როგორ ავირიდოთ თავიდან ომის დროს ყალბი ვიზუალის გამოყენება?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

538
VIEWS

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის პარალელურად სოციალურ მედიაში არაერთი ფოტო და ვიდეო მასალა ვრცელდება, რომელიც საომარი მოქმედების სცენების ილუსტრაციად გამოიყენება. გარკვეულ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია მცდარი აღწერით, განზრახ ვრცელდება, ზოგ შემთხვევაში კი სოციალური მედიის მომხმარებელი ან მედიასაშუალებები მსგავსს კადრებს გადამოწმების გარეშე ავრცელებენ.

იმისთვის, რომ შეცდომა თავიდან ავიცილოთ, შეგიძლიათ ეწვიოთ მედიის განვითარების ფონდის მედიაწიგნიერების რესურსების ბაზას (www.millab.ge) და სხვადასხვა ინსტრუმენტებით ფოტოს და ვიდეოს გადამოწმების ინსტრუქციას გაეცნოთ.

გარდა ამისა, რუსეთ-უკრაინის ომზე  უკვე გადამოწმებული მასალების სანახავად, შეგიძლიათ მედიის განვითარების ფონდის პლატფორმას  “მითების დეტექტორს” ეწვიოთ, რომელიც ფეისბუკის ფაქტების გადამოწმების პროგრამის პარტნიორია საქართველოში და ამჟამად რუსულენოვანი მედიებით გავრცელებულ ყალბ ცნობებსაც ამოწმებს. 

#1 რუსეთი უკრაინის ნაცვლად

ვიდეო კადრი 2020 წელს რუსეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავი აღლუმის კადრებს ასახავს და არა უკრაინაში სამხედრო მოქმედებებს

ვრცლად: ბმული 

Screenshot 33 როგორ ავირიდოთ თავიდან ომის დროს ყალბი ვიზუალის გამოყენება?

#2 ჩინეთში საწყობის აფეთქება უკრაინის ნაცვლად

ვიდეო კადრები  ჩინეთში ქიმიური ნივთიერებების საწყობის აფეთქებას ასახავს და არა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს

ვრცლად: ბმული 

Screenshot 34 როგორ ავირიდოთ თავიდან ომის დროს ყალბი ვიზუალის გამოყენება?

#3 2014 წლის ხარკოვი 2022 წლის ნაცვლად

Reuters-ის ფოტო 2014 წელს პრო-რუსი აქტივისტების მიერ ხარკოვის რეგიონული საბჭოს შენობაზე რუსეთის დროშის აღმართვას ასახავს და არა რუსეთის მიერ ხარკოვის აღებას.

ვრცლად:  ბმული 

Screenshot 35 როგორ ავირიდოთ თავიდან ომის დროს ყალბი ვიზუალის გამოყენება?

#4 სირიაში თურქეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაცია დონბასის ნაცვლად

ვიდეო სირიაში თურქეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას ასახავს და არა დონბასში უკრაინული ბაირაქტარების მიერ რუსული ტანკების დაბომბვას.

ვრცლად: ბმული

Screenshot 36 როგორ ავირიდოთ თავიდან ომის დროს ყალბი ვიზუალის გამოყენება?

#5 ვიდეოთამაში War Thunder უკრაინის ნაცვლად

კადრები არა უკრაინაზე თავდასხმას, არამედ  ვიდეოთამაშ War Thunder-ის ფრაგმენტებს ასახავს.

ვრცლად: ბმული 

Screenshot 37 როგორ ავირიდოთ თავიდან ომის დროს ყალბი ვიზუალის გამოყენება?

#6 ელექტროსადგურზე მეხის დაცემა მარიუპოლის დაბომბვის ნაცვლად

ვიდეო ომის დაწყებამდე,  29 იანვარს ელექტროსადგურზე მეხის დაცემას კადრებს ასახავს და არა მარიუპოლის მასშტაბურ დაბომბვას.

ვრცლად: ბმული 

Screenshot 38 როგორ ავირიდოთ თავიდან ომის დროს ყალბი ვიზუალის გამოყენება?

#7 2016 წლის რუსი პარაშუტისტები და არა 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომი

კადრები 2016 წელსაა გადაღებული და ყველაზე ადრეული აღწერის მიხედვით, რუს პარაშუტისტებს ასახავს. 

ვრცლად: ბმული

Screenshot 39 როგორ ავირიდოთ თავიდან ომის დროს ყალბი ვიზუალის გამოყენება?

#8 ქალაქ კახოვკა კიევის მისადგომების ნაცვლად

ვიდეო არა კიევის მისადგომებთან სარაკეტო თავდასხმას, არამედ 2018 წლიდან გავრცელებულ ქალაქ კახოვკას კადრებს ასახავს

ვრცლად: ბმული 

Screenshot 40 როგორ ავირიდოთ თავიდან ომის დროს ყალბი ვიზუალის გამოყენება?

#9 2014 წლის მაიდანის კადრები 2022 წლის უკრაინის ნაცვლად

ვიდეო, რომელიც კიევის ქუჩებში ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილებით” ტანკზე თავდასხმა ასახავს, 2014 წელს მაიდანის მოვლენების დროსაა გადაღებული და არა 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის დროს.

ვრცლად: ბმული

Screenshot 41 როგორ ავირიდოთ თავიდან ომის დროს ყალბი ვიზუალის გამოყენება?

#10 დონეცკი კიევის მისადგომების ნაცვლად

ფოტო არა კიევის მისადგომებთან, არამედ დონეცკში 22 თებერვალსაა გადაღებული.

ვრცლად: ბმული 

Screenshot 42 როგორ ავირიდოთ თავიდან ომის დროს ყალბი ვიზუალის გამოყენება?

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist