საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაზე ბერძენიშვილის ვიდეო უკონტექსტოდ ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

114
VIEWS

20 ნოემბერს ფეისბუქ-ანგარიშმა Хундадзе Нини და გვერდმა Masmedia გაავრცელეს ლიტერატურათმცოდნე ლევან ბერძენიშვილის 13 წამიანი ვიდეო, რომელშიც ის ამბობს: “დაღვრემილები შევხვდით საქართველოს [დამოუკიდებლობას]. იცით, ჩვენ ვერ ვიგრძენით ის წამი. ზვიადმა რომ გამოაცხადა, ჩვენ მოვკვდით სიცილით, იმიტომ, რომ არ იყო რეალურად საქართველო [დამოუკიდებელი]”. გავრცელებულ ვიდეოებზე დატანილია ბერძენიშვილის ციტატა – “ზვიადმა რომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ჩვენ გაგვეცინა”.  

ფეისბუქ მომხმარებელი Хундадзе Нини გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ბერძენიშვილზე დამატებით აღნიშნავს, რომ “დღეს დღეობით ეს არის ქართველ ლიბერალებში პოპულარული აღმზრდელ განმანათლებელი”.

ლევან ბერძენიშვილის ვიდეო უკონტექტოდ ვრცელდება და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ლიტერატურათმცოდნის პოზიციაზე მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის. რეალურად, სრულ ვიდეოში ბერძენიშვილი საკუთარ თავზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ელოდა, ქართველები დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებას ფრანგების მსგავსად, “ქუჩებში გამოვარდნით” შეხვდებოდნენ, თუმცა, მისივე შეფასებით, მოსახლეობამ “ის წამი ვერ იგრძნო”. 

 გავრცელებული 13 წამიანი ვიდეო და ციტატა ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ლევან ბერძენიშვილს ზვიად გამსახურდიას მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე ნეგატიური განწყობა აქვს. რეალურად, სრულ ვიდეოში ბერძენიშვილი საუბრობს, რომ ელოდა, დამოუკიდებლობის აღდგენას ქართველი ხალხი ფრანგებივით ქუჩებში გამოვარდნითა და სიხარულით შეხვდებოდა, თუმცა, რეალურად, ქვეყანამ “წამი ვერ იგრძნო”. ლიტერატურათმცოდნე ასევე საუბრობს საბჭოთა კავშირის დაშლაზე და აღნიშნავს, რომ ბელოვეჟის შეთანხების შესახებ საქართველოში გვიან გაიგეს, რადგან “არ გვეცალა, ომი გვქონდა შინაურებს ერთმანეთში”. ვიდეო “მითების დეტექტორს” კინოდოკუმენტალისტმა და ჟურნალისტმა, თომა ჩაგელიშვილმა მიაწოდა. ინტერვიუ მის ერთ-ერთ ფილმში, “სამოცდაათიანელებშია” გამოყენებული.

სრული ციტატა გავრცელებული ამოჭრილი ციტატა
ჩვენ დღესაც ვხედავთ, რა ძნელია საქართველოში ხელისუფლების პრობლემა და ახლა წარმოიდგინეთ ზვიადის მთავრობა, რომელსაც ჰყავდა მინისტრები… ჩვენი დღევანდელი მინისტრებიც კი აკადემიკოსები ჩანან… ეს წლები იყო დიადი გამოღვიძების წლები. ზვიად გამსახურდიას როლი დიდია ამ გამოღვიძების საქმეში, მაგრამ მერე მან ძალიან წაახდინა ბევრი რამ, როგორც პრეზიდენტმა, იმაზე ლაპარაკიც არ მინდა. მაგრამ მაინც ეს იყო მოძრაობის წლები, რომლებიც უფრო სუფთა იყო, უფრო ამაღლებული იყო, ვიდრე დღევანდელი წლები… რა თქმა უნდა, ის იყო დიდი წლები, დიდი მღელვარების და დიდი იმედების. ამ წლების იმედების ნაწილმა არ გაამართლა, მაგრამ არაფერი უფრო დიდი მაინც ჩვენ არ გვინდოდა. ჩვენ გვინდოდა ის, რაც გვაქვს, საქართველოს დამოუკიდებლობა. ამაზე მეტს ჩვენ ვერ მივაღწევდით, მაგრამ მე მეგონა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა რომ გამოცხადდებოდა, ჩვენ გამოვვარდებოდით ქუჩებში და სიხარულისგან როგორც პარიზმა 1944 წელს ოკუპაციისგან რომ გათავისუფლდა, ფანჯრები და კაფეები დალეწა, მე მეგონა, ჩვენც ამას ვიზამდით. ჩვენ ისეთი დაღვრემილები შევხვდით საქართველოს [დამოუკიდებლობას]. იცით, ჩვენ ვერ ვიგრძენით ის წამი, ზვიადმა რომ გამოაცხადა, ჩვენ მოვკვდით სიცილით, იმიტომ, რომ არ იყო რეალურად საქართველო [დამოუკიდებელი]. საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, ჩვენ არ გვეცალა, ომი გვქონდა შინაურებს ერთმანეთში. იცით, ამ ომის დროს ჩვენ ვერც გავიგეთ, რა მოხდა იქ, ბელოვეჟის ამბავი ჩვენ მერე გავიგეთ, არც ინფორმაცია იყო და არაფერი სანამ ჩვენ აქ საქმეს ვურჩევდით ერთმანეთს და ტრასირებული ტყვიებით ვულოცავდით ერთმანეთს ახალ წელს, მანამდე იქ საბჭოთა კავშირი დაინგრა”. დაღვრემილები შევხვდით საქართველოს [დამოუკიდებლობას]. იცით, ჩვენ ვერ ვიგრძენით ის წამი. ზვიადმა რომ გამოაცხადა, ჩვენ მოვკვდით სიცილით, იმიტომ, რომ არ იყო რეალურად საქართველო [დამოუკიდებელი]

“მითების დეტექტორი” ლევან ბერძენიშვილსაც დაუკავშირდა – მან დაგვიდასტურა, რომ არასრული ციტატა მის პოზიციაზე მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის.   

ლევან ბერძენიშვილის სახელით გამოგონილ ციტატებს ან მანიპულაციური სახით გავრცელებულ განცხადებებს და უკონტექსტოდ მოჭრილ ვიდეოებს ხშირად ავრცელებენ. იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ წარსულში გადამოწმებული მასალები:

წყაროს შესახებ 

ფეისბუქ-ანგარიში Хундадзе Нини კონსერვატიული მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული ტელევიზია ალტ-ინფოს მხარდამჭერი ნინი ხუნდაძის 5 პროფილიდან ერთ-ერთია (1;2;3;4;5). ის ხშირად ავრცელებს ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს. მის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist