თქვა თუ არა ბერძენიშვილმა, რომ გიორგი ანწუხელიძე გმირი არ არის?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

712
VIEWS

სოციალურ ქსელში გიორგი ანწუხელიძის შესახებ ლიტერატურათმცოდნე ლევან ბერძენიშვილის შემდეგი ციტატა ვრცელდება (1,2,3,4): “ქართველებმა ისეთ ხალხს მივანიჭეთ გმირის წოდება, სიტყვა გმირის მნიშვნელობა გავაუფასურეთ. მაგალითად, გიორგი ანწუხელიძე – როგორ შეიძლება ტყვედ ჩავარდნილი ჯარისკაცი გმირი იყოს?!”

მათ შორის ვინც ფეისბუქზე ბერძენიშვილის ციტატას აქვეყნებს, არიან ბორჯომის საკრებულოს თავჯდომარე გიორგი ფერაძე, ზესტაფონის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე მამუკა მოდებაძე და პროსახელისუფლებო ფეისბუქ გვერდი “ლიდერი 41”.

Screenshot 15 2 თქვა თუ არა ბერძენიშვილმა, რომ გიორგი ანწუხელიძე გმირი არ არის?

ლევან ბერძენიშვილის აღნიშნული ციტატა მტკიცებულების გარეშე ვრცელდება. ღია წყაროებში ბერძენიშვილის მიერ მსგავსი ან იდენტური შინაარსის კომენტარი არ იძებნება, ხოლო ფეისბუქ პოსტებს ინფორმაციის დამადასტურებელი რაიმე წყარო თან არ ახლავს. თავად ბერძენიშვილმა “მითების დეტექტროთან” კომენტარში ამ განცხადების გაკეთების ფაქტი უარყო.

ღია წყაროებში ლევან ბერძენიშვილის იდენტური ან მსგავსი შინაარსის ციტატა არ იძებნება. პოსტების ავტორებიდან არცერთ მათგანს ინფორმაციის წყაროდ ბერძენიშვილის რაიმე ინტერვიუ, საჯარო გამოსვლა ან ფეისბუქ პოსტი არ მიუთითებია. “მითების დეტექტორი” ლევან ბერძენიშვილსაც დაუკავშირდა. მისი განმარტებით, აღნიშნული ციტატა ან მსგავსი შინაარსის მოსაზრება არასდროს გამოუთქვამს. 

ეს არ არის პირველი შემთხევა, როცა ლევან ბერძენიშვლის დისკრედიტაციის მიზნით მისი ყალბი ციტატები ვრცელდება. “მითების დეტექტორმა” წარსულში არაერთი ასეთი დეზინფორმაცია გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:

წყაროების შესახებ

ციტატა რამდენიმე ფეისბუქ ანგარიშმა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა ფეისბუქ გვერდმა ლიდერი 41-მა გაავრცელეს. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებელი გიორგი ფერაძე, მისი 2021 წლის დეკლარაციის მიხედვით, ბორჯომის საკრებულოში ფრაქცია  “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავჯდომარეა. ხოლო მამუკა მოდებაძე ზესტაფონის საკრებულოში ამავერ პარტიიდან თავჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს. 

Screenshot 17 2 თქვა თუ არა ბერძენიშვილმა, რომ გიორგი ანწუხელიძე გმირი არ არის?

ბერძენიშვილის ციტატის კიდევ ერთი გამავრცელებელი ფეისბუქ მომხმარებელი ნინი აფციაური ძირითადად პრორუსული ტელევიზიის “ალტინფოსა” და პოლიტიკური პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” პოსტებს აზიარებს. 

Screenshot 18 2 თქვა თუ არა ბერძენიშვილმა, რომ გიორგი ანწუხელიძე გმირი არ არის?

რაც შეეხება ლიდერი 41-ს, “მითების დეტექტორმა” გვერდის მიერ გამოქვეყნებული დეზიფორმაციები არაერთხელ გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist