მოუწოდა თუ არა რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინას, რომ მეზობელ ქვეყნებში ომის გადატანის მცდელობა შეწყვიტოს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

180
VIEWS

7 სექტემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ედუარდ ჯიშკარიანმა რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე პოსტი გამოაქვეყნა. პოსტს თან ახალი ამბების სააგენტო “როიტერსის” სტატიის სქრინშოთი ახლავს, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის, იანს სტოლტენბერგის მიერ ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს მიმოიხილავს. პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ანგელ ტილვარმა უკრაინას მოუწოდა, მეზობელ ქვეყნებში ომის გადატანის მცდელობა შეწყვიტოს. 

Screenshot 2023 09 12 113509 მოუწოდა თუ არა რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინას, რომ მეზობელ ქვეყნებში ომის გადატანის მცდელობა შეწყვიტოს?

მსგავსი მტკიცება რუსულმა პროპაგანდისტულმა გამოცემა Правда-მ საკუთარ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა. ციტატის თანახმად, რომელიც “პრავდას” მტკიცებით რუმინეთის ეროვნული თავდაცის მინისტრს ეკუთვნის, ანგელ ტილვარი უკრაინის მთავრობას მოუწოდებს  საომარი მოქმედებების თეატრი საერთო საზღვრიდან მოშორებით გადაიტანონ, რათა რუმინეთის ტერიტორიაზე თავდასხმა არ მოხდეს.

“გამოვდივარ წინადადებით და თხოვნით, თქვენი დაწესებულებები და ყაზარმები გადაიტანოთ ჩვენი საერთო საზღვრისგან მოშორებით, რაღა არ შეიქმნას სიტუაციები, რომლებშიც ჩვენი ტერიტორია ხდება თავდასხმების სამიზნე” – წერია განცხადებაში.

Screenshot 2023 09 12 113517 მოუწოდა თუ არა რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინას, რომ მეზობელ ქვეყნებში ომის გადატანის მცდელობა შეწყვიტოს?

მტკიცება, რომ რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ანგელ ტილვარმა უკრაინის მთავრობას მეზობელ ქვეყნებში ომის გადატანის მცდელობა შეწყვეტისკენ მოუწოდა და ყაზარმების რუმინეთთან საზღვრის მოშორებით გადატანა სთხოვა, სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი შინაარსის განცხადება ოფიციალურ წყაროებში და რუმინულ მედიაში არ იძებნება. ინფორმაცია, რომ ციტატა გაყალბებულია რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. 

“მითების დეტექტორი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით რუმინულ ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია Factual-ს და რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. Factual-ის ფაქტების გადამოწმების ანალიტიკოსის თქმით, რუმინულ მედიაში მსგავსი განცხადება არ იძებნება.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ ციტატის ნამდვილობა როგორც “მითების დეტექტორთან” წერილობით კომენტარში, ასევე მედია მონიტორინგის პლატფორმა Inforadar-ზე გამოქვეყნებული განცხადებით ოფიციალურად უარყო და “პრავდა” ყალბი ამბავის გავრცელებაში დაადანაშაულა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მსგავსი ტყუილის გავრცელების ერთადერთი მიზანი საზოგადოების ყურადღების იმ უკანონო და გაუმართლებელი თავდასხმებიდან და ომის დანაშაულებიდან გადატანაა, რასაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ჩადის. “ერთადერთი, რაც რეგიონულ უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული უკანონო ომია. რუმინეთმა, მის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად მართლაც არაერთხელ მოითხოვა, რომ რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს სასტიკი და უკანონო ომი და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს და მშვიდობას და უსაფრთხოებას რეგიონში” – ვკითხულობთ განცხადებაში. 

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ეჭვი აქვს, რომ ეს აბსურდული მტკიცება უკრაინა-რუმინეთის საზღვართან ახლოს მდინარე დუნაიზე მდებარე უკრაინულ პორტებზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების გამოძახილია. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის შედეგად რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ნატოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნის ფაქტზე ინფორმაცია თავდაპირველად უკრაინულმა მხარემ გაავრცელა, ხოლო მოგვიანებით რუმინეთმაც დაადასტურა. 

შემთხვევის საპასუხოდ, რუმინეთმა სასაზღვრო ზონაში მონიტორინგისთვის თერთმეტი სამხედრო ხომალდი, ორი ვერტმფრენი, ექვსი სასაზღვრო სამძებრო დრონი და მყვინთავების სამი რაზმი განათავსა. ამასთანავე, რუმინეთის საზღვარზე NATO-ს თვითმფრინავებიც მუდმივად პატრულირებენ

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ მომხმარებელი ედუარდ ჯიშკარიანი ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის ცნობებს, მათ შორის, დეზინფორმაციას, ხშირად ავრცელებს. ჯიშკარიანის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: რუმინეთი, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist