სკოტ ბენეტის დეზინფორმაცია უკრაინის ბიოლაბორატორიებზე

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.6k
VIEWS

2 ივნისს ფეისბუკ-ჯგუფში „ანტილაბ-საქართველო“ ამერიკელი ყოფილი ლეიტენანტის, სკოტ ბენეტის ირანულ მედია – Press TV-ისთვის მიცემული ინტერვიუს ფრაგმენტი გავრცელდა. ბენეტი ამტკიცებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის ხელმძღვანელობით ბიოლოგიური იარაღი იქმნებოდა.მისი თქმით,  ეს პროცესი 2005 წელს ორგანიზაცია 501C3 -ის შექმნით დაიწყო, რომელიც შემდეგ “მეტაბიოტა” გახდა. ამ ორგანიზაციას კი კომპანია Rosemont Fonseca აფინანსებდა, რომელსაც ჰანტერ ბაიდენი ხელმძღვანელობდა. ინტერვიუში ბენეტი ასევე აღნიშნავს, რომ ობამასა და ბაიდენის მმართველობის პირობებში სლავური მოსახლეობის დნმ-ის შეგროვება ხდებოდა, მათ წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღის შექმნის მიზნით. 

Screenshot 11 სკოტ ბენეტის დეზინფორმაცია უკრაინის ბიოლაბორატორიებზე

სკოტ ბენეტის განცხადებები უკრაინაში მოქმედი ბიოლაბორატორიების შესახებ, კრემლის დეზინფორმაციაა, რომელიც წლებია ვრცელდება. არ არსებობს მტკიცებულება, რომ სლავური გენის განადგურების მიზნით,  მათი დნმ-ის შეგროვება ხდებოდა.  უკრაინასა და აშშ-ის შორის ბიოუსაფრთხოებაზე არსებულ თანამშრომლობაზე ინფორმაცია გამჭვირვალეა და ღია წყაროებშია ხელმისაწვდომი. ასევე არ დასტურდება კომპანია “მეტაბიოტას” რაიმე კავშირი ბიოლოგიური იარაღის შექმნის პროცესში. 

  •  კონსპირაცია “სლავური გენის განადგურებაზე”

ინფორმაცია, თითქოს სლავური დნმ-ს შერჩევითი შეგროვება ხდებოდა მათ წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღის შექმნის მიზნით კონსპირაციული თეორიაა.  ტექნიკურად შეუძლებელია ისეთი ბიოაგენტების შექმნა, რომელიც სელექციურად მხოლოდ სლავურ გენს გაანადგურებს. ამ მტკიცებას კრემლი წარსულშიც ავრცელებდა. მას სხვადასხვა მეცნიერი გამოეხმაურა და მაგალითად, მელბურნის RMIT უნივერსიტეტის ბიომეცნიერებებისა და კვების ტექნოლოგიების ხელმძღვანელმა და პროფესორმა ოლივერ ჯონსმა აღნიშნა, რომ ეს ბრალდებები სამეცნიერო ფანტასტიკაა. ჯონსის თქმით, ადამიანები გენეტიკურად ძალიან ჰგვანან და იმ ბიოაგენტების პოვნა, რომლებიც მხოლოდ ზოგიერთ ადამიანზე იმუშავებს არ ხდება. ვრცლად, ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:

გავრცელებულ პოსტში სკოტ ბენეტი ასევე ბრალს დებს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შვილს – ჰანტერ ბაიდენს. ბენეტის თანახმად, ჰანტერ ბაიდენი ხელმძღვანელობდა კომპანიას, რომელიც “მეტაბიოტას” აფინანსებდა. “მეტაბიოტა” კი ბენეტის თანახმად ბიოლოგიური იარაღის შექმნაში იყო ჩართული. ჰანტერ ბაიდენი Rosemont Seneca Partners-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელიც “მეტაბიოტას” ნამდვილად აფინანსებდა, თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ კომპანიას ბიოლოგიური იარაღის შექმნასთან რაიმე კავშირი აქვს. გარდა ამისა,Washington Post-ის ინფორმაციით, Rosemont Seneca Technology Partners-ში ჰანტერ ბაიდენის როლი ინვესტიციების განკარგვას არ გულისხმობდა. 

“მეტაბიოტა” არაკომერციული კომპანიაა, რომლის კვლევები არის საჯარო და კომპანია სამ ძირითად სერვისს სთავაზობს საზოგადოებას:

1) ადგილობრივ ხელისუფლებებთან ერთად ადამიანებსა და ცხოველებს შორის ინფექციური დაავადებების გავრცელებაზე დაკვირვება, საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის პოტენციურად საშიში დაავადებების გამოვლენის მიზნით; 2) დახმარება დაავადებებთან ბრძოლის უკეთესი სტრატეგიების შესაქმნელად დაავადებების გავრცელებაზე დაკვირვებისა და ადგილობრივი მკვლევრების კვალიფიკაციის ამაღლების გზით; 3) კონსულტაციის გაწევა საკვლევი ცენტრებისათვის ბიოუსაფრთხოების შენარჩუნების, დაკვირვების ხარისხის, დაავადების გავრცელებასთან ბრძოლისა და სხვა უნარების გასაუმჯობესებლად. 

“მეტაბიოტასა” და ჰანტერ ბაიდენზე ყალბი ცნობები “მითების დეტექტორმა”წარსულშიც გამოავლინა. ვრცლად, იხილეთ:

სკოტ ბენეტი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის ხემძღვანელობით ბიოლოგიური იარაღი იქმნებოდა. აღსანიშნავია, რომ უკრაინულმა და ამერიკულმა მხარემ 2005 წელს მოაწერეს ხელი შეთანხმებას ბიოუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. შეთანხმებასთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია და შეთანხმების ყველა პირობა ხელმისაწვდომია  უკრაინის რადას ვებგვერდზე და რაიმე სახის საიდუმლოებას არ წარმოადგენს. ეს შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას იმ ტექნოლოგიების, პათოგენების და ცოდნის გავრცელების პრევენციისთვის, რომლებიც შეიძლება ბიოლოგიური იარაღის შექმნისთვის იყოს გამოყენებული.

უკრაინასა და აშშ-ის ბიოუსაფრთხოების თანამშრომლობის თემაზე გავრცელებული ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა. ვრცლად, იხილეთ:

სკოტ ბენეტი აშშ-ის ყოფილი ლეიტენანტი და კრემლის პროპაგანდისტი ექსპერტია, რომელიც ნასამართლევია სამი სხვადასხვა მუხლით: აშშ-ში დიდი რაოდენობით იარაღის უკანონო შენახვისთვის, საკუთარი თავის ოფიცრად გასაღებისთვის და აშშ-ის საჰაერო ძალების დეპარტამენტში ცრუ და თაღლითური განცხადებებისთვის. მას 2011 წელს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოტ ბენეტი კრემლისა და ირანული მედიის ხშირი სტუმარია, რომელსაც დასავლელ ექსპერტად წარმოაჩენენ.  ირანული მედია Press TV ბილოლაბორატორიებზე დეზინფორმაციას ბენეტზე დაყრდნობით 2022 წელსაც ავრცელებდა. სკოტ ბენეტი ხშირად სტუმრობს რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემას. ის ამავე დროს ვლადიმერ პუტინის გულშემატკივარია და ერთ-ერთ გადაცემაში მოითხოვა, რომ პუტინი ნობელის პრემიით დაეჯილდოებინათ მშვიდობის დარგში. 

კრემლის პროპაგანდა წლებია ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს უკრაინაში აშშ-ის მიერ დაფინანსებულ ბიოლაბორატორიებში ბიოლოგიურ და ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ფაქტის დასამტკიცებლად ხშირადა ქვეყნებს სხვადსხავა დოკუმენტებს,რომელიც რეალურად არანაირ მტკიცებულებას არ მოიცავს. ვრცლად ამ თემებზე, იხილეთ:”მითების დეტექტორის” სტატიები:  

წყაროს შესახებ:  

ჯგუფში ანტილაბ-საქართველო ბიოლაბორატორიებთან და სხვადასხვა ვირუსებთან დაკავშირებული დეზინფორმაცია ხშირად ვრცელდება და “მითების დეტექტორს” არაერთხელ გადაუმოწმებია. ვრცლად, იხილეთ:

ასევე ფეისბუქ მომხმარებელი Lado Qartvelishvili დეზინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს.


მოამზადა ნიკა ალადოშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist