ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ლევან ბერძენიშვილის დამონტაჟებული ვიდეოკომენტარი ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.5k
VIEWS

8 სექტემებრს სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა ლიტერატურათმცოდნე ლევან ბერძენიშვილის ვიდეო, სადაც ის ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს. ვიდეოს მიხედვით, ბერძენიშვილმა თქვა: “თუ ვინმე კვარაცხელიას დაინახავს და იტყვის, კაი ფეხბურთელია, ეს არ გაგიკვირდეთ, პატარა ხალხის ჩვეულებრივი თვისებაა. ჩვენ ვერ დავმალავთ, მე ვერ დავმალავ, რომ პატარა ხალხის წარმომადგენელი ვარ, მე მყავს რუსთაველი, რომელიც შექსპირისხელა ავტორია და იქ ხო, ჰგონიათ, რომ კვარაცხელიაა, ისიც არაა.”

ბერძენიშვილის ვიდეო პროსახელისუფლებო მედია POSTV – ანალიტიკას ფეისბუქ გვერდზე შემედგი აღწერით გამოქვეყნდა: “რას ამბობს ლევან ბერძენიშვილი კვარცხელიაზე.” ვიდეო ასევე გამოქვეყნდა ფეისბუქ გვერდებზე News.Mcvane.Ge, ტერენტი გლდანელი, მიხეილ უკრაინოლოგი, ფსიქიატრიული ოთახი 5.2., პოლიტიკური აბსურდი და ჯგუფში “ჩხოროწყუს შეერთებული შტატები”.

Screenshot 3 5 ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ლევან ბერძენიშვილის დამონტაჟებული ვიდეოკომენტარი ვრცელდება

გავრცელებული ვიდეო დამონტაჟებულია და ორიგინალი ვიდეოდან კონკრეტული მონაკვეთი ამოჭრილია, რაც მაყურებელს მცდარ შთაბეჭდილებას უქმნის. რეალურად, ლევან ბერძენიშვილმა თქვა, რომ მას გაუხარდება, როცა ვინმე კვაცარცელიას დაინახავს და იტყვის, რომ ის კარგი ფეხბურთელია. სრულ ჩანაწერში ჩანს, რომ ბერძენიშვილი არა უშუალოდ კვარაცხელიაზე არამედ ქართული ლიტერატურისა და კულტურის უცხოური აღიარების შესახებ საუბრობდა. 

ლევან ბერძენიშვილის გავრცელებული ვიდეო მისი ერთ-ერთი ონლაინ შეხვედრიდანაა ამოჭრილი. შეხვედრის სრული ჩანაწერი Teopile Malakia-ს Youtube  არხზე 8 სექტემბერს გამოქვეყნდა. 

Screenshot 4 4 ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ლევან ბერძენიშვილის დამონტაჟებული ვიდეოკომენტარი ვრცელდება

ონლაინ ჩართვის ფარგლებში ლევან ბერძენიშვილი ქართველ ემიგრანტებს შეხვდა და მათთან ლიტერატურის დანიშნულების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს ბერძენიშვილმა დამსწრეებისგან შეკითხვები მოისმინა. ერთ-ერთი დასმული შეკითხვა ქართული ლიტერატურისა და კულტურის დასავლურ აღიარებას შეეხებოდა, შეხვედრის მონაწილე დაინტერესდა, თუ რატომ ანიჭებდა ბერძენიშვილი საერთაშორისო აღაირებას დიდ მნიშვნელობას. ბერძენიშვილმა გავრცელებულ ვიდეოში გამოყენებული ფრაზები სწორედ ამ კითხვის პასუხად თქვა და აღნიშნა, რომ აღიარება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ნიშნავს, რომ “მოწონებაში მარტო არ დავრჩით.” ხოლო ხვიჩა კვარაცხელია მან ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა და თქვა, რომ  მას გაუხარდება, როცა უცხოელი დაინახავს კვარაცხელიას და იტყვის, რომ ის კარგი ფეხბურთელია. 

პაატა ბერიძე, შეხვედრის მონაწილე: ახლაც ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ ახსენეთ, რომ გერმანია განცვიფრდა ჯავახიშვილზე, მე გერმანიაში ვცხოვრობ, მუსიკოსი პაატა ბერიძე და უბრალოდ კითხვას რა კუთხით ვსვამ, რატომ ახდენს თქვენთვის გავლენას ევროპა ან დასავლეთი ან თუნდაც რომელიმე უნივერსიტეტის, რომელიღაც დაწესებულების შემადგენლობა?   (…) თქვენთვის რატომ ახდენს ევროპა ან დასავლეთი ასეთ მიმართულებას, გასაგებია, ამერიკა ჩვენზე დიდია და შესაძლებლობაც მეტია, ადამიანები სწავლობენ სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მაგრამ რატომ ახდენს თვითონ თქვენთვის ეს ღირებულებას?

ლევან ბერძენიშვილი, ლიტერატორი: საქმე იმაშია, რომ თვითონ ჩვენ არ ვართ ჩვენივე თავში და კულტურაში დარწმუნებული. (…) ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი კულტურა და როცა ის ვინმეს მოსწონს, ჩვენ უბრალოდ გვიხარია, რომ არ დავრჩით მარტო ამ მოწონებაში და არა ვართ მარტო საკუთარით აღფრთოვანებული. უმბერტო ეკომ თქვა, ასეულში რომ არ მოხვდა რუსთაველი, ცუდიაო. და რა ვქნა ახლა მე, ვთქვა, რომ დედა, რა ცუდად თქვა ეგა. რა თქმა უნდა, მიყვარს უმბერტო ეკო, თუნდაც იმიტომ რომ “ვეფხისტყაოსანი” დაინახა. თუ ვინმე კვარაცხელიას დაინახავს და იტყვის, კაი ფეხბურთელია, ისიც გამიხარდება. ეს არ გაგიკვირდეთ, პატარა ხალხის ჩვეულებრივი თვისებაა. მე ვერ დავმალავ, რომ პატარა ხალხის წარმომადგენელი ვარ, მე მყავს რუსთაველი, რომელიც შექსპირისხელა ავტორია და იქ ხო ჰგონიათ, რომ კვარაცხელიაა, ისიც არაა და ამაზე გული გვწყდება და თუ ვინმე დაინახავს, გვიხარია. ეგ არ არის გასაკვირი (…) ჩვენ უნდა ვიმუშავოთ, რომ მსოფლიომ გაგვიცნოს საუკეთესო კუთხით. 

გავრცელებული ციტატა რეალური ციტატა
“თუ ვინმე კვარაცხელიას დაიანხავს და იტყვის, კაი ფეხბურთელია, ეს არ გაგიკვირდეთ, პატარა ხალხის ჩვეულებრივი თვისებაა.” “რა თქმა უნდა, მიყვარს უმბერტო ეკო, თუნდაც იმიტომ რომ “ვეფხისტყაოსანი” დაინახა. თუ ვინმე კვარაცხელიას დაინახავს და იტყვის, კაი ფეხბურთელია, ისიც გამიხარდება. ეს არ გაგიკვირდეთ, პატარა ხალხის ჩვეულებრივი თვისებაა.”

სოციალურ ქსელში გავრცელებულ დამონტაჟებულ ვიდეოს ლევან ბერძენიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას “თავგადაკლული” ფანია და გავრცელებული კადრები დამონტაჟებულია. 

Untitled 1 ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ლევან ბერძენიშვილის დამონტაჟებული ვიდეოკომენტარი ვრცელდება

ბერძენიშვილის სხვა გაყალბებულ და უკონტექსტოდ გავრცელებულ სხვა ციტატებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist