როგორ დაუკავშირეს ადამიანის ხორცის ჭამაზე შვედი პროფესორის მოსაზრება ლევან ბერძენიშვილის განცხადებას?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

128
VIEWS

13 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა მაია დვალიძემ საკუთარი 2019 წლის პოსტი გააზიარა, რომელიც კანიბალიზმს ეხებოდა. პოსტის მიხედვით, პროფესორმა მაგნუს სოდერლუნდმა და მისმა კოლეგებმა სტოკჰოლმის გასტრონომიული სამიტის ფარგლებში გამართულ კვების ბაზრობაზე დედამიწაზე ეკოლოგიური კატასტროფის შეჩერების გზად კანიბალიზმი წარმოადგინეს. დვალიძე პოსტში წერს, რომ აღნიშნული ამბავი ლევან ბერძენიშვილის თემის გაგრძელებაა და ბერძენიშვილი ადამიანის ხორცის ჭამაზე თავის ლექციებში 2020 წლიდან საუბრობს.

დვალიძის პოსტი სხვა ორმა ფეიბუქ ანგარიშმაც გაავრცელა (1,2). სამივე პოსტს თან ერთვის ქართულენოვანი სტატიის სქრინშოტი, რომელზეც შვედური გადაცემის ამსახველი ფოტო ჩანს. 2019 წელს ამ თემაზე სტატია “საქართველო და მსოფლიომაც” გამოაქვეყნა სათაურით “ადამიანის ხორცის ჭამა ნორმად უნდა იქცეს”.

shvedi prophesori kanibalizmze როგორ დაუკავშირეს ადამიანის ხორცის ჭამაზე შვედი პროფესორის მოსაზრება ლევან ბერძენიშვილის განცხადებას?

ინფორმაცია ადამიანის ხორცის ჭამაზე შვედი მეცნიერის მოსაზრებების შესახებ, ლევან ბერძენიშვილის განცხადებასთან მანიპულაციურად არის დაკავშირებული. მაგნუს სოდერლუნდი ინტერვიუში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ შესაძლო საკვების დეფიციტსა და იმ რადიკალურ ზომებზე საუბრობდა, რომლებსაც კაცობრიობამ შესაძლოა მომავალში მიმართოს. რაც შეეხება ლევან ბერძენიშვილს, ის 2013 წლის ლექციაში იმაზე საუბრობდა, თუ როგორ განმარტავს ვაჟა-ფშაფელა მტრობას “ალუდა ქეთელაურში”. 

მარკეტინგის სპეციალისტი და ბიჰევიორისტი მაგნუს სოდერლუნდი შვედეთის ტელევიზიის მეოთხე არხზე სტუმრად 2019 წლის 3 სექტემბერს იყო. ამ პერიოდში ის სტოკჰოლმში გამართულ გასტრო სამიტში სახელად “მომავლის საკვების შესახებ” მონაწილეობდა. სოდერლუნგმა გადაცემაში კლიმატის ცვლილების გამო მომავალში საკვების შესაძლო დეფიციტის შესახებ ისაუბრა და ის რადიკალური ზომები მიმოიხილა, რომელთა მიღებაც შეიძლება კაცობრიობას მოუწიოს. ასეთ ზომებს შორის მან სხვადასხვა მწერის, შინაური ცხოველებისა და გარდაცვლილი ადამიანების შეჭმა დაასახელა

shvedi prophesori kanibalizmze1 როგორ დაუკავშირეს ადამიანის ხორცის ჭამაზე შვედი პროფესორის მოსაზრება ლევან ბერძენიშვილის განცხადებას?

ფეისბუქზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბიჰევიორისტი კანიბალიზმს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მეთოდად ასახელებდა მცდარია, ის ამ ზომას იმის საილუსტრაციოდ აღწერდა, რამდენად მძიმე და მასშტაბური შეიძლება კლიმატის ცვლილების შედეგად გაჩენილი საკვების დეფიციტი აღმოჩნდეს (1,2). 

ასევე, ფეისბუქ პოსტებიდან იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს სოდერლუნდი კანიბალიზმის რეკლამირებას ეწევა, ან მას სასურველ შესაძლებლობად წარმოაჩენს. ინტერვიუში ის აღნიშნავს, რომ კარგად ესმის იმ ტაბუს არსებობის შესახებ, რომელიც ადამიანის ხორცის ჭამას უხსოვარი დროიდან ახლავს, თუმცა, მისი აზრით, არასაკმარისი საკვების არსებობის პირობებში, ადამიანები იძულებულები გახდებიან საკვების ახალი გზების მოძიება დაიწყონ, რომელთა შორისაც შესაძლოა კანიბალიზმიც აღმოჩნდეს. 

მაია დვალიძე კანიბალიზმის შესახებ გაჟღერებულ მტკიცებასთან ერთად პოსტში წერს, რომ “ნაქები დასავლეთის” გაგონებაც აღარ უნდა, რომ კაცობრიობა “არეულია”, თუმცა საქართველო გლობალურ ფონზე უკეთეს დღეშია და ჯერ კიდევ აქვს გადარჩენის დიდი შანსი. აღნიშნული ნარატივი დასავლური ღირებულებების დისკრედიტირება და იმ გზავნილის გავრცელებაა, რომ საქართველო მისი ღირებულებებით დასავლური ქვეყნებისგან განსხვავდება. 

კანიბალიზმის თემის ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირება

ფეისბუქზე გავრცელებული სამი პოსტიდან ორის აღწერაში ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილია ნახსენები, მაია დვალიძე წერს, რომ ბერძენიშვილი ამ თემაზე თავის ლექციებში 2020 წლიდან საუბრობდა. გავრცელებულ ინფორმაციას ბერძენიშვილთან ერთ-ერთი პოსტის კომენტარებშიც არაერთი ფეისბუქ მომხმარებელი აკავშირებს. 

shvedi prophesori kanibalizmze2 როგორ დაუკავშირეს ადამიანის ხორცის ჭამაზე შვედი პროფესორის მოსაზრება ლევან ბერძენიშვილის განცხადებას?

კანიბალიზმის თემის დაკავშირება ლევან ბერძენიშვილთან მას შემდეგ დაიწყო, რაც მაისის შუა რიცხვებში ფეისბუქზე მისი 2013 წელს გამართული ლექციის ფრაგმენტი გავრცელდა. ფრაგმენტში ბერძენიშვილი ალუდა ქეთელაურის სიზმარსა და ხევსურეთში ძველად გავრცელებულ ტრადიციაზე საუბრობს, რომელიც მტრისთვის ხელის მოკვეთას გულისხმობდა. 

ლექციის ფრაგმენტები სოციალურ ქსელებსა და მედიაში სხვადასხვა აღწერით გავრცელდა და ის ბერძენიშვილის დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენეს. ძირითადი გზავნილი, რაც ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ ვრცელდებოდა, იმას გულისხმობდა, რომ ბერძენიშვილი კანიბალებად სწორედ ხევსურებს მოიხსენიებს.

12 მაისს მოძრაობა “ხალხის ძალის” ფეისბუქ გვერდზე, ასევე რამდენიმე, მათ შორის პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ონლაინ საინფორმაციო სააგენტოების გვერდებზე (1,2,3,4,5)  „ხალხის ძალის” წევრის, ზურაბ ქადაგიძის კომენტარი გავრცელდა, რომელშიც ის ბერძენიშვილს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს და საკუთარი შეხედულებების მიმართ კრიტიკისა და ბარიერის არქონაში სდებს ბრალს.

shvedi prophesori kanibalizmze3 როგორ დაუკავშირეს ადამიანის ხორცის ჭამაზე შვედი პროფესორის მოსაზრება ლევან ბერძენიშვილის განცხადებას?

ამავე გზავნილს ავრცელებდნენ პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული ტელევიზია “ალტ-ინფო”. 16 მაისს გვერდზე “ალტ-ნიუსი”, ასევე კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის შოთა მარტინენკოს გვერდზე გავრცელდა გადაცემა “ალტ-ანალიტიკის” ნაწყვეტი, სადაც წამყვანები ბერძენიშვილის ლექციის მცირე მონაკვეთს აჩვენებენ და შემდეგ მას განიხილავენ. ორივე პოსტს დართული აქვს აღწერა: “ლევან ბერძენიშვილი: ხევსურები კანიბალები იყვნენ”. მსგავსი მტკიცება გაჟღერდა კონსერვატიული მოძრაობის წევრის ჯარჯი ნონაშვილის 12 მაისს გამოქვეყნებულ ვიდეოში და ტელეკომპანია “სეზონის” გადაცემაში.

shvedi prophesori kanibalizmze4 როგორ დაუკავშირეს ადამიანის ხორცის ჭამაზე შვედი პროფესორის მოსაზრება ლევან ბერძენიშვილის განცხადებას?

მეორე გზავნილი, რომელიც ბერძენიშვილის მისამართით ვრცელდებოდა, მას კანიბალიზმის რეკლამირებაში, ან ნორმალიზების მცდელობაში დადანაშაულებას გულისხმობდა. 11 მაისს POSTV-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ ლექციის მხოლოდ ის მონაკვეთი გამოაქვეყნა, სადაც ბერძენიშვილი ადამიანის ხორცის სტრუქტურასა და გემოზე საუბრობს. პოსტის ავტორის აღწერის მიხედვით, რამდენიმე დღით ადრე მსგავსი ფრაზა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმაც გააჟღერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უნივერსიტეტში “კანიბალობას აჩვევენ”. 

ცალკეული ფეისბუქ ანგარიშები, რომლებიც კონსპირაციის თეორიებს ხშირად ავრცელებენ, ბერძენიშვილს კანიბალიზმის რეკლამირებასა და ნორმალიზების მცდელობაში სდებდნენ ბრალს (1,2). 

shvedi prophesori kanibalizmze78 როგორ დაუკავშირეს ადამიანის ხორცის ჭამაზე შვედი პროფესორის მოსაზრება ლევან ბერძენიშვილის განცხადებას?

 

ფეისბუქზე ასევე გავრცელდა პოსტები ბერძენიშვილის სტუდენტებთან ურთიერთობის აკრძალვის მოთხოვნით (1,2,3,4,5). ასეთივე მოწოდებაა გაჟღერებული დეკანოზი თეოდორე გიგნაძის 15 მაისს გავრცელებულ სიტყვაშიც.

shvedi prophesori kanibalizmze6 როგორ დაუკავშირეს ადამიანის ხორცის ჭამაზე შვედი პროფესორის მოსაზრება ლევან ბერძენიშვილის განცხადებას?

როგორც ლექციის სრული ჩანაწერიდან ჩანს, ბერძენიშვილი ამ მონაკვეთში ზოგადად მტრისა და მტრობის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვაჟა-ფშაველა ფანტასმაგორიულ სურათს აღწერს, თუ როგორ უნდა შეჭამო მტერი. ამას გარდა, ბერძენიშვილი ამბობს, რომ მტრობას სხვა გამართლება არ აქვს, გარდა იმისა, რომ ადამიანი კვებითი ღირებულების მქონე არსებაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მონაკვეთში ბერძენიშვილი ხევსურებსაც ახსენებს, ნათლად არ ჩანს, რომ ბერძენიშვილი მტრის შეჭმას სწორედ ხევსურებს მიაწერს. ჩანაწერიდან ნათელია, რომ ბერძენიშვილი კანიბალიზმს არ ადვოკატირებს.

ბერძენიშვილმა ლექციის ამ მონაკვეთის შინაარსი “რადიო თავისუფლებასთან” გაკეთებულ კომენტარში განმარტა და აღნიშნა, რომ მისთვის “ალუდა ქეთელაური” კაცობრიობაზე დაწერილი ნაწარმოებია და თავად ვაჟა-ფშაველა უფრო მეტი, ვიდრე ფშავისა და ხევსურების ინტერესების გამომხატველი

15 მაისს ბერძენიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის სახლთან ოცამდე ნიღბიანი პიროვნება იმყოფებოდა, რომლებმაც ადგილი პოლიციის გამოძახების შემდეგ დატოვეს. ბერძენიშვილის წინააღმდეგ აგორებულ სიძულვილის კამპანიასა და მის სახლთან უცნობი პირების შეკრებას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა, რომელმაც ბერძენიშვილს “უცხოელი აგენტი” და “საცოდავი კაცი”  უწოდა, რომელსაც მენტალური პრობლემები აქვს

ეს ბერძენიშვილის დისკრედიტაციის პირველი მცდელობა არაა. 2023 წლის იანვარში ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციის კამპანიაში სახელისუფლებო და პრორუსულ ჯგუფები იყვნენ ჩართული. ამ შემთხვევაში ბერძენიშვილი სამიზნე ერეკლე II-ის კრიტიკის გამო გახდა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალაში:

წყაროების შესახებ: 

ფეისბუქ მომხმარებლებს მაია დვალიძეს და ლევან თავდიშვილს (1,2) ანტიდასავლური და ანტივაქსერული შინაარსის ყალბი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებიათ. 

არქივის ლინკები: 1, 2, 3


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: შვედეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist