25-26 თებერვალს რუსულ პროპაგანდისტულ მედიასა (mk.ru, mriya.news, news-kiev.ru) და ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშებზე ( 1, 2, 3, 4, 5) BBC-ის რუსულენოვანი სამსახურის სახელით ვოლოდიმირ ზელენსკის შემდეგი ციტატა გამოქვეყნდა: ამ ზაფხულს მე პირადად ვაჭმევ თევზებს ყირიმის ნაპირებთან.
სქრინშოთი, რომელსაც BBC-ის სტატიის ვიზუალი აქვს, ყალბია და მათ არცერთ პლატფორმაზე არ იძებნება. “მითების დეტექტორი” BBC-ის რუსულენოვან სამსახურს დაუკავშირდა. მიმოწერაში დაადასტურეს, რომ სქრინშოთი გაყალბებულია. ვოლოდიმირ ზელენსკის აღნიშნული ციტატა არც სხვა ღია წყაროებში იძებნება.
“მითების დეტექტორი” BBC-ის რუსულენოვან სამსახურს დაუკავშირდა. მედიის ინფორმაციით, მათ გავრცელებულ სქრინშოთთან კავშირი არ აქვთ და ის გაყალბებულია.
რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის უახლეს განცხადებას ყირიმზე, მან 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა ყირიმის დეოკუპაციისთვის ემზადება, თუმცა რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ციტატა მას არ ეკუთვნის.
ვოლოდიმირ ზელენსკი: „ყველას სურს საკუთარი ტერიტორიების დაბრუნება… კონკრეტულ დროსა და ნაბიჯებზე მხოლოდ ერთი შემიძლია გითხრათ – ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. სამხედრო ნაბიჯებისთვის ვემზადებით, მორალურად მზად ვართ. ვემზადებით ტექნიკურად – იარაღით, გამაგრებით, ბრიგადების ფორმირებით, ვაგზავნით ხალხს წვრთვნებზე. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და შემდეგ იქნება დეოკუპაციის ნაბიჯები“.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.