BBC-ს სახელით ჭარბი სიკვდილიანობისა და ვაქცინების კავშირზე დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

157
VIEWS

14 მარტს ფეისბუქ-ანგარიშმა ბოლო ჟამის ქრისტიანები BBC-ის ლოგოს მქონე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც დატანილ ტექსტში აღნიშნულია, რომ ბოლო 50 წელში დაფიქსირებული ჭარბი სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მიზეზი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაა. პოსტში საუბარია, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში 63 000 ჭარბი სიკვდილიანობა აღრიცხეს, ხოლო ამ ფაქტის ვაქცინებთან კავშირი BBC-მ შემთხვევით აღიარა.

bibisi vaqtsinaze BBC-ს სახელით ჭარბი სიკვდილიანობისა და ვაქცინების კავშირზე დეზინფორმაცია ვრცელდება

მტკიცება, თითქოს BBC-მ საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია, რომლის სათაურშიც ჭარბი სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ვაქცინაციას დაუკავშირა, დეზინფორმაციულია. ჭარბ სიკდვილიანობაზე BBC-ის სტატიაში მოვლენის გამომწვევ მიზეზებად ჯანდაცვის სფეროში არსებული კრიზისი და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე პანდემიით გამოწვეული გავლენაა დასახელებული. დეზინფორმაციული მტკიცების პირველწყარო კი კონსპიროლოგიური საიტია, რომელსაც კორონავირუსთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია.

  • BBC-ის სტატიაში ჭარბი სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებად ჯანდაცვის სფეროში არსებული კრიზისი და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე პანდემიით გამოწვეული ზეგავლენაა დასახლებული

ჭარბ სიკვდილიანობასთან დაკავშირებით სტატია BBC-მ 2023 წლის 10 იანვარს გამოაქვეყნა. სტატიაში აღნიშნულია, რომ გულის პრობლემების და ჭარბი სიკვდილიანობის რაოდენობის ზრდას ზოგიერთი ადამიანი ვაქცინაციას უკავშირებს, თუმცა არსებული მონაცემები ამას არ ადასტურებს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი კოვიდვაქცინა პერიკარდიტის და მიოკარდიტის შემთხვევების რაოდენობის მცირე ზრდასთან იყო დაკავშირებული, თუმცა ასევე ხაზგასმულია, რომ ამ გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევები ძალიან იშვიათია და არაფატალური, შესაბამისად ქვეყნის მასშტაბით ჭარბ სიკვდილიანობას ვერ ახსნის. მასალაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის ივნისამდე მონაცემები აჩვენებს, რომ ქვაყანაში არავაქცინირებულები უფრო მეტი გარდაიცვალნენ, ვიდრე ვაქცინირებულები. გამოცემის თანახმად, სიკვდილიანობის მიზეზი ვაქცინები რომ ყოფილიყო, ეს მონაცემი საპირისპირო შედეგს გვაჩვენებდა.

რაც შეეხება ჭარბი სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებს, BBC-ის სტატიაში ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია განხილული: დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემის კრიზისი და პანდემიის გავლენა მოსახლეოების ზოგად ჯანმრთელობაზე. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დასაწყისში სიკდვილანობის მაჩვენებელი ფაქტობრივად პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა, თუმცა ივნისიდან ზრდა დაიწყო – სწორედ ამ პერიოდში პარალელურად მნიშვნელოვნად გაიზარდა სამედიცინო მომსახურების მიღების მოლოდინის პერიოდი. BBC აღნიშნავს, რომ გაიზარდა როგორც სასწრაფოს რეაგირების დრო, ასევე საავადმყოფოებში სამედიცინო მომსახურების მიღების ლოდინის პერიოდიც. მაგალითად ნოემბერში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს სავარაუდო გულის შეტევასთან დაკავშირებულ გამოძახებაზე მისასვლელად საშუალოდ 48 წუთი სჭირდებოდა, მაშინ როცა გამოძახებაზე რეაგირების სამიზნე დრო 18 წუთია.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ჭარბ სიკდვილიანობის ზრდას ადამიანების ზოგად ჯანრმთელობაზე Covid-19-ის გრძელვადიანმა გავნელენამაც შეუწყო ხელი. BBC-ს სტატიაში რამდენიმე კვლევაა მოყვანილი (1,2,3), რომლებიც მიუთითებს, რომ Covid-19-ის გადატანა რიგი დაავადებების გამწვავებას და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგად გაუარესებას უწყობს ხელს. გარდა ჯანმრთელობაზე უშუალო გავლენისა, პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა სხვადასხვა დაავადების სკრინინგი, პრვენციული სამედიცინო შემოწმებები და ზოგადად არა-გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღებაზე მიმართვიანობა, რასაც მოსახლეობაში ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების უგულვებელყოფა შეიძლებოდა გამოეწვია.

აღსანიშნავია, რომ ჭარბ სიკვდილიანობასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთში სტატისტიკის ეროვნული ოფისი ინფორმაციას სისტემატურად აქვეყნებს. ბოლო ანგარიში 9 მარტს გამოქვეყნდა, წინა კი 2022 წლის 20 სექტემბერს. არც ერთ ანგარიშში კორონავირუსის ვაქცინები ჭარბი სიკვდილიანობის მიზეზად დასახელებული არ არის. 

  • დეზინფორმაციული მტკიცების პირველწყარო კონსპიროლოგიური საიტი The Expose-ა, რომელსაც კორონავისრუსთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაცია წარსულშიც არაერთხელ გაუვრცელებია

BBC-ის ლოგოიანი ფოტო და ბოლო ჟამის ქრისტიანების მიერ გავრცელებული ინფორმაცია 11 მარტს კონსპიროლოგიურმა გამოცემამ Тhe Expose-მა გამოაქვეყნა. იგივე შინაარსის სტატია გამოცემის გვერდზე 11 იანვარსაც გამოქვეყნდა, თუმცა მაშინ BBC-ის ორიგინალი სტატიის სათაური იყო მითითებული, რომელიც ჭარბ სიკვდილიანობას ვაქცინებს არ უკავშირებს.

bibisi vaqtsinaze 1 BBC-ს სახელით ჭარბი სიკვდილიანობისა და ვაქცინების კავშირზე დეზინფორმაცია ვრცელდება

გამოცემა Тhe Expose 2020 წლის 18 ნოემბერს შეიქმნა და თავდაპირველად სახელს Daily Expose იყენებდა. საიტი უმეტესწილად კორონავირუსთან დაკავშირებულ კონსპირაციებსა და ანტივაქსერულ დეზინფორმაციას ავრცელებს. გვერდი არ იცავს სანდო მედიის შესაფერის გამჭვირვალობის სტანდარტებს და არც რედაქციის, არც სტატიების ავტორებისა თუ მფლობელების შესახებ ინფორმაციას არ აქვეყნებს. mediabiasfactcheck-ის თანახმად, Тhe Expose პუბლიკაციები ფაქტებზე ნაკლებად არის დაფუძნებული, თუმცა აქტიურად ვრცელდება კონსპირაცული და ფსევდო-მეცნიერული შინაარსის მასალები.

bibisi vaqtsinaze 2 BBC-ს სახელით ჭარბი სიკვდილიანობისა და ვაქცინების კავშირზე დეზინფორმაცია ვრცელდება

Тhe Expose-ს მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია:

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ-ანგარიში “ბოლო ჟამის ქრისტიანები” სხვადასხვა დეზინფორმაციას და კონსპირაციულ თეორიებს ვაქცინაციაზე, კლიმატურ მოვლენებზე და ასევე ანტისემიტურ კონსპირაციებს სისტემატურად ავრცელებს. ამ ანგარიშის მიერ გავრცელებული ყალბი მტკიცებები “მითების დეტექტორს” წარსულშიც არაერთხელ გადაუმოწმებია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist