რა განაცხადებები გაუკეთებია და რა არ უთქვამს ლევან ბერძენიშვილს მეფეებსა და სხვა ცნობილ ქართველებზე?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

154
VIEWS

1 აგვისტოს ფეისბუქ გვერდმა აგენტურა გაავრცელა ვიდეოკოლაჟი, რომელიც ფილოლოგისა და რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრის ლევან ბერძენიშვილის 5 სხვადასხვა ინტერვიუდან და ლექციიდან ამოჭრილ ვიდეოებს აერთიანებს. ბერძენიშვილი ყველა კლიპში სხვადასხვა ცნობილ ქართველზე საუბრობს. 

პირველ ვიდეოში ბერძენიშვილი ამბობს ფრაზებს “ამხანაგი სტალინი თბილი კაცი იყო” და “სტალინი საინტერესო კაცი ყოფილა”, მეორე ვიდეოში ის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ თუ ვინმე იტყვის, რომ კვარაცხელია კარგი ფეხბურთელია, არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ეს პატარა ხალხის ჩვეულებრივი თვისებაა. მესამე ვიდეოში ლევან ბერძენიშვილი შემდეგ ფრაზას აჟღერებს: “ვაჟა-ფშაველა იყო სოფლელი, ვაჟა-ფშაველა რომ იყო ჩამორჩენილი კაცი და გაუნათლებელი, დროს აცდენილი”. მეოთხე ვიდეოში ერეკლე II-ს შესახებ ვხვდებით ფრაზას: “ამდენ ტყუილში დავიღალეთ რა, სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული. რო ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება”. ხოლო დავით აღმაშენებლის შესახებ ბერძენიშვილი ამბობს, რომ ყველა მისი შვილი, შვილიშვილი და შვილთაშვილი იდიოტი, უსინდისო და უკანონო იყო. კოლაჟის ბოლო, მეხუთე ვიდეოში ბერძენიშვილი აცხადებს, რომ გიორგი ბრწყინვალის მეფობის დროს ნახევარი საქართველო დავკარგეთ, თამარ მეფის მმართველობა კი საქართველოს ისტორიაში კატასტროფა იყო და ის და ერეკლე ორი ყველაზე წარუმატებელი ქართველი მეფეა. 

Screenshot 2023 08 04 141508 რა განაცხადებები გაუკეთებია და რა არ უთქვამს ლევან ბერძენიშვილს მეფეებსა და სხვა ცნობილ ქართველებზე?

ბერძენიშვილის ვიდეოკოლაჟში შემავალი ორი ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება, ერთი პროგრამულადაა დამუშავებული, განცხადებების ნაწილი კი სიმართლეა: 1. ვიდეო სტალინის შესახებ  კონტექსტის გარეშე ვრცელდება, 2013 წელს გამართულ ლექციაში ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი ცნობა სტალინის ცხოვრების შესახებ გვაფიქრებინებს, რომ ის თბილი და საინტერესო კაცი იყო, თუმცა, მის სიბოროტეში ეჭვი არავის ეპარება და ყველა იცნობს მის, როგორც კაციჭამიას სახეს. 2. ვიდეო ვაჟა-ფშაველას შესახებ ასევე კონტექსტის გარეშე ვრცელდება, ბერძენიშვილი ტერმინებს “სოფლელი”, “ჩამორჩენილი”, “გაუნათლებელი” და “დროს აცდენილ ადამიანი” ვაჟა-ფშაველას შესახებ გავრცელებული მცდარი შეხედულებების აღწერისას იყენებს. 3. ვიდეო ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გაყალბებულია და ამოჭრილია ის ნაწილი, სადაც ბერძენიშვილი ამბობს, რომ კვარაცხელიას კარგ ფეხბურთელად მოხსენიება მასაც გაუხარდება. 4. ქართველი მეფეების – ერეკლე მეორეს, გიორგი ბრწყინვალესა და თამარ მეფის შესახებ ბერძენიშვილის ვიდეოში მოყვანილი განცხადებები სიმართლეა.

ვიდეო, რომელშიც ბერძენიშვილი სტალინზე საუბრობს, კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ვიდეოკოლაჟის პირველი ნაწილი, სადაც ბერძენიშვილი იოსებ სტალინს თბილ და საინტერესო კაცად მოიხსენიებს, 2013 წლის 16 დეკემბერს ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში გამართული საჯარო ლექციიდანაა. ლექცია ადამიანებზე მხატვრული ცოდნის გავლენას ეხებოდა. ბერძენიშვილის მტკიცებით, მხატვრული ცოდნის მთავარი ფუნქცია ადამიანში სიცოცხლის უნარის გაძლიერებაა და ამ მტკიცების ნაწილია დებულება, რომ მხატვრული ცოდნა ადამიანს უკეთესს არ ხდის. ბერძენიშვილს იოსებ სტალინის მაგალითი სწორედ ამ დებულების დასამტკიცებლად მოჰყავს.   

ბერძენიშვილის მიხედვით, არსებობს მყარი ცნობები, რომ სტალინს სულ ცოტა 20 000 წიგნი ჰქონდა წაკითხული და ის არ ჯდებოდა სტერეოტიპში, რომ კრიმინალი ადამიანი აუცილებლად გაუნათლებელია. 

იმას, რომ სტალინი “თბილი კაცი” იყო ბერძენიშვილი სტალინის მეგობრებისადმი დამოკიდებულების კონტექსტში ახსენებს და მაგალითად მოჰყავს როგორ ეძებდა სტალინი ხუთი ღამე მოსკოვში ბინას ბერიასთვის. რაც შეეხება ფრაზას, რომ სტალინი საინტერესო ადამიანი იყო, მას ბერძენიშვილი იმ ცნობის შემდეგ აჟღერებს, რომ სტალინი სახელმწიფო საქმეების დასრულების შემდეგ ქალიშვილს საშინაო დავალებას უსწორებდა, თუმცა ბერძენიშვილის მიხედვით, სტალინის ნამდვილი სახის შესახებ ყველასათვის ცნობილია.

ლევან ბერძენიშვილი: “ეს ყველაფერი არის იმის შემდეგ, რაც ჩვენ ვიცით ვინ იყო ის [სტალინი] სინამდვილეში, კაციჭამია, რომელმაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა ადამიანების ხორცის ჭამაში, გადამუშავებაში… და ჰიტლერი და სხვები პატარა ჯუჯები არიან მასთან შედარებით, თუ რიცხვით იქნება.”

ამასთან, ბერძენიშვილის მიხედვით, დიდი რაოდენობით მხატვრული ლიტერატურის გაცნობამ სტალინი უფრო ზნეობრივი ან მორალური ადამიანი ვერ გახადა, არამედ ის გახდა უფრო ძლიერი, იმ თვალსაზრისით, რომ მან თავი არ მოიკლა, რაშიც ბერძენიშვილი როგორც პირდაპირი თვითმკვლელობის მცდელობას, ასევე სასმელზე, სიგარეტზე ან სხვა რამეზე დამოკიდებულებას მოიაზრებს

ლექციის დასაწყისში ბერძენიშვილი იმასაც ამბობს, რომ სტალინის ბოროტებაში ეჭვი არავის, მათ შორის თავად სტალინსა და მის უახლოეს გარემოცვასაც არ შეუტანია

შესაბამისად, ფეისბუქზე გავრცელებულ კოლაჟში ბერძენიშვილის მიერ სტალინზე ნათქვამი ფრაზები კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და მსმენელს მცდარ შთაბეჭდილებას უქმნის, რომ ბერძენიშვილი სტალინს აქებს. 

ბერძენიშვილის ვიდეო ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პროგრამულადაა დამუშავებული

ვიდეოკოლაჟის შემდეგ ვიდეოში ბერძენიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ თუ ვინმე კვარაცხელიას შესახებ იტყვის, რომ ის კარგი ფეხბურთელია, არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ეს პატარა ხალხის დამახასიათებელი ჩვეულებრივი თვისებაა. აღნიშნული ვიდეო თავდაპირველად 2022 წლის სექტემბერში გავრცელდა და ის “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა. ვიდეო პროგრამულადაა დამუშავებული და ამოჭრილია ის ნაწილი, სადაც ბერძენიშვილი ამბობს, რომ კვარაცხელიას კარგ ფეხბურთელად მოხსენიება მასაც გაუხარდება. ვრცლად იხილეთ მასალაში: 

ვიდეო, რომელშიც ბერძენიშვილი ვაჟა-ფშაველას შესახებ საუბრობს კონტექსტის გარეშე ვრცელდება

კოლაჟის მესამე ვიდეო, სადაც ბერძენიშვილი ვაჟა-ფშაველას სოფლელ, ჩამორჩენილ, გაუნათლებელ და დროს აცდენილ ადამიანს უწოდებს, “მითების დეტექტორმა” 2022 წლის 25 მაისს გადაამოწმა და დაადგინა, რომ ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდებოდა და ფრაზები, რომლებსაც ბერძენიშვილი ვაჟა-ფშაველას შესახებ მცდარი შეხედულებების აღსაწერად იყენებდა, თავად ბერძენიშვილის აზრებად იყო წარმოჩენილი. ვრცლად წაიკითხეთ მასალაში: 

ბერძენიშვილის ფრაზები დავით აღმაშენებლის შთამომავლებისა და ერეკლე II-ს შესახებ ნამდვილია

ფრაზები, რომლებიც დანარჩენ ორ ვიდეოში ჟღერდება, ბერძენიშვილმა ნამდვილად თქვა. ერეკლე II-სა და დავით აღმაშენებლის შთამომავლების შესახებ მან ბლოგერ გიორგი კვარაცხელიასთან ისაუბრა. ინტერვიუ სრული სახით ბლოგერის იუთუბ არხზეა განთავსებული

ბერძენიშვილმა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეზე საუბრისას ერეკლე II-სა და ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკას შორის პარალელი გაავლო:  

ლევან ბერძენიშვილი: “სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა და “ომი გინდათ?!” და ერეკლემაც მაგი თქვა რა, აბა ომი გინდათო, კაცო, მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო, ხოდა მე მეკითხებოდა ომი გინდაო. მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა ომი, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება.” 

ინტერვიუს კიდევ ერთ მონაკვეთში ბერძენიშვილი ამბობს, რომ მას არ ეშინია და ოპტიმიზმს ინარჩუნებს და სჯერა, რომ ქვეყანაში ყველაფერი გამოსწორდება

ლევან ბერძენიშვილი: არ არსებობს პოლიტიკაში გამოუსწორებელი შეცდომები, არათუ ერთხელ გყავდა ბიძინა…დაღუპული… რას ამბობ, კაცო, ბიძინა კი არა, დავით აღმაშენებელს შვილი, შვილიშვილი, შვილთაშვილი – ყველა იდიოტი ჰყავდა და ყველა უსინდისო და უკანონო ჰყავდა, დავით აღმაშენებელს, ყველაზე დიდ კაცს და იმხელა ქვეყანა გააკეთა, ერთი წამით არ იფიქრა, ამას ვინ მოუვლის, ამას ხო დავით აღმაშენებელი სჭირდება მუდმივად, ხო? ეს პასუხისმგებლობა ვერ იგრძნო”

ბერძენიშვილის ფრაზები გიორგი ბრწყინვალესა და თამარ მეფეზე ნამდვილია

ვიდეოკოლაჟის ბოლო ვიდეოში ბერძენიშვილი გიორგი ბრწყინვალესა და თამარ მეფეზე საუბრობს. ეს ვიდეო კომპანია “OPPA-ს” კლუბის “OPPALUMEN-ის” მიერ ორგანიზებული საჯარო ლექციიდანაა ამოჭრილი, სახელად “გმირის მოგზაურობა”. ლექციის ერთ-ერთ მონაკვეთში ბერძენიშვილი დავით აღმაშენებლის წარმატების შესახებ საუბრობდა. ბერძენიშვილის მიხედვით, დავით IV-ის წარმატების საფუძველი იყო ის, რომ მან არჩევანი ერთი მხრივ, საკუთარ წარმატებას, ხალხის სიყვარულსა და სასუფეველში მოხვედრას და მეორე მხრივ, საქართველოს აღმშენებლობას შორის, სწორედ ამ უკანასკნელზე შეაჩერა. 

ბერძენიშვილის მიხედვით, საქართველოს სხვა მეფეებმა ამგვარი არჩევანი არ გააკეთეს

ლევან ბერძენიშვილი: “რატომაა ასე წარმატებული, რატომაა, რომ ამხელა ისტორიის მერე ერთი მეფე გვყავს სამაგალითო, დავით აღმაშენებლის მსგავსი ხომ არავინ არ არი, ჩვენ შეიძლება ვთქვათ – გიორგი ბრწყინვალე, ჰაჰ, ბრწყინვალე, რომლის დროსაც დავკარგეთ ნახევარი საქართველო, თამარ მეფე, მაგაზე ლაპარაკიც არ მინდა, იმიტომ რომ ეს იყო კატასტროფა ჩვენს ისტორიაში, თამარის მეფობა. ის იმდენად არასწორი იყო ქრისტიანული თვალსაზრისით, რომ შეეჯახა ერთმანეთს მეფობა და რელიგია და საქართველო დაიბნა.”

ლექციის კიდევ ერთ მონაკვეთში ბერძენიშვილი დავით აღმაშენებლისა და სხვა მეფეების პოპულარობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქართველ მეფეებს შორის ხალხის ფავორიტი მეფეები – თამარი და ერეკლე II, ამავდროულად ორი ყველაზე წარუმატებელი მეფეა. 

ლევან ბერძენიშვილი: “დავით აღმაშენებელი არ იყო პოპულარული მეფე. ეხლა გეტყვით დიდ საოცრებას – საქართველოში ხალხის საყვარელი მეფეები არიან თამარი და ერეკლე. ორი ყველაზე წარუმატებელი ჩვენი მეფე არის ხალხის სიყვარულის საგანი, დავით აღმაშენებელი – არა.”

აღსანიშნავია, რომ ქართველ მეფეებზე, განსაკუთრებით ერეკლე მეორესთან დაკავშირებით, ლევან ბერძენიშვილის განცხადებები აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, თუმცა ხშირად ბერძენიშვილს იმ ციტატებს მიაწერენ, რაც მას არ უთქვამს ან მის განცხადებებს უკონტექსტოდ, დამახინჯებულად ავრცელებენ. ბერძენიშვილი სახელისუფლებო აქტორების სამიზნეც გამხდარა.

ლევან ბერძენიშვილზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ გადამოწმებული ინფორმაცია:

წყაროს შესახებ: 

ფეისბუქ გვერდი აგენტურა 2023 წლის 17 თებერვალს Georgian archive-ის სახელით შეიქმნა და მას შემდეგ რამდენიმე სახელი გამოიცვალა. 

Screenshot 2023 08 04 141515 რა განაცხადებები გაუკეთებია და რა არ უთქვამს ლევან ბერძენიშვილს მეფეებსა და სხვა ცნობილ ქართველებზე?

გვერდი ქართველი ოპოზიციონერებისა და ჟურნალისტების, ასევე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მადისკრედიტირებელ პოსტებს რეგულარულად აქვეყნებს. პოსტების დიდი ნაწილი ანტიდასავლური და ჰომოფობიური შინაარსისაა. 

Screenshot 2023 08 04 141530 რა განაცხადებები გაუკეთებია და რა არ უთქვამს ლევან ბერძენიშვილს მეფეებსა და სხვა ცნობილ ქართველებზე?

2023 წლის ივლისის ბოლოს გვერდი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიაშიც მონაწილეობდა. 24 ივლისს გვერდზე გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ მარგველაშვილმა სააკაშვილის ქებითვის 11 500 დოლარი მიიღო. 

Screenshot 2023 08 04 141536 რა განაცხადებები გაუკეთებია და რა არ უთქვამს ლევან ბერძენიშვილს მეფეებსა და სხვა ცნობილ ქართველებზე?

აღსანიშნავია, რომ Facebook Ad Library-ის მიხედვით, გვერდზე განთავსებული პოსტების დიდი ნაწილი დასპონსორებული იყო

Screenshot 2023 08 04 141543 რა განაცხადებები გაუკეთებია და რა არ უთქვამს ლევან ბერძენიშვილს მეფეებსა და სხვა ცნობილ ქართველებზე?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist