სოციალურ ქსელში გვარამიასა და აღმაშენებელზე ბერძენიშვილის ყალბი ციტატები ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

186
VIEWS

ფეისბუქ-პროფილი Snow Den (1, 2) ლიტერატურათმცოდნე ლევან ბერძენიშვილის სახელით 2 ციტატას ავრცელებს. ერთში აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამია გმირია და ასე თავდადებით მეფეებსაც არ უბრძოლიათ, ხოლო მეორეში წერია, რომ დავით აღმაშენებელი  მოღალატე იყო, რადგან ის 10 წელი თურქ-სელჩუკებს ხარკს უხდიდა.

გარდა ამისა, ციტატები ჯგუფებში History of Georgia და ხარაგაულის საგანმანათლებლო სივრცე გავრცელდა.

1 3 სოციალურ ქსელში გვარამიასა და აღმაშენებელზე ბერძენიშვილის ყალბი ციტატები ვრცელდება

2 2 სოციალურ ქსელში გვარამიასა და აღმაშენებელზე ბერძენიშვილის ყალბი ციტატები ვრცელდება

ბერძენიშვილის სახელით გავრცელებული ციტატები ყალბია. მის მიერ გაკეთებული იდენტური ან მსგავსი შინაარსის განცხადება ღია წყაროებში არ იძებნება. ციტატის ნამდვილობა ბერძენიშვილმა “მითების დეტექტორთან” კომენტარშიც უარყო.

დეზინფორმაციაა, თითქოს ბერძენიშვილმა ნიკა გვარამია ქართველი მეფეების თავდადებულ ბრძოლას შეადარა, ხოლო დავით აღმაშენებელი თურქ-სელჩუკებისთვის ხარკის გადახდის გამო მორალატედ მოიხსენია.

ღია წყაროებსა და მედიასაშუალებებში ბერძენიშვილის ამ შინაარსის ციტატა არ იძებნება. “მითების დეტექტორი” ციტატების ავთენტურობის გადასამოწმებლად ლევან ბერძენიშვილს დაუკავშირდა, მან აღნიშნა, რომ ორივე ციტატა ყალბია.

ბერძენიშვილის სხვა გაყალბებულ და უკონტექსტოდ გავრცელებულ ციტატებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

წყაროების შესახებ

ბერძენიშვილის გაყალბებული ციტატა დავით აღმაშენებლის შესახებ ფეისბუქ-ჯგუფში ხარაგაულის საგანმანათლებლო სივრცე ვანო ჭიპაშვილმა გამოკითხვის სახით გაავრცელა და დასვა კითხვა, ეთანხმებოდნენ თუ არა ჯგუფის წევრები ბერძენიშვილს.

ვანო ჭიპაშვილს ფეისბუქზე სამუშაო ადგილად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქვს მითითებული.

3 2 სოციალურ ქსელში გვარამიასა და აღმაშენებელზე ბერძენიშვილის ყალბი ციტატები ვრცელდება

საკუთარ პროფილზე ორივე ყალბი ციტატა ანგარიშმა Snow Den-მა გამოაქვეყნა. მას პროფილზე პერსონალური ინფორმაცია და ფოტოები გამოქვეყნებული არ აქვს. მას მოწონებული აქვს კონსერვატიულ მოძრაობასთან და ალტ-ინფოსთან დაკავშირებული და ასევე პროსახელისუფლებო ტელევიზიების – იმედისა და POSTV-ანალიტიკის ფეისბუქ-გვერდები.

4 2 სოციალურ ქსელში გვარამიასა და აღმაშენებელზე ბერძენიშვილის ყალბი ციტატები ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: საქართველო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist