რა თქვა რეალურად ლევან ბერძენიშვილმა მიხეილ ჯავახიშვილსა და ილია ჭავჭავაძეზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

497
VIEWS

25 იანვარს პროსახელისუფლებო და ოპოზიციის მადისკრედიტირებელმა ფეისბუქ-გვერდმა და  იდენტური სახელწოდების ანგარიშმა “ტერენტი გლდანელი” ლიტერატურათმცოდნე ლევან ბერძენიშვილის ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში ბერძენიშვილი ამბობს: “ყოველ შემთხვევაში, ჯავახიშვილთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, მანაც საშინელება ჩაიდინა, როგორც ილია ჭავჭავაძემ, პირდაპირ სულში ჩაგვაფურთხა”. 

Screenshot 9 7 რა თქვა რეალურად ლევან ბერძენიშვილმა მიხეილ ჯავახიშვილსა და ილია ჭავჭავაძეზე?

გავრცელებული ვიდეო არასრული სახით ვრცელდება, რაც ბერძენიშვილის თავდაპირველ ციტატას მნიშვნელობას უცვლის. რეალურად, ლევან ბერძენიშვილმა მიხეილ ჯავახიშვილსა და ილია ჭავჭავაძეს შორის პარალელი ქართველი ერის კრიტიკის კუთხით გაავლო, სწორედ ეს იგულისხმება ფრაზაში “პირდაპირ სულში ჩაგვაფურთხა”. ბერძენიშვილი სრულ ვიდეოში ორივე მწერლის მიმართ პატივისცემას გამოხატავს. 

ტერენტი გლდანელის მიერ გამოქვეყნებული 10-წამიანი ვიდეო ლევან ბერძენიშვილის  2016 წელს გამართული 2-საათიანი ლექციიდან არის ამოჭრილი. ბერძენიშვილმა მიხეილ ჯავახიშვილთან დაკავშირებით ლექცია მწერლის დაბადების დღეს 20 ნოემბერს წაიკითხა.

ბერძენიშვილი მთელი ლექციის განმავლობაში მიხეილ ჯავახიშვილის სამწერლო ოსტატობასა და დადებით პიროვნულ თვისებებს უსვამს ხაზს. ის არაერთხელ აღნიშნავს, რომ ჯავახიშვილი საბჭოთა კავშირის სისტემას დაუპირისპირდა, რამაც საბოლოოდ მისი სიცოცხლე შეიწირა. 

ბერძენიშვილი მიხეილ ჯავახიშვილსა და ილია ჭავჭავაძეს შორის პარალელს ქართველი ერის კრიტიკის კუთხით ავლებს. სწორედ ამას გულისხმობს ბერძენიშვილი, როცა ამბობს, რომ ჯავახიშვილმა “პირდაპირ სულში ჩაგვაფურთხა”. სრულ ციტატაში ბერძენიშვილი ამბობს, რომ სწორედ “სულში ჩაფურთხებად” იქნა აღქმული ჯაყოს ხიზნები, რომელშიც ჯავახიშვილმა თეიმურაზ ხევისთავის სახით აჩვენა ქართველი კაცი, რომელმაც ყველაფერი ღირებული მტერს ჩააბარა. 

სრული ციტატა არასრული, უკონტექსტო ციტატა
ლევან ბერძენიშვილი: “ყოველ შემთხვევაში, ჯავახიშვილთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, მანაც საშინელება ჩაიდინა, როგორც ილია ჭავჭავაძემ, პირდაპირ სულში ჩაგვაფურთხა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ასე იქნა აღქმული “ჯაყოს ხიზნები”. რა არის იქ ასეთი საშინელი? საშინელი არის ის, რომ ქართველი კაცი იმდენად დაკნინდა, იმდენად დაეცა, რომ თავისი ხელით ჩააბარა თავისი მთელი საკუთრება, ცოლის და სილამაზის, პატიოსნების და ყველაფრის ჩათვლით ჩააბარა უსაშინლეს მტერს.” ლევან ბერძენიშვილი: ყოველ შემთხვევაში, ჯავახიშვილთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, მანაც საშინელება ჩაიდინა, როგორც ილია ჭავჭავაძემ, პირდაპირ სულში ჩაგვაფურთხა…” 

ლევან ბერძენიშვილს რამდენიმე ისტორიული ფიგურა, მათ შორის ერეკლე მეორე და აკაკი წერეთელი გაკრიტიკებული ჰყავს, ამ საბაბით ის საზოგადოების ნაწილის მხრიდან თავდასხმის ადრესატი რამდენჯერმე გახდა. 22 იანვარს ბერძენიშვილს სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიის, POS TV-ის ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც დისკრედიტაციის კოორდინირებული კამპანია მოჰყვა. ამ თემაზე ვრცლად იხილეთ:

ბერძენიშვილის სახელით გაყალბებული და უკონტექსტო ციტატები სხვადასხვა ცნობილი ადამიანის შესახებ “მითების დეტექტორმა” აქამდეც არაერთხელ გადაამოწმა, ამ ციტატებზე ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist