ფოტომანიპულაცია, თითქოს ოლენა ზელენსკა ისრაელში ნუდისტურ პლაჟზე ისვენებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

2.1k
VIEWS

3 ივნისს ანონიმურმა ფეისბუქ ანგარიშმა მე ამბოხე ტელეგრამის მესიჯის სქრინშოტი გამოაქვეყნა, რომელზეც ორ ფოტოსა და რუსულენოვან ტექსტს მოიცავს. ერთ ფოტოზე პლაჟზე მწოლ შიშველ ქალს ვხედავთ, ხოლო მეორეზე – უკრაინის პირველ ლედის, ოლენა ზელენსკას. რუსულენოვანი აღწერის მიხედვით, პირველი ფოტო 2023 წლის 25 აპრილს ისრაელში, ნუდისტურ პლაჟზეა გადაღებული და მასზე ზელენსკაა გამოსახული, რომელიც ისვენებს, სანამ მისი ქმარი “ევროპაში იარაღს იხვეწება”. 

Screenshot 7 1 ფოტომანიპულაცია, თითქოს ოლენა ზელენსკა ისრაელში ნუდისტურ პლაჟზე ისვენებს

ინფორმაცია, რომ ოლენა ზელენსკა ისრაელში, ნუდისტურ პლიაჟზე ისვენებს, მცდარია. გავრცელებულ ფოტოზე არა ოლენა ზელენსკა, არამედ რუსი ტელეწამყვანი ელენა ლენინაა გამოსახული. 

ფეისბუქზე გავრცელებული ფოტო მსგავსი აღწერით ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში გამოჩნდა და ის ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია AFP-მა გადაამოწმა. ამ შემთხვევაშიც, ფოტოს აღწერაში გვხვდებოდა მტკიცება, რომ ზელენსკა ისრაელში ისვენებდა. 

რეალურად, ფოტოზე არა ოლენა ზელენსკა, არამედ რუსი ტელეწამყვანი ელენა ლენინაა ასახული. აღნიშნული ფოტო ტელეწამყვანის ამავე ლოკაციაზე გადაღებულ სხვა ფოტოებთან ერთად არაერთ რუსულენოვან საიტზეა ხელმისაწვდომი (1,2,3).

2023 წლის აპრილის ბოლოს ოლენა ზელენსკა უკრაინაში იმყოფებოდა. ამ პერიოდში მისი ისრაელში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ღია წყაროებში არ იძებნება. 26 აპრილს ზელენსკა მეფე ჩარლზ III-სთან და დედოფალ კონსორტ კამილასთან ერთად ბრიტანული და უკრაინული ბიბლიოთეკების დამეგობრების ცერემონიაში მონაწილეობდა. ზელენსკა ღონისძიებას კიევიდან ჩაერთო (1,2).

Screenshot 8 2 ფოტომანიპულაცია, თითქოს ოლენა ზელენსკა ისრაელში ნუდისტურ პლაჟზე ისვენებს
ფოტო: president.gov.ua
Screenshot 9 2 ფოტომანიპულაცია, თითქოს ოლენა ზელენსკა ისრაელში ნუდისტურ პლაჟზე ისვენებს
სქრინშოტი: facebook.com/councilofeurope

ეს უკრაინის პირველი ლედის დისკრედიტაციის მიზნით ვიზუალური მანიპულაციის გამოყენების პირველი შემთხვევა არაა. ვრცლად ზელენსკას გაყალბებული ფოტოების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში: 

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ ანგარიში მე ამბოხე ანტიოპოზიციური და ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს, მათ შორის, მცდარ ინფორმაციას, რეგულარულად ავრცელებს.

Screenshot 10 1 ფოტომანიპულაცია, თითქოს ოლენა ზელენსკა ისრაელში ნუდისტურ პლაჟზე ისვენებს

არქივის ბმულები: 12


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist