24 თებერვალს ქართულ სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ამსახველი რამდენიმე კადრი ფართოდ გავრცელდა. ფეისბუქ გვერდმა “კარდჰუმ” გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის აღწერის მიხედვითაც, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა ქალაქს რუსული ბომბებისგან იცავს. იდენტური კადრები გამოყენებულია ფეისბუქ გვერდების “კოსერვატორი” და World Polotics-ის ვიდეოებშიც. ორივე ვიდეოს თანმხლებ პოსტს იდენტური ტექსტი ერთვის, აღწერებში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ CNN-ის, რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის, ჯო ბაიდენისა და ბორის ჯონსონის კომენტარებია მოცემული.
გავრცელებული კადრები უკრაინაზე თავდასხმას არ ასახავს. რეალურად, კადრები ვიდეოთამაშ War Thunder-დანაა ამოჭრილი.
ვიდეო ინტერნეტში 2021 წლის დეკემბრიდან ვრცელდება. კადრები რეალური არაა და ვიდეოთამაშის War Thunder-ის ნაწყვეტებს წარმოადგენს.
Youtube არხი Pandramodo თამაშის War Thunder-ის კადრებს ხშირად აქვეყნებს.
World Polotics-სა და კონსერვატორის მიერ გავრცელებულ ვიდეოში მასშტაბური აფეთქების კადრებიცაა გამოყენებული. რეალურად, აღნიშნული კადრები 2015 წლის აგვისტოში ჩინეთში ქიმიური ნივთიერებების საწყობში მომხდარ აფეთქებას ასახავს.
ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
24 თებერვალს საქართველოში ყალბი აღწერით გავრცელებული სხვა კადრების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
- მარიუპოლის დაბომბვის შესახებ ვიდეო ყალბი აღწერით ვრცელდება
- ვიდეო არა რუსეთ-უკრაინის ომს, არამედ 2016 წლის რუსი პარაშუტისტების კადრებს ასახავს
- 2020 წლის რუსული აღლუმის ფოტოს უკრაინაზე თავდასხმის საილუსტრაციოდ ავრცელებენ
- 2014 წლის ფოტო 2022 წლის ომის დროს ხარკოვის აღების ილუსტრაციად გამოიყენება
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.