ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ლევან ბერძენიშვილის ვიდეო უკონტექსტოდ ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

319
VIEWS

23 სექტემბერს პროსახელისუფლებო მედია POS TV-მ, ასევე, ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა სამუშია სამუშია გაავრცელეს ლიტერატურათმცოდნე ლევან ბერძენიშვილის 10-წამიანი ვიდეო, რომელსაც თან ერთვის ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო. ვიდეოში ბერძენიშვილი ამბობს: “მერე, იმას არ ჰქონდა არანაირი ქარიზმა, ცოტა გაუნათლებელი ბიჭიც იყო ყველაფერთან ერთად და არც ხვიჩა არის წიგნებზე გაზრდილი ბავშვი”.

levan berdzenilshvi da kvara ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ლევან ბერძენიშვილის ვიდეო უკონტექსტოდ ვრცელდება

ვიდეოები 4 ქართულ ჯგუფში გაზიარდა (ალტერნატივა საქართველოსთვის; History of Georgia; პროტესტი; სიმართლის გზა).  

ლევან ბერძენიშვილის ვიდეო უკონტექსტოდ ვრცელდება და ბერძენიშვილის კვარაცხელიას მიმართ დამოკიდებულებაზე მცდარ შთაბეჭდილებას ქმნის. სრულ ვერსიაში ბერძენიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებასა და და კახა კალაძეზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია არ არის “წიგნებზე გაზრდილი”, თუმცა “სუფთაა”, მთელ იტალიაშია ცნობილი და კახა კალაძის სახელი “წაშალა”. 

  • რა თქვა ბერძენიშვილმა ხვიჩა კვარაცხელიაზე? 

ლევან ბერძენიშვილმა საჯარო ლექცია სახელწოდებით “რატომ ევროპა” ბათუმში 2023 წლის 9 აგვისტოს ჩაატარა. შეხვედრა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” ორგანიზებით გაიმართა. 22 სექტემბერს “ბათუმელების” Tik-Tok გვერდზე ლექციაზე გადაღებული ვიდეო გავრცელდა. სრულ ვერსიაში ბერძენიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებასა და და კახა კალაძეზე საუბრობს , ამბობს, რომ კვარაცხელია “სუფთა ბავშვია”, “პიჟონი არ არის” და მან იტალიაში კახა კალაძის გვარი “წაშალა”. ორი ფეხბურთელის შედარებისას ბერძენიშვილი ამბობს: “მერე, იმას (კახა კალაძეს) არ ჰქონდა არანაირი ქარიზმა, ცოტა გაუნათლებელი ბიჭიც იყო ყველაფერთან ერთად და არც ხვიჩა არის წიგნებზე გაზრდილი ბავშვი, მაგრამ სუფთაა.  

პროსახელისუფლებო მედია POS TV ამტკიცებს, რომ ლევან ბერძენიშვილი “ხვიჩას ისევ ლანძღავს”. გავრცელებულ ვიდეოში ბერძენიშვილის მხოლოდ ერთი წინადადებაა მოჭრილი და არ ჩანს ნაწილი, რომელშიც ის ფეხბურთელის წარმატებაზე საუბრობს. 

სრული ციტატა გავრცელებული მოჭრილი ციტატა
“აი, ხვიჩა კვარაცხელია რომ გახდება მილიარდერი, ეგ იქნება პირველი, იმიტომ, რომ სუფთა ბავშვია. კახი კალაძემაც, თქვენ ხომ იცით, ტრუსიკის რეკლამით მეტი იშოვა, ვიდრე ფეხბურთის თამაშით. სხვათა შორის, ის პენალტი, რომ უნდა გაეტანა იქ, აცილებული აქვს. მაგრამ, ორჯერ გახდა ლიგის ჩემპიონი, ღმერთმა ხელი მოუმართოს, ცუდი ფეხბურთელი კი არ იყო, რა თქმა უნდა. უბრალოდ, ხვიჩამ წაშალა, იტალიაში წაშალა ეს გვარი, იმიტომ, რომ ის მცველი იყო, მცველები არ უყვართ, უყვართ თავდამსხმელები. მერე, იმას არ ჰქონდა არანაირი ქარიზმა, ცოტა გაუნათლებელი ბიჭიც იყო ყველაფერთან ერთად და არც ხვიჩა არის წიგნებზე გაზრდილი ბავშვი, მაგრამ სუფთაა, ხომ ხვდებით, რა არის სისუფთავე? მე, ათეისტ კაცს, მომწონს პირჯვარს რომ ვიწერ, იმიტომ, რომ სისუფთავის ნიშანია და არა სხვა რამის. პიჟონი არ არის.  

 

იტალიაში ვიყავი და აღმოვაჩინე, რომ ეს არ არის ნაპოლის ეფექტი, ეს არის იტალიის ეფექტი. მთელ იტალიაში, როცა გაიგეს, რომ მე ქართველი ვარ, მკითხეს, ვიცი თუ არა, ვინ არის ხვიჩა კვარაცხელია.”

“მერე, იმას არ ჰქონდა არანაირი ქარიზმა, ცოტა გაუნათლებელი ბიჭიც იყო ყველაფერთან ერთად და არც ხვიჩა არის წიგნებზე გაზრდილი ბავშვი.”

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ლევან ბერძენიშვილის ვიდეო წარსულშიც გავრცელდა – “მითების დეტექტორმა” 2022 წლის 9 სექტემბერს გადაამოწმა დამონტაჟებული ვიდეოკომენტარი, თითქოს ბერძენიშვილმა თქვა: “თუ ვინმე კვარაცხელიას დაინახავს და იტყვის, კაი ფეხბურთელია, ეს არ გაგიკვირდეთ, პატარა ხალხის ჩვეულებრივი თვისებაა”.  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist