BBC-ის სახელით იულია ნავალნაიას ყალბი ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

BBC
860
VIEWS

21 აპრილს ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშებზე (1, 2), ასევე ტელეგრამ-არხზე (1) BBC – ის რუსულენოვანი სამსახურის სახელით ალექსეი ნავალნის ქვრივის, იულია ნავალნაიას შემდეგი ციტატა გამოქვეყნდა: “ჩემთვის ნობელის პრემია საუკეთესო დადასტურება იქნებოდა იმისა, რომ ცივილიზებულ სამყაროს ახსოვს ალექსეი ნავალნი და მისი ბრძოლა”. გავრცელებულ სქრინშოტზე სტატიის გამოქვეყნების თარიღად 17 აპრილია მითითებული.

navalnaia1 BBC-ის სახელით იულია ნავალნაიას ყალბი ციტატა ვრცელდება

BBC- ის ვიზუალით გავრცელებული სქრინშოტი და იულია ნავალნაიას ციტატა გაყალბებულია. BBC- მ ნავალნაიას შესახებ სტატია ნამდვილად გამოაქვეყნა, თუმცა, ავთენტიკურ ვერსიაში ის ნობელის პრემიაზე არ საუბრობს და ამბობს, რომ პუტინის წინააღმდეგ იბრძოლებს. 

BBC- ის რუსულენოვანმა სამსახურმა იულია ნავალნაიას შესახებ სტატია 17 აპრილს გამოაქვეყნა, რომელიც ნავალნაიას მიერ TIME- სთვის მიცემულ ინტერვიუს ეყრდნობა. ნავალნაია TIME-ის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში მოხვდა, რის შემდეგაც მან გამოცემას პირველი ინტერვიუ მისცა ქმრის გარდაცვალების შემდეგ.

BBC- ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში, რომლის ვიზუალი და გამოქვეყნების თარიღი (17 აპრილი) გავრცელებული სქრინშოტის იდენტურია, მითითებულია, რომ ეს ნავალნაიას პირველი ინტერვიუა ქმრის გარდაცვალების შემდეგ. არც სტატიის სათაურში და არც ტექსტში ნავალნაია ნობელის პრემიას არ ახსენებს. ის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასა და მომავალ გეგმებზე საუბრობს. მისი თქმით, ქმრის გზას გააგრძელებს და პუტინის წინააღმდეგ იბრძოლებს. 

navalnaia2 BBC-ის სახელით იულია ნავალნაიას ყალბი ციტატა ვრცელდება

“მითების დეტექტორმა” BBC-ის სახელით გავრცელებული ყალბი ინფორმაცია წარსულშიც გადაამოწმა. ვრცლად, იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist