ბჟეზინსკის ყალბი ციტატა სათავეს რუსული წყაროებიდან იღებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.8k
VIEWS

2021 წლის 20 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Levan Tavdishvilii-მა ამერიკის პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, დიპლომატის ზბიგნევ ბჟეზინსკის ციტატა გამოაქვეყნა. ციტატის მიხედვით, მსოფლიოში სხვადასხვა სახის კრიზისები, ომები, შიმშილი, ეპიდემიები იქამდე არ დასრულდება, ვიდრე ერთიანი მსოფლიო წესრიგი არ დამყარდება. ციტატაში ბჟეზინსკი ასევე ამბობს, რომ “ერთიანი მსოფლიო წესრიგი” მაინც დამყარდება, იმის მიუხედავად, ხალხს ეს სურს თუ არა და ვიდრე ეს მიზანი არ განხორციელდება, კაცობრიობა “მართულ ქაოსში” იცხოვრებს, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გაუარესდება. Levan Tavdishvilii-ის პოსტს თან ახლავს ბჟეზინსკის ფოტოც, რომელზეც ციტატის რუსული თარგმანია წერია.

27 ოქტომბრის მონაცემებით Levan Tavdishvilii-ის პოსტს 251 გაზიარება აქვს. იდენტური პოსტი და ფოტო 22 ოქტომბერს კიდევ ერთმა ფეისბუქ მომხმარებელმა თიკო თურმანიძემაც გამოაქვეყნა. ბჟეზინსკის აღნიშნული ციტატის წყარო არცერთ პოსტში არ არის მითითებული.

"

ზბიგნევ ბჟეზინსკის აღნიშნული ციტატა რუსულენოვან სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე 2012 წლიდან წყაროს მითითების გარეშე ვრცელდება, თუმცა ციტატის არც სრული ვერსია და არც მისი ცალკეული ფრაგმენტი არცერთ სანდო ღია წყაროში, მათ შორის არც ბჟეზინსკის არქივში არ გვხვდება. არ არსებობს მტკიცებულებები, რომ გავრცელებული ციტატის იდენტური ან შინაარსობრივად მსგავსი სიტყვები ამერიკელმა დიპლომატმა მართლაც წარმოთქვა ან დაწერა.  

ბჟეზინსკის გავრცელებული ციტატის და მისი ფრაგმენტების ინგლისური თარგმანის სხვადასხვა საძიებო ხელსაწყოთი ძიებისას ამერიკელი დიპლომატის მსგავსი სიტყვები არ იძებნება. ციტატა “ერთიანი მსოფლიო წესრიგის”, “მართული ქაოსის”, ეპიდემიებითა და ომებით შექმნილი დაუსრულებელი კრიზისის შესახებ არც ამერიკის კონგრესის ბიბლიოეკაში დაცული ბჟეზინსკის გაციფრულებულ არქივში გვხვდება, რომელიც ყოფილი დიპლომატის საჯარო გამოსვლებს, წერილებისა და ინტერვიუების ტრანსკრიპტებს აერთიანებს.

როგორც Yandex-ის საძიებო სისტემები გვიჩვენებს, აღნიშნული ციტატა რუსულენოვან ინტერნეტსივრცეში ფართოდაა გავრცელებული და იგი სოციალურ ქსელებშივებ-გვერდებსა და ბლოგებზე გვხვდება. ციტატა პირველად რუსული პლატფორმის livejournal.com-ის მომხმარებელმაiov75-მა 2012 წლის 1 სექტემბერს თავის ბლოგთან ერთად გამოაქვეყნა. ბლოგში ციტატა 2009 წლის 4 ივნისით არის დათარიღებული და შემდეგი სიტყვებით იწყება: “ეს  კრიზისი არც აგვისტოში დასრულდება, არც სექტემბერში, არც ოქტომბერში, არც ნოემბერში, არც 2010 წელს, არც 2012-ში და არც 2015-ში…” ბლოგში ციტატის წყარო მითითებული არ არის. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ბლოგის დასაწყისში ბჟეზინსკის კიდევ ერთი გაყალბებული, კონსპირაციული ციტატა გვხვდება, რომელშიც ნათქვამია, რომ “ახალი მსოფლიო წესრიგი რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთის ნანგრევებზე” უნდა შეიქმნას.

"

2012 წლის შემდეგ სხვა რუსული პლატფორმების მომხმარებლებიც ციტატას 2009 წლის 4 ივნისით ათარიღებდნენ, თუმცა ციტატის კონკრეტულ წყაროს არასდროს უთითებენ.

"
ღია წყაროებით 2009 წლის 4 ივნისს ბჟეზინსკის მხოლოდ ერთი ინეტერვიუ იძებნება, რომელიც ყოფილმა დიპლომატმა ამერიკული მედიის NBC-ის გადაცემას, “The Rachel Maddow Show”-ს მისცა. NBC NEWS-ის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია გადაცემის სრული ტრანსკრიპტი, თუმცა მასში აღნიშნული ციტატა არ გვხვდება. რეიჩელ მადოუს შოუში ბჟეზინსკი ბარაკ ობამას მიერ 1953 წელს ირანის მთავრობის ჩამოგდებაში ამერიკის როლის აღიარებაზე და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და სიტყვებს “კრიზისი” და “მსოფლიო წესრიგი” საერთოდ არ ახსენებს. რუსულ წყაროებში დასახელებულ თარიღთან ახლოსაა ბჟეზინსკის კიდევ ერთი საჯარო გამოსვლა: 2009 წლის 5 ივნისს ბჟეზინსკი “ RAND Corporation”-ის პანელურ დისკუსიაზე აშშ-ირანის პოლიტიკის შესახებ საუბრობდა, თუმცა აღნიშნული ციტატა არც კონფერენციის ჩანაწერში გვხვდება.

2020 და 2021 წელს ბჟეზინსკისთვის მიწერილ ციტატას twitter-ის და რუსული სოციალური ქსელის ВКонтакте-ს მომხმარებლები კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში ავრცელებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ პანდემიით გამოწვეული მსოფლიო კრიზისი გლობალისტურმა ელიტებმა ჯერ კიდევ 2009 წელს დაგეგმეს.

აღსანიშნავია, რომ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ზბიგნევ ბჟეზინსკის ყალბ ციტატებს ქართული კრემლისტური მედიები ადრეც ავრცელებდნენ. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist