ფეისბუკზე Handelsblatt-ისა და Humor Times-ის გაყალბებული გარეკანები ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

118
VIEWS

22-23 ივნისს “კონსერვატიული მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის ზურაბ მახარაძის გვერდმა, ასევე ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ და ფეისბუქ მომხმარებელმა დავით ლორთქიფანიძემ გერმანული გამოცემა Handelsblatt-ის გარეკანის ფოტო გაავრცელეს. ფოტოზე ვხედავთ ტანკს უკრაინის დროშით, რომელიც გარეკანის ჩარჩოს ეჯახება და გერმანულენოვან წარწერას: “ეს კონტრშეტევა არაა, ეს სისხლიანი საავარიო გამოცდაა”. 

გარდა Handelsblatt-ისა, 21 ივნისს რუსულენოვან ჯგუფში Россия — Сила გავრცელდა გამოცემა Humor Times-ის გარეკანი, რომელზეც გამოსახულია, როგორ ეჯახებიან ფილმის “უკან მომავალში” პერსონაჟები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მანქანით. ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს ფრაზას: “მომავლის გზაზე ერთი პატარა საქმე დარჩა დასასრულებელი”

Screenshot 7 8 ფეისბუკზე Handelsblatt-ისა და Humor Times-ის გაყალბებული გარეკანები ვრცელდება

ორივე ჟურნალის გარეკანი გაყალბებულია. Humor Times-ის ივლისის ნომრის გარეკანზე ფილმის “უკან მომავალში” ნაცვლად, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსია გამოსახული. უკრაინული ტანკი Handelsblatt-ის არც ბოლო და არც 115-ე ნომრის გარეკანებზე არ გვხვდება. 

  • გამოცემა Handelsblatt-ის გაყალბებულ გარეკანს “კონსერვატიული პარტიის” ყოფილი თავმჯდომარე ზურა მახარაძე და პარტიის მხარდამჭერი ბლოგერი, ბექა ვარდოსანიძე ავრცელებენ

გერმანული გამოცემა Handelsblatt-ს, ის ყოველ სამუშაო დღეს გამოდის. ფეისბუქზე გავრცელებულ გარეკანზე გამოცემის ნომრად “115” გვხვდება ხოლო თარიღად “23/24/25 ივნისი”. 

რეალურად, 23/24/25 ივნისით დათარიღებული გარეკანი განსხვავებულად გამოიყურება და ის არა 115-ე, არამედ 119-ე ნომერია. მსგავსი ილუსტრაცია არც ჟურნალის შემდეგ ან წინა ნომრების გარეკანებზე გვხვდება.

Screenshot 8 9 ფეისბუკზე Handelsblatt-ისა და Humor Times-ის გაყალბებული გარეკანები ვრცელდება

ფეისბუქზე გავრცელებული გარეკანის შესახებ განცხადება Handelsblatt-ის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზეც გავრცელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ გარეკანი ტანკის გამოსახულებით ყალბია და ამავე თარიღში გამოსული ნომერი სხვაგვარად გამოიყურება

Screenshot 9 9 ფეისბუკზე Handelsblatt-ისა და Humor Times-ის გაყალბებული გარეკანები ვრცელდება

  • Humor Times – ის არც უახლეს და არც ძველ გამოცემებში მსგავსი კარიკატურა არ გვხვდება

ამერიკული სატირული გამოცემა Humor Times თვეში ერთხელ გამოდის და გარეკანზე, როგორც წესი, აქტუალური პოლიტიკური მოვლენისადმი მიძღვნილი ილუსტრაცია გვხვდება. 21 ივნისს ფეისბუქზე გავრცელებულ ფოტოზე ნომრის გამოსვლის თარიღად 2023 წლის ივლისია მითითებული და მასზე 1985 წელს გამოსული ფილმის “უკან მომავალში” პერსონაჟები მარტი მაკფლაი და ემეტ ბრაუნი არიან გამოსახული, რომლებიც ვოლოდიმირ ზელენსკის მანქანით ეჯახებიან. 

რეალურად, 2023 წლის ივლისის თვის ნომერზე აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსია გამოსახული

Screenshot 10 8 ფეისბუკზე Handelsblatt-ისა და Humor Times-ის გაყალბებული გარეკანები ვრცელდება
ფოტო: subs.humortimes.com

გარეკანი ზელენსკისა და ფილმის პერსონაჟების გამოსახულებით არც ჟურნალის წინა ნომრებზე გვხვდება (1, 2).

დასავლური გარეკანების გაყალბება კრემლის პროპაგანდის ცნობილი მეთოდია და წარსულშიც ხშირად გავრცელებულა. რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე “მითების დეტექტორმა” არაერთი გაყალბებული გარეკანი გადაამოწმა. ვრცლად, იხილეთ ჩვენი სტატიები:

წყაროს შესახებ: 

“კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერი ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე ანტიდასავლური, ანტიუკრაინული და ოპოზიციის მადისკრედიტირებელი შინაარსის ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს. კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ის ვაქცინებისა და ვირუსის შესახებაც ავრცელებდა ყალბ ინფორმაციას. ვარდოსანიძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა

ზურაბ მახარაძე “კონსერვატიული მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარეა, 2022 წლის ოქტომბერში მან ეს პოზიცია დატოვა და “ალტ-ინფოს” მედიამენეჯერი გახდა. ამჟამად მახარაძეს არხზე გადაცემა “რეალპოლიტიკა” მიჰყავს. მახარაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.  

ფეისბუქ მომხმარებელ დავით ლორთქიფანიძეს მცდარი ინფორმაცია, მათ შორის, დასავლური გამოცემის გაყალბებული გარეკანი, წარსულშიც გაუვრცელებია. 

Screenshot 11 5 ფეისბუკზე Handelsblatt-ისა და Humor Times-ის გაყალბებული გარეკანები ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, გერმანია, რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist