EULENSPIEGEL-ის სახელით უკრაინაზე მორიგი გაყალბებული გარეკანის ფოტო ვრცელდება 

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

211
VIEWS

2023 წლის 15 ივნისს  ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშებზე ( 1, 2 ), ასევე რუსულენოვან ფორუმზე  გერმანული სატირული ჟურნალის EULENSPIEGEL -ის გარეკანის ფოტო წარწერით DER GEGEN AN GRIFF (კონტრშეტევა) გავრცელდა. ფოტოზე ჯარისკაცების სხეულის ნაწილებზე სიტყვა ,,კონტრშეტევა“ წერია. გარეკანის ფოტოზე მითითებულია გამოშვების ნომერი – 7/2023. ერთ-ერთი რუსულენოვანი ფეისბუკ-ანგარიში ფოტოს შემდეგი აღწერით ავრცელებს: ,,გერმანელები უკრაინელ პარტნიორებს მიესალმებიან და კონტრშეტევის წარმატებას აფასებენ. “ეულენშპიგელმა” გამოაქვეყნა ნომერი, რომელზეც უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრებზე სიტყვა “კონტრშეტევა” არის  დაწერილი.”

Screenshot 11 3 EULENSPIEGEL-ის სახელით უკრაინაზე მორიგი გაყალბებული გარეკანის ფოტო ვრცელდება 

EULENSPIEGEL-ის სახელით გავრცელებული ჟურნალის გარეკანი გაყალბებულია. გამოცემის უახლესი ნომერი 23 მაისს გამოვიდა და მას განსხვავებული დიზაინი აქვს. მსგავსი ვიზუალის მქონე ნომერი არ იძებნება  არც ჟურნალის არქივში. 

Eulenspiegel გერმანული სატირული ჟურნალია,  რომელიც თვეში ერთხელ გამოიცემა. გამოცემის უახლესი ნომერი 2023 წლის 23 მაისს გამოვიდა, რომელზეც გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ-ჰაბეკი ნეპოტიზმთან დაკავშირებული სკანდალის გამოა გაკრიტიკებული. 

Screenshot 12 3 EULENSPIEGEL-ის სახელით უკრაინაზე მორიგი გაყალბებული გარეკანის ფოტო ვრცელდება  Screenshot 13 3 EULENSPIEGEL-ის სახელით უკრაინაზე მორიგი გაყალბებული გარეკანის ფოტო ვრცელდება 

წყარო: Eulenspiegel

ფეისბუკზე გავრცელებულ გარეკანის ფოტოზე მითითებულია, რომ ის 2023 წლის მეშვიდე ნომერია (07/2023).  აღსანიშნავია, რომ მე-7 ნომერი ჯერ არ არის გამოსული, ხოლო გარეკანი მსგავსი დიზაინით გამოცემის ძველ ნომრებშიც არ გვხვდება. გავრცელებული გარეკანის ფოტო არ იძებნება არც გამოცემის ფეისბუკის და ტვიტერის ანგარიშებზე. 

გარდა სატირული ჟურნალისა, გამოცემას  2023 წელს გამოშვებული აქვს კალენდარი და ქარდები, ასევე სხვადასხვა სახის რუბრიკები მაგალითად კვირის კარიკატურა,  თუმცა მსგავსი დიზაინის  გარეკანის ფოტო არსად არ გვხვდება. 

აღსანიშნავია, რომ  Eulenspiegel-ის გარეკანის ყალბი ფოტოები წარსულშიც არაერთელ გავრცელებულა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალებში:  


მოამზადა თამარი ბიბიჩაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist