ილია ჭავჭავაძის შესახებ ლევან ბერძენიშვილის სახელით ყალბი ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

444
VIEWS

8-9 ნოემბერს ფეისბუქ-გვერდებმა ლიდერი 41, კონსერვატიული მოძრაობა რუსთავი, გია კერესელიძე/gia kereselidze, Newsagency.ge, კიკის გვერდი და ფეისბუქ-ანგარიშებმა ჩემი საქართველო აქ არის, კონსერვატიული მოძრაობა დუშეთი და ნიკოლოზ კვანჭიანი ლიტერატურათმცოდნე ლევან ბერძენიშვილის სახელით ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებული ციტატა გაავრცელეს. ციტატაში ნათქვამია, რომ ილია მოთამაშე, ლოთი და მოძალადე იყო, ხოლო მის ნაწარმოებებს ღირებულება არ გააჩნიათ. 

ბერძენიშვილის სახელით ილია ჭავჭავაძეზე გავრცელებული ციტატა ყალბია. ბერძენიშვილს საკუთარ საჯარო ლექციებსა და გადაცემებში ილია ჭავჭავაძის ფიგურის უდიდეს მნიშვნელობასა და მის მიმართ პატივისცემაზე არაერთხელ უსაუბრია. ციტატის ნამდვილობა ბერძენიშვილმა “მითების დეტექტორთან” კომენტარშიც უარყო.

ილია ჭავჭავაძის მიმართ შეურაცხმყოფელი ციტატა, რომელსაც ლევან ბერძენიშვილს მიაწერენ, ყალბია, ბერძენიშვილს მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია. ციტატა ღია წყაროებსა და მედიასაშუალებებში არ იძებნება, გარდა ამისა, “მითების დეტექტორი” ციტატის ავთენტურობის გადასამოწმებლად ლევან ბერძენიშვილს დაუკავშირდა, მან აღნიშნა, რომ ციტატა ყალბია.

ლევან ბერძენიშვილს ილია ჭავჭავაძის შემოქმედებისა და მოღვაწეობის უდიდეს მნიშვნელობაზე არაერთხელ უსაუბრია. მაგალითად, გადაცემაში “წიგნები” ლევან ბერძენიშვილი ილია ჭავჭავაძის პორტრეტს განიხილავს და შესავალშივე ამბობს, რომ ილია ჭავჭავაძე ყველაზე მთავარი ქართველი, ერის მამა და ლიდერია და მეფეებისა და პრეზიდენტების გვერდით და მათ ზემოთაც კი უნდა განვიხილოთ. ამავე გადაცემაში, ბერძენიშვილი ამბობს, რომ ილია ბანქოს მოთამაშე, აზარტის მქონე, თამადა და მოქეიფე იყო, თუმცა ამ თვისებებს ილიას, როგორც “აბსოლუტურად ცოცხალი ადამიანის” მახასიათებლებად ასახელებს და იქვე ამატებს, რომ ის “უაღრესად მორალური და ევროპული” იყო. 

ყალბ ციტატაში ნახსენებია, რომ ბერძენიშვილმა ილიას “ლოთი” უწოდა, ერთ-ერთ საჯარო ლექციაზე ბერძენშვილი საპირისპიროს ამბობს, ის ილიას განსხვავებულ ხასიათზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ილიას დალევა არ უყვარდა და უფრო მეტად გურმანი იყო: “დალევაც კი არ უყვარდა, წელიწადში სამჯერ სვამდა სულ და ერთხელ სვამდა მაგრად – ილიაობაზე”.

ბერძენიშვილის ილიასადმი დამოკიდებულებაზე დისკუსია წლების წინაც მიმდინარეობდა, ბერძენიშვილის თქმით, გაზეთმა “ასავალ-დასავალმა” მისი ფრაზის ინტერპრეტაცია მოახდინა. 2016 წელს გამოქვეყნებულ მასალაში ბერძენიშვილი ბიძინა ივანიშვილს პასუხობს, რომელმაც მისი ციტატის ინტერპრეტირება “ასავალ-დასავალის” მსგავსად მოახდინა და ამბობს, ილია ჭავჭავაძე როგორც საზოგადო მოღვაწე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე, როგორც პოეტი.

ლევან ბერძენიშვილი, ლიტერატორი: „ილია ჭავჭავაძე იყო ყველაზე დიდი ქართველი ვინც კი საერთოდ დაბადებულა. მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე ბევრად უფრო დიდი ქართველი, ამას ვამბობ სულ. მე უბრალოდ ვთქვი, რომ ილია ჭავჭავაძის შემოქმედება, მისი პოეზია ისეთივე მნიშვნელოვანი არაა, როგორც მისი საქმიანობა და პოეზიაში ნუ დავმალავთ ამ უზარმაზარ კაცს”.

ბერძენიშვილის გაყალბებული და უკონტექსტო ციტატები სხვადასხვა ცნობილი ადამიანის შესახებ აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა, ამ ციტატებზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist