30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით ფეისბუქზე რუსულენოვანი ანგარიშები (1, 2, 3,) და ფეისბუქ გვერდი (1, 2.) ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ყირიმში უკრაინის პრეზიდენტის ვილაში აღმოაჩინეს მისი მეუღლის, ოლენა ზელენსკას კუთვნილი რუსული პასპორტი. როგორც პოსტში წერენ, პასპორტი წლების წინ, ზელენსკის პრეზიდენტად არჩევამდე არის გაცემული. პოსტებს თან ახლავს ვიდეო, სადაც ჩანს როგორ იღებს მამაკაცი ნახსენებ პასპორტს პატარა ზომის ჩანთიდან.
აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა რუსულ ონლაინ მედიაშიც (1, 2, 3.), მათ შორის სპუტნიკისა და “Московский Комсомолец”-ის ვებ-საიტებზე.
ინფორმაცია ოლენა ზელენსკას რუსული პასპორტის აღმოჩენის შესახებ მცდარია, ხოლო პასპორტი გაყალბებული. რეალურად, უკრაინის პირველი ლედის ფოტო, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებ პასპორტში ჩანს, 2023 წელსაა გადაღებული და შესაბამისად შეუძლებელია, რომ ის 2014 წელს გაცემულ დოკუმენტში მოხვედრილიყო.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ იღებს მამაკაცი ლუი ვიტონის ფირმის ჩანთიდან ფულს და რუსულ პასპორტს, სადაც ჩაკრულია ოლენა ზელენსკას ფოტო და მითითებულია მისი მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი). დოკუმენტის მეორე გვერდზე ასევე ჩანს მისი გაცემის თარიღიც: 2014 წლის 9 აპრილი.
პასპორტის სიყალბეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ დოკუმენტში ჩაკრული ფოტო ზელენსკას ოფიციალური ინსტაგრამ ანგარიშიდან არის აღებული. ფოტოს ვიზუალურადაც ეტყობა, რომ შედარებით ახალია და ის არ არის პასპორტისთვის 2014 წელს ან მანამდე გადაღებული. აღნიშნული ფოტო ოლენა ზელენსკას ინსტაგრამზე და უკრაინის პრეზიდენტის საიტზე 2023 წლის 20 მარტს გამოაქვეყნდა. გამოქვეყნებულ პოსტში, პირველი ლედი ვილნიუსში 2022 წელს გახსნილ უკრაინულ ცენტრსა და მის მნიშვნელობაზე საუბრობდა.
ფოტო, სავარაუდოდ, გადაღებულია 2023 წლის თებერვალში, როდესაც პირველმა ლედიმ იდენტური ჩაცმულობით, ვარცხნილობითა და სამკაულებით ავსტრალიელი ხალხისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა.
გავრცელებული ინფორმაცია უკრაინულმა მედიებმაც გადაამოწმეს და ნაჩვენები პასპორტის სიყალბე დაადასტურეს (1, 2, 3.).
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის და მისი მეუღლის დისკრედიტაციის მიზნით, ოლენა ზელენსკას შესახებ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:
- ფოტომანიპულაცია, თითქოს ოლენა ზელენსკა ისრაელში ნუდისტურ პლაჟზე ისვენებს
- ოლენა ზელენსკა თუ მილიონერი რიჩარდ ჰართი – ვინაა გამოსახული გაყალბებულ ფოტოზე?
- დეზინფორმაცია, თითქოს ჰაკერებმა ოლენა ზელენსკას პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო გაავრცელეს
- “საზიზღარი ინგლისელები” თუ ომის ადამიანური ფასი – რის შესახებ ესაუბრა ოლენა ზელენსკა BBC-ს?
წყაროების შესახებ:
ფეისბუქის რუსულენოვანი ანგარიში “Τατιάνα Ριζένκοβα” ხშირად ავრცელებს ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებს, მათ შორის დეზინფორმაციებს.
პრორუსულ ფეისბუქ გვერდ “Мiръ СССР”-ს ყალბი ინფორმაციის შემცველი პოსტი წარსულშიც გაუვრცელებია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.