქონების დეკლარაციებში და Pandora Papers-ში მაიამიში 35 მილიონიანი ვილა არ ფიგურირებს. ამასთანავე, ფაქტების გადამოწმების ამერიკული სააგენტო PolitiFact-ის თანახმად, ფლორიდაში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში არ იძებნება უძრავი ქონება, რომელიც ზელენსკისთან ან Pandora Papers-ში დასახელებულ კომპანიებთან არის დაკავშირებული.

Forbes Ukraine-ის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მთლიანი ქონება დაახლოებით 20 მილიონი დოლარია, (დამატებით Forbes US-ის შეფასებით, ზელენსკის ქონება 30 მილიონ დოლარს არ აჭარბებს). ზელენსკის მთლიან ქონებას 25 მილიონ დოლარად აფასებს საიტი Celebrity Net Worth-იც. პრეზიდენტის მთავარ შემოსავლის წყაროდ Forbes-იც და Celebrity Net Worth-იც კომპანია Kvartal 95-ს ასახელებს, რომელიც ზელენსკიმ გასართობ ინდუსტრიაში მუშაობის დროს 1997 წელს ჩამოაყალიბა. Kvartal 95-თან დაკაშირებული შემოსავლები ზელენსკის დეკლარირებული აქვს.

უძრავი ქონება, რომელსაც ზელენსკი ფლობს Forbes-ის მიერ 4 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ამ ქონებაში შედის 2 ბინა, რომელსაც სრულად ზელენსკი ფლობს, კიდევ 2 ბინა, რომლის თანამფლობელიცაა, კომერციული უძრავი ქონება და პარკინგის 5 ადგილი. გამოცემა აღნიშნავს, რომ 2019 წელს ზელენსკი იტალიაში ვილას ფლობდა, თუმცა მისი დეკლარაციის თანახმად, ვილა, ასევე მიწის ნაკვეთი და საქართველოში სასტუმროების 5 ნომერი ზელენსკიმ 2020 წელს გაყიდა. უძრავი ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავალი ასევე დეკლარირებულია.

გარდა პრეზიდენტის ოფიციალური ფინანსური დეკლარაციებისა და საერთაშორისო ფინანსური გამოცემების შეფასებისა, ზელენსკის ქონების შესახებ დამატებითი ინფორმაცია გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის (ICIJ) მიერ მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსისა და მათი გარემოცვის ოფშორულ ანგარიშებზე არსებული ქონებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მასალებში, Pandora Papers-შიც არის ხელმისაწვდომი. 

2021 წელს ორგანიზაციამ “ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გამოძიების პროექტი” (OCCRP) Pandora Papers-ზე დაყრდნობით სტატია გამოაქვეყნა, რომლის თანახმად ზელენსკი და მისი ახლო წრე ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე, კვიპროსში და ბელიზში ოფშორული კომპანიების ქსელს ფლობენ. OCCRP ასევე აღნიშნავს, რომ ამ ოფშორული კომპანიების მიერ ლონდონში ძვირადღირებული ქონება იყო შეძენილი. თუმცა, ცნობები მაიამიში არსებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით Pandora Papers-ში არ ფიგურირებს.

აღსანიშნავია, რომ მაიამიში 35 მილიონიან ვილასთან დაკავშირებით ინფორმაციას 2022 წლის აპრილში სოციალური მედიის ინგლისურენოვანი მომხმარებლებიც ავრცელებდნენ. მაშინ ეს ცნობები ფაქტების გადამოწმების ამერიკულმა სააგენტომ PolitiFact-მა გაადაამოწმა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ინგლისურენოვან ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაციის ერთ-ერთ წყაროდ ტელეგრამ არხს Незыгарь-ს ასახელებენ, რომელიც კრემლთან დაკავშირებული ტელეგრამ-არხია. PolitiFact-ი აღნიშნავს, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ზელენსკი მაიამაში 35 მილიონიან ვილას ფლობს. გამოცემის თანახმად, ფლორიდაში არსებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში არ იძებნება უძრავი ქონება, რომელიც ზელენსკისთან ან Pandora Papers-ში დასახელებულ კომპანიებთან არის დაკავშირებული.

ზელენსკის ქონების საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მცდარი და მანიპულაციური ინფორმაცია განსაკუთრებით აქტიურად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გავრცელდა. დისკრედიტაციის კამპანია ზელენსკის ქონებას რამდენიმე ასეულ მილიონამდე და მილიარდამდე აზვიადებდა და ამტკიცებდა, რომ ეს ქონება მან პრეზიდენტად გახდომის შემდეგ კორუფციული გზებით დააგროვა. მსგავსი მცარი მტკიცებები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist