სოციალურ ქსელში ჟიული შარტავას შესახებ ლევან ბერძენიშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

466
VIEWS

სოციალურ ქსელში (1, 2) ლიტერატურათმცოდნე ლევან ბერძენიშვილის შემდეგი ციტატა “ჟიული შარტავას ეროვნული გმირობის საკითხი გადასახედია. ჩვეულებრივი კორუპირებული ჩინოვნიკი იყო, რაც სამშობლოს ღალატის ტოლფასია” ვრცელდება. 

Screenshot 20 2 სოციალურ ქსელში ჟიული შარტავას შესახებ ლევან ბერძენიშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება

გავრცელებული ციტატა ყალბია. ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლევან ბერძენიშვილმა იდენტური ან მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა. “მითების დეტექტორთან” კომენტარში ციტატის ნამდვილობა ბერძენიშვილმაც უარყო.

ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლევან ბერძენიშვილმა ჟიული შარტავას ეროვნული გმირობის საკითხის შესახებ იდენტური ან მსგავსი აზრი გამოთქვა. 

“მითების დეტექტორი” ლევან ბერძენიშვილს კომენტარისთვის დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ეს გაყალბებული ციტატა სოციალურ ქსელში ადრეც ვრცელდებოდა და ის მას არ ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე  პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებამ (mix.metromone, resonancedaily, split.spnews, digest.pia) ბერძენიშვილის ამ ყალბი ციტატის შესახებ მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის ვაჟის ლაშა ამირეჯიბის ფეისბუქ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში ამირეჯიბი ბერძენიშვილს ჟიული შარტავას ეროვნული გმირობის ეჭვქვეშ დაყენების გამო აკრიტიკებს და “საბჭოთა სუკ-ის” აგენტობაში ადანაშაულებს. პოსტის შემდეგ ამირეჯიბმა ბერძენიშვილის ყალბი ციტატაც გააზიარა.

Screenshot 21 1 სოციალურ ქსელში ჟიული შარტავას შესახებ ლევან ბერძენიშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება

თავიანთ მასალებში მედიასაშუალებებმა ამირეჯიბის გამოხმაურება   ბერძენიშვილის ყალბი ციტატის გარეშე გამოაქვეყნეს. 

Screenshot 22 2 სოციალურ ქსელში ჟიული შარტავას შესახებ ლევან ბერძენიშვილის ყალბი ციტატა ვრცელდება

“მითების დეტექტორმა” ლევან ბერძენიშვილის გაყალბებული ციტატები წარსულშიც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: საქართველო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist