დეზინფორმაცია, თითქოს ჰაკერებმა ოლენა ზელენსკას პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო გაავრცელეს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.9k
VIEWS

8 დეკემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა Дженни Бурджанадзе-მ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც რუსი ჰაკერების ჯგუფმა RaHDit უკრაინის პირველი ლედის ოლენა ზელენსკას პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები გაავრცელეს. პოსტს თან ერთვის ფოტოკოლაჟი, ერთ ფოტოზე ოლენა ზელენსკაა გამოსახული, ხოლო მეორე ფოტოზე ორი ქალის სხეული შავი კვადრატით და წარწერით “+18” არის დაფარული, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ფოტოზე შიშველი ოლენა ზელენსკაა გამოსახული. პოსტში ასევე მითითებულია რუსული ტელეგრამ-არხის Первый Народный-ის ლინკი. პოსტის აღწერის მიხედვით, ამ არხზე ფოტოების ნახვაა შესაძლებელი.

იგივე ინფორმაცია და ფოტოკოლაჟი სხვადასხვა დროს რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმაც გაავრცელეს (1,2).

olena zelesnki da rashistebi დეზინფორმაცია, თითქოს ჰაკერებმა ოლენა ზელენსკას პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო გაავრცელეს

ფოტო არასწორი აღწერით ვრცელდება და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ოლენა ზელენსკას მეგობართან ერთად შიშველი ფოტოსურათი აქვს გადაღებული. რეალურად, ფოტოს ორიგინალ ვერსიში ოლენა ზელენსკასა და მისი მეგობარს საცურაო კოსტუმები აცვიათ. ფეისბუქ-პოსტი ქლიქბეითის ხასიათისაა და ტელეგრამ-არხზე Первый Народный-ზე გამომწერების მიზიდვას ემსახურება. გარდა ამისა, ჯგუფ RaHDit-ს ოლენა ზელენსკას შესახებ პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები არ გაუვრცელებია. 

ფეისბუქზე გავრცელებული ფოტოს ორიგინალი ვერსია, რომელზეც ჩანს, რომ ოლენა ზელენსკას საცურაო კოსტუმი აცვია, უკრიანის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალურ ინსტარგამ ანგარიშზე 2017 წელის 11 აგვისტოს არის გამოქვეყნებული. პოსტით ზელენსკიმ ოჯახის მეგობარს, ირა პიკალოვას, დაბადების დღე მიოლოცა.

olena zelesnki da rashistebi 1 დეზინფორმაცია, თითქოს ჰაკერებმა ოლენა ზელენსკას პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო გაავრცელეს

ფეისბუქზე გავრცელებული პოსტი ქლიქბეითის ხასიათისაა და პოსტში მითითებულ ტელეგრამ-არხზე Первый Народный-ზე გამომწერების მიზიდვას ემსახურება. პოსტის აღწერა მომხმარებელს მოუწოდებს “სწრაფად გადავიდეს ლინკზე”, რათა ფოტოების წაშლამდე მათი ნახვა “მოასწროს”. არხზე წვდომის მიღება მოთხოვნის შემდეგ არის შესაძლებელი. არხზე ოლენა ზელენსკას პირადი ცხოვრების შესახებ რაიმე ინფორმაცია გამოქვეყნებული არ არის. არხი სხვადასხვა სიახლეს და ასევე ანტიუკრაინულ პოსტებს აქვეყნებს.

olena zelesnki da rashistebi 2 დეზინფორმაცია, თითქოს ჰაკერებმა ოლენა ზელენსკას პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო გაავრცელეს

ასევე აღსანიშნავია, რომ რუსი ჰაკერების ჯგუფის RaHDit-ის ოლენა ზელენსკას ფოტოები არ გაუვრცელებია. რუსული მედიის თანახმად, ჯგუფი საიტზე НемеZида თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას აქვეყნებს. (საიტი სავარაუდოდ დაბლოკილია და ამჟამად ხელმისაწვდომი არ არის)  ჯგუფს აქვს იმავე დასახელების ტელეგრამ-არხიც. ტელეგრამზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ჯგუფი “IT-მოხალისეებისგან” და “OSINT-ელებისგან” (ღია წყაროებზე მომუშავე მკვლევრები) შედგება. ჯგუფი ანტიკურანული განწყობებით ხასიათდება და “ნაციზმის დარბუნებას” ეწინააღმდეგება. ჯგუფის ტელეგრამ არხზე ოლენა ზელენსკასთან დაკავშირებული ინფორმაცია და ფოტოები არ იძებნება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist