კადრი BBC-ს ვიდეოდან, თითქოს უკრაინელ სამხედროს ნაცისტური შევრონი უკეთია, ყალბია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ნაცისტური შევრონი, BBC
327
VIEWS

16-17 თებერვალს რუსულ სოციალურ ქსლებში, Telegram-ზე (1,2), Odnoklassniki-ზე, VKontakte-ზე გაავრცელეს კადრი, რომელიც პოსტების აღწერილობის მიხედვით, BBC-ის სიუჟეტიდან არის ამოჭრილი და მასზე ჩანს, რომ უკრაინის ახალ მთავარსარდალთან ოლექსანდრ სირსკისთან შეხვედრისას ერთ-ერთ უკრაინელ სამხედროს ნაცისტური შევრონი უკეთია.

ნაცისტური შევრონი, BBC

ნაცისტური შევრონი, BBC

გავრცელებული კადრი პროგრამულად არის დამუშავებული. BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ ორიგინალ სიუჟეტში ჩანს, რომ სამხედროს მხარზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ემბლემა უკეთია.

BBC-ის რუსულენოვანმა სამსახურმა უკრაინის ახალ მთავარსარდალზე, ოლექსანდრ სირსკიზე ვიდეო 13 თებერვალს გამოაქვეყნა. ვიდეო მაყურებელს მთავარსარდალის შესახებ ბიოგრაფიულ ფაქტებს აცნობს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრი ამ საინფორმაციო ვიდეოდან არის ამოჭრილი და შემდეგ პროგრამულად დამუშავებული. კადრი ორიგინალ ვიდეოში დაახლოებით 1:02-იდან ჩანს და ვხედავთ, რომ სამხედროს, რომელიც სირსკის პირდაპირ დგას მხარზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ემბლემა აქვს, რომელზეც მწვანე ფონზე თეთრკანტიანი, შავი სამკაპაა გამოსახული.

ნაცისტური შევრონი, BBC

ნაცისტური შევრონი, BBC
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ემბლება. წყარო: უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

ოლეკსანდრ სირსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტზე ვალერი ზალუჟნი 8 თებერვალს ჩაანაცვლა. სირსკი 1965 წელს რუსეთში დაიბადა და 1980-იანი წლებიდან უკრაინაში ცხოვრობს. სამხედრო განათლების მიღების შემდეგ ის სსრკ-ის საარტილერიო ძალებში მსახურობდა. 2014 წელს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ის უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ანტიტერორისტული ოპერაციის ერთ-ერთი მეთაური იყო. 2019 წელს სირსკი უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური გახდა. რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში სირსკი ხელმძღვანელობდა კიევის დაცვის წარმატებულ ოპერაციას, რისთვისაც უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა. 2022 წლის აპრილში სირსკი ხელმძღვანელობდა კონტრშეტევას, რომლის შედეგადაც უკრაინულმა ძალებმა ხარკივის რეგიონი გაათავისუფლეს და აღმოსავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით ტერიტორიები დაიბრუნეს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist